მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტი “ატლეტიკოა”.
“ატლეტიკომ” პრიმერა დივიზიონის მოგება უკვე მოახერხა. მათ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი ნამდვილად დაიმსახურეს. მე რომ მკითხოთ, ფინალის ფავორიტი სწორედ ჩვენი მეტოქეა.
გულწრფელად გეტყვით, რომ “რეალის” ყველა ფეხბურთელი ასი პროცენტით დაიხარჯება. ვფიქრობ, “ატლეტიკოც” ბოლომდე იბრძოლებს, ამიტომ მაყურებელი კარგ სანახაობას იხილავს”, – ამბობს რამოსი.