პოპულარული ფეხბურთელები პეპსის ახალ რეკლამაში გადაიღეს

კომპანია “პეპსიმ” 19 ფეხბურთის ვარსკვლავი აირჩია, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ სარეკლამო აქციაში სახელწოდებით “იცხოვრე აქ და ახლავე”.

რეკლამის მთავარი სახეები არიან: ლიონელ მესი, დავიდ ლუისი, ჯეკ უილშერი, კუნ აგუერო, რობინ ვან პერსი და სერხიო რამოსი.

სერხიო რამოსი: “რონალდუს გამარჯვებამ ძალიან გამახარა”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა თავის თანაგუნდელს “ოქროს ბურთის” მოპოვება მიულოცა და განაცხადა, რომ ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.

“რონალდუ გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. ამ მოვლენამ მთელი მადრიდი გაახარა. პირადად მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც კრიშტიანო “ოქროს ბურთით” დავინახე. ძალიან ემოციური მომენტი იყო და თავის შეკავება მეც კი გამიჭირდა” – განაცხადა რამოსმა.

სერხიო რამოსი: “რეალმა” პირველი წრე მაღალ დონეზე ჩაატარა

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა პირველ წრეში საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.

კარლო ანჩელოტის შეგირდება ჩემპიონატის ნახევრის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფებიან და “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ჩამორჩებიან.

“რეალს ცუდად არ უთამაშია, იმის გათვალისწინებით რომ “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით. ვაგრძელებთ ბრძოლას ტიტულისთვის. მთავარია ქულები არ დავკარგოთ” – განაცხადა რამოსმა.

იბრაჰიმოვიჩმა და სერხიო რამოსმა მაისურები შესვენებისას გაცვალეს

2 იანვარს, დოჰაში, “პარი სენ-ჟერმენსა” და მადრიდის “რეალს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

საინტერესოა ის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სერხიო რამოსმა ერთმანეთთან მაისურების შესვენებისას გაცვალეს.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.

Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.

1. ხოსე მანუელ პინტო

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”

აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.

2. სერხიო რამოსი

როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.

3. პეტრ ჩეხი

ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.

4. ვოიცეხ შჩესნი

“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.

5. ტომაშ როსიცკი

ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.



6. სანდრო

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.

7. მარიო ბალოტელი

ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დიტო ჭიჭინაძე

რამოსი: “კრიტიკის მოსმენა დროის ფუჭად ხარჯვაა”

მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი აცხადებს, რომ ხშირად კრიტიკის მოსმენა დროის ფუჭად ხარჯვაა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მცველი ბოლო დროს წითელ ბარათებს იღებს, სწორედ ამიტომ მასზე ბევრს საუბრობენ.

“ფეხბურთი გუნდური სპორტია, შესაბამისად თამაშს გუნდი იგებს, ან აგებს. ვფიქრობ, ხშირად, კრიტიკის მოსმენა დროის ფუჭად ხარჯვაა. ამრიგად, რაც არ გსიამოვნებს ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა. “რეალი” ჩემი გუნდია და აქ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები” , – ამბობს რამოსი.

რამოსის წითელი ბარათი “ოსასუნასთან” მატჩში

14 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ოსასუნამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში, მსაჯმა მოედნიდან მადრიდელთა კაპიტანი, სერხიო რამოსი გააძევა, რომელმაც 31-ე და 44-ე წუთებზე, ყვითელი ბარათები მიიღო.

სერხიო რამოსმა გოგონებს გადაკოცნის საშუალება მისცა

ფეხბურთელები რომ მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ეს არავისთვისაა ახალი. ამ ყოველივეს დამადასტურებელია ის ვიდეო, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა.