ვინ დასახელდა სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ?

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სუპერთასის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “სევილია” დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდელთა კაპიტანი, სერხიო რამოსი დასახელდა, რომელმაც მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გაუთანაბრა ანდალუსიურ კლუბს, 2-2 გახადა ანგარიში და გუნდი წაგებას გადაარჩინა.

რამოსი: “დაუვიწყარი შეხვედრა იყო!”

სუპერ თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც დღეს გუნდი წაგებას გადაარჩინა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. როდესაც ოცნებობ, რომ რამეს მიაღწიო, შენ ყველაფერს აკეთებ და ბოლო წამამდე ბრძოლობ მიზნის მისაღწევად. სწორედ ასეთ მომეტებში ჩნდება, თუ რა ძალა აქვს კოლექტივს… ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერები ვართ.”

“ტიტულის მოგება ყოველთვის დაუვიწყარია. რაც შეეხება მატჩს, თამაშში იყო რთული ფაზები, რომლებიდანაც, საბოლოოდ, თავის დაძვრენა შევძელით და გავიმარჯვეთ კიდეც. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და მალე შევიდეთ საუკეთესო ფორმაში,” – განაცხადა “ბლანკოსის” კაპიტანმა.

 

ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე?

გაინტერესებთ, ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე? გთავაზობთ რეიტინგს ..

10. პეპე | პორტუგალია | 11 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

9. ჟერარ პიკე | ესპანეთი | 18.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

8. სერხიო რამოსი | ესპანეთი | 20.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შევედეთი | 24.5 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

6. უეინ რუნი | ინგლისი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

5. იკერ კასილასი | ესპანეთი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

4. ანდრეს ინიესტა | ესპანეთი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

3. გარეთ ბეილი | უელსი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

2. მესუტ იოზილი | გერმანია | 30.3 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

1. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | 112 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

სერხიო რამოსს თავში კინაღამ ხის ტოტი მოხვდა

მადრიდის “რეალის” კაპიტნისთვის, სერხიო რამოსისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნა საკმაოდ საშიში აღმოჩნდა. ავტობუსში ზეიმის დროს ესპანელს თვში კინაღამ ხის ტოტი მოხვდა.

მადრიდელთა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, რასაც რამოსის “ნინძურ” რეფლექსს უნდა ვუმადლოდეთ.

მისი გამომეტყველება ყველაფერს ამბობს.

Marca-ს დასკვნა – იყო თუ არა თამაშგარე გოლის მომენტში?

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანგარიში მადრიდის “რეალმა” გახსნა, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია მთლიანად მატჩის მიმდინარეობაზე.

მაგრამ, როგორც ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ დაასკვნა, სერხიო რამოსი პასის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

dd

რამოსი: “ვფიქრობ, რონალდუს თანაგუნდელების გაკრიტიკება არ სუდა”

მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი კრიშტიანო რონალდუს მიერ “ატლეტიკოსთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, რონალდუმ თანაგუნდელებზე ისაუბრა.

რონალდუს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, მას თანაგუნდელების გაკრიტიკება არ სურდა. პირადად მე, როგორც კაპიტანი, ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ. თუმცა, ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს.

დერბიში დამარცხება რთულად გადასატანია, ჩემპიონატის მოგების შანსებიც შეგვიმცირდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.Com-ი.

სერხიო რამოსს მესის შვილი თავის შვილში აერია (ფოტო)

31 დეკემბერს, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც განვლილი 2015 წელი მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ მის ფოტოს ერთ-ერთ ნაწილში ლიონელ მესის შვილის ფოტოა ჩასმული, რასაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

cats

რამოსი: “პიკეს ვთხოვ, რომ მადრიდსა და მის კოლეგებს პატივი სცეს”

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელმა მცველმა მადრიდის “რეალს” რამდენჯერმე დასცინა, ხოლო ალვარო არბელოა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

“ამ თემაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ მე, როგორც ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “რეალის” კაპიტანი, პიკეს ვთხოვ, რომ მადრიდსა და მის კოლეგებს პატივი სცეს.

უპატივცემულობა ცუდ გარემოს ქმნის. მას შეუძლია ჩავის, პუიოლისა და იკერის მაგალითები გაითვალისწინოს, ისინი ყოველთვის სწორად იქცეოდნენ. პიკეს პატივს ვცემ, ის ჩემი თანაგუნდელია, მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს futbol.as.com.

სუარესი: “არ ვაპირებ, რომ სერხიო რამოსს მხარი ვატკინო”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი აცხადებს, რომ ის სერხიო რამოსს მხარს არ ატკენს.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბის” მცველმა ტრავმა “სევილიასთან” გამართულ მატჩში მიიღო, ხვალ კი “ელ კლასიკოში” გამაყუჩებლებით ითამაშბს.

“ნამდვილად არ ვაპირებ იმას, რომ სერხიო რამოსს მხარი ვატკინო. ვფიქრობ, არც მესის ატკენენს ვინმე მუხლს. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ერთმანეთს პატივს ვცემთ”, – ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Sky Sports-ი.

რამოსი: “ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა “სევილიას” ფანების მხრიდან მისი მისამართით სტვენაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ძალიან გულნატკენია.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს, “სევილიამ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე სერხიო რამოსმა გახსნა, რომელმაც ამ მომენტში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, რა დროსაც მას სევილიელმა ფანებმა დაუსტვინეს.

“ეს ყოველივე ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მე სევილიელი ვარ და ასეთი საქციელით ისინი გულს მტკენენ. ჩემს საფლავზე ორი დროშა იქნება გამოსახული: “სევილიას” და მადრიდის “რეალის”.

აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ტაში დამიკრეს, მათ მადლობას ვუხდი,” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Squawka.

სუარესი: “ყველაზე ძლიერი მცველი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, სერხიო რამოსია”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი ასახელებს მცველს, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

ურუგვაელი შემტევის თქმით, ის “რეალის” კარში გატანილ გოლს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“ის ყველაზე ძლიერი მცველია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. სერხიო ძალიან გამოცდილი და მასთან ბრძოლა რთულია. ამიტომაც, “რეალის” კარში გატანილ გოლს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს AS-ი.

სერხიო რამოსი ჟერარ პიკეს საქციელს გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს საქციელს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 11 აგვისტოს, თბილისში, “ბარსელონამ” უეფას სუპერთასის მატჩში “სევილია” დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა. კატალონიელთა ზეიმის მიმდინარეობისას, ჟერარ პიკემ მადრიდელთა მისამართით ასეთი რამ თქვა: “გვიყურონ, როგორ ვზეიმობთ ტიტულის მოგებას.”

“კარგად ვიცი, რომ შეცდომას ყველა უშვებს. არავის განკითხვას არ ვაპირებ, მაგრამ მას შეეძლო სხვანაირად ეზეიმა. “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთის მეტოქეები არიან, თუმცა ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა გვმართებს”, – უთხრა რამოსმა AS-ს.