სიმონ მინიოლემ “ლივერპული” დატოვა

სიმონ მინიოლე “ლივერპულის” მეკარე აღარ არის. ბელგიელმა კიპერმა სამშობლოს მიაშიურა და “ბრიუგესთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ ბონუსების გარეშე დაახლოებით ექვსი მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

სიმონ მინიოლემ პროფესიული კარიერა “სენტ ტრუიდენში” დაიწყო, საიდანაც 2010 წელს “სანდერლენდში” გადაბარგდა. სამიწ ლის შემდეგ ბელგიელი მეკარე “ლივერპულს” შეუერთდა, რომლის რიგებშიც 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სიმონ მინიოლეს უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა.

სიმონ მინიოლემ მშობლიურ ქალაქში კაფე გახსნა (ფოტო)

“ლივერპულისა” და ბელგიის ნაკრების კიპერმა სიმონ მინიოლემ მშობლიურ ქალაქ სინტ-ტრეიდენში კაფე გახსნა. 28 წლის ფეხბურთელი საკუთარ კაფეს პირველად სანაკრებო პაუზის დროს ეწვია. ობიექტის სახელწოდებაა “22 ყავა”. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარე “ლივერპულში” სწორედ 22-ნომრიანი ფორმით თამაშობს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სიმონ მინიოლემ ხუთი მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაუშვა.

Mignolet cafe

“ლივერპულმა” მინიოლეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“ლივერპულმა” გუნდის კიპერ სიმონ მინიოლესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ოფიციალურად არ სახელდება, თუ რა ხნით გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა თუ “სქაი სპორტსის” ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მერსისაიდულმა გუნდმა ბელგიელ მეკარეს კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ სიმონ მინიოლე “ლივერპულის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. იგი “წითლებში” “სანდერლენდიდან” გადავიდა. ბელგიელმა მეკარემ ამ დროის განმავლობაში “ენფილდროუდელთა” რიგებში” 122 მატჩი ჩაატარა. მინიოლეს ბელგიის ნაკრების ფორმით 17 შეხვედრაში უთამაშია.

 

მინიოლემ “ბორდოსთან” მატჩში დაშვებულ შეცდომაზე კომენტარი გააკეთა

უეფას ევროპის ლიგის B ჯგუფში “ლივერპულსა” და “ბორდოს” შორის გამართულ მატჩში (2:1) მერსისაიდელთა კიპერ სიმონ მინიოლეს მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ კომენტარი თავად ბელგიელმა მეკარემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მინიოლემ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას ექვსი წამის წესი დაარღვია, რის გამოც დანიშნული თავისუფალი დარტყმით “ბორდომ” გოლი გაიტანა.

“რას ვიზამთ?! სამწუხაროდ, დიდი ხანი მოვიცადე. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვასწორეთ და პლეი-ოფში გავედით. იმედი მაქვს, ტიტულსაც მოვიგებთ”, – ციტირებს მინიოლეს სიტყვებს BBC.

 

მინიოლემ გოლი 6 წამის წესის დარღვევისთვის დანიშნული თავისუფალი დარტყმით გაუშვა

უეფას ევროპის ლიგის B ჯგუფში “ლივერპულსა” და “ბორდოს” შორის გამართულ მატჩში საინტერესო რამ მოხდა. მერსისაიდული გუნდის კიპერმა სიმონ მინიოლემ 6 წამის წესი დაარღვია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მეკარეს 6 წამის განმავლობაში აქვს ბურთის ხელში ჭერის უფლება. ბელგიელი კიპერი არათუ 6, არამედ 21 წამის განმავლობაში ვერ შეელია ბურთს, რისთვისაც “ბორდოს” სასარგებლოდ “ლივერპულის” საჯარიმო მოედანზე თავისუფალი დარტყმა დაინიშნა. სწორედ ამ ეპიზოდს მოყვა ფრანგთა გოლიც.

“ლივერპული” მეკარეს გუნდიდან უშვებს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპული” ბრედ ჯონსს შეელევა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი 33 წლის ავსტრალიელ კიპერთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებული იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ჯონსი განაცხადშიც ვერ ხვდება და სიმონ მინიოლეს შემცვლელად მესამე მეკარე დენი უორდს აყენებენ.

ბრედ ჯონსი “ლივერპულს” 2010/11 წლების სეზონში შეუერთდა, თუმცა მალევე “დერბი ქაუნთში” გაასხვისეს. მერსისაიდულ გუნდში ავსტრალიელმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის ოთხ სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

 

კურტუა: „მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე ტიბო კურტუა „ლივერპულის“ კარის დარაჯ სიმონ მინიოლეს განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მერსისაიდული გუნდის კიპერმა განაცხადა, რომ სურს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.

„არ გამიგონია, ესპანელ მეკარეებს ეთქვათ, რომ მათ იკერ კასილასის ადგილის დაკავება სურთ. ასეთი რამ არც დავიდ დე ხეას, არც ვიქტორ ვალდესს და არც პეპე რეინას არ უთქვამს. პირიქით, ისინი მხარს უჭერენ კასილასს.

სიმონს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც სურს, მაგრამ ვთვლი, რომ ბელგიის ნაკრები უკვე რამდენიმე ქულის დაკარგვას გადავარჩინე. გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ რიგებშიც მშვენივრად ვთამაშობ. მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა და თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს“, – კურტუას სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი