ჩერიშევი: “რაც არ მკლავს, მაძლიერებს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი დენის ჩერიშევი რამდენიმე დღის წინათ მომხდარი შემთხვევის გამო დადარდიანებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბმა” რუსი ნახევარმცველი ათამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც იჯარის წესით “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. ამის გამო “კადისმა” დაიჩივლა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი სარჩელი დააკმაყოფილა და “რეალი” ტურნირიდან მოკვეთა.

ჩერიშევმა სოციალურ ქსელში ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ფრაზა გამოაქვეყნა.

“რაც არ მკლავს, მაძლიერებს”, – დაწერა “რეალის” რუსმა ფეხბურთელმა.

 

“რეალი” შესაძლოა, ესპანეთის თასის გათამაშებიდან მოკვეთონ

მადრიდის “რეალი” შესაძლოა, ესპანეთის თასის 2015-16 წლების გათამაშებიდან მოკვეთონ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა ითამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი და “კადისთან” თამაში არ შეეძლო. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. თუ “კადისი” ამის გამო დაიჩივლებს, “რეალს” ტურნირიდან მოხსნიან.

აღსანიშნავია, რომ “კადისთან” გამართული მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში სწორედ დენის ჩერიშევმა გახსნა.

ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. მაშინ “ოსასუნას” “მირანდესთან” დაპირისპირებაში ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს.

 

“ვილიანოვენსეს” ფეხბურთელების რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მეტოქედ “ბარსელონა” შეხვდათ

ესპანეთის სამეფო თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრამ ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ვილიანოვენსეს” მეტოქედ კატალონიური “ბარსელონა” არგუნა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია, თუ რა რეაქცია ჰქონდათ “ვილიანოვენსეს” ფეხბურთელებს, როცა გაიგეს, რომ მათ მეტოქედ “ბარსელონას” შეხვდათ.

 

როგორ ითამაშა ტორესმა „რეალთან“ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)

მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ვისენტე კალდერონის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელი „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში ფერნანდო ტორესმა ითამაშა, რომელიც თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ელ ნინიომ ხსენებულ შეხვედრაში 60 წუთის განმავლობაში ითამაშა.

წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:

ესპანეთის თასის ფინალში „ელ კლასიკო“ შედგება

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „სოსიედადსა“ და „ბარსელონას“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კატალონიურმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო.

სან-სებასტიანში გამართულ მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე „ბარსელონამ“ გახსნა: სწრაფი კონტრშეტევა ლიონელ მესიმ 18 მეტრის მანძილიდან დარტყმით დააგვირგვინა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოახერხეს. გოლი ანტონი გრიზმანის ანგარიშზეა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და „ბარსელონამ“ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 19 აპრილს შედგება.

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„სოსიედადი“ — „ბარსელონა“ 1:1 (0:1)

გოლები: გრიზმანი 87′ — მესი 27′.
გაფრთხილებები: ველა 31′, გასტანიაგა 52′, ზურუტუზა 56′ — ბუსკეტსი 26′, ფაბრეგასი 89′.

 

„ბარსელონამ“ „სოსიედადი“ ბუსკეტსისა და კურიოზული გოლების წყალობით დაამარცხა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ბარსელონასა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის გამართული მატჩი კატალონიელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მხოლოდ 38 505 გულშემატკივარი დაესწრო. დიდი უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიში მხოლოდ 44-ე წუთზე გაიტანეს, როცა კუთხურის შესრულების შემდეგ ბასკთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი სერხიო ბუსკეტს მიუვიდა და მასაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. სტუმართა ვითარება მცველ ინიგო მარტინესის გაძევებამ კიდევ უფრო დაამძიმა.  მეორე გოლი საკმაოდ კურიოზული გამოდგა: ფრანჩესკ ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ ალექსის სანჩესი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ძელს მოხვდა, შემდეგ გორკა ელუსტონდომ ბურთი მოიგერია, რომელიც პირდაპირ მეკარე ენიაუტ ზუბიკარაის მოარტყა და კარში შეგორდა — 2:0.

განმეორებითი მატჩი 13 თებერვალს შედგება

ესპანეთის თასი
ნახევარფინალი
„ბარსელონა“  — „სოსიედადი“ 2:0 (1:0)

გოლები: ბუსკეტსი 44′, ზუბიკარაი 60′ (ა.გ.)
გაფრთხილებები: ბუსკეტსი 26′, მასკერანო 36′, მესი 73′ — ველა 40′, ელუსტონდო 57′, გასტანიაგა 62′, ზუბიკარაი 86′, სალდუა 89′.
გაძევება: ინიგო მარტინესი 44′.