წელს ამერიკული “ოლ-სტარის” მეტოქე იტალიური კლუბი იქნება

ამერიკისა და კანადის ერთობლივი საფეხბურთო ლიგის (MLS) რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი წელს ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. მატჩი ზაფხულში “მერსედეს ბენც სტედიუმზე” გაიმართება.

როგორც იცით, მსგავსი ტიპის თამაშებს ყოველწლიური დატვირთვა აქვს და ამერიკული ლიგის მესვეურები მუდამ განსხვავებულ კლუბებს ირჩევენ. გასულ წელს მათი მეტოქე “რეალი” გახლდათ, მანამდე კი – “არსენალი”.

“მივესალმებით “იუვენტუსს” – ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბს – როგორც ჩვენს მეტოქეებად 2018 წლის MLS “ოლ-სტარ” მატჩში. წელს ჩვენს რჩეულ ნაკრებს უდიდესი ისტორიის მქონე კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში,” – აცხადებს MLS-ის უფროსი, დონ გარბერი.

შვაინშტაიგერი: “ათ წელში MLS-ი პრემიერ ლიგის დონეზე უნდა ავიდეს”

“ჩიკაგო ფაიარის” გერმნაელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟურნალისტებთან ამერიკულ საფეხბურთო ჩემპიონატზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ეს ლიგა ძალიან ახალგაზრდაა. მას არ აქვს ისეთივე ისტორია, როგორიც – ევროპულ ჩემპიონატებს. მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ MLS-ი პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის დონეზე ავიდეს. ეს იდეალური რამ იქნება.”

“ყველა ცდილობს, რომ MLS-ის დონე გაზარდოს. აქ მოღვაწე ადამიანები დიდი მონდომებით გამოირჩევიან. მათ შორის არის პულიშიჩი. ის აქაა და არა ევროპაში! ეს დასაფასებელია. მეც ვცდილობ, რომ ამერიკულ ფეხბურთს დავეხმარო იმდენად, რამდენადაც ამის გაკეთება შემიძლია,” – აცხადებს ბასტიანი.

“რეალი” მატჩს MLS-ის ვარსკვლავებთან ჩაატარებს

მადრიდის “რეალი” ზაფხულში MLS-ის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდება. მატჩი 2 აგვისტოს, ჩიკაგოში გაიმართება.

“რეალი” პირველი ესპანური კლუბი გახდება, რომელის MLS-ის ვარსკვლავების გუნდს შეხვდება. ამერიკელებს “ჩიკაგო ფაირის” მთავარი მწვრთნელი ველკო პაუნოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელმაც მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ესპანეთში გაატარა.

2016 წელს MLS-ის ვარსკვლავების გუნდი ლონდონის “არსენალს” შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ჰოვარდ ვები ფეხბურთს უბრუნდება

პენსიაზე გასულმა ფიფას ყოფილმა მსაჯმა, ჰოვარდ ვებმა გადაწყვიტა, ფეხბურთში დაბრუნებულიყო. ის ვიდეო გამეორებებზე იმუშავებს.

როგორც ცნობილი ხდება, საჭირო ტრენინგების გავლის შემდეგ, ვები უმალვე შეუდგება მუშაობას (მარტის თვიდან). მანამ კი, ამერიკული საფეხბურთო ლიგა (MLS) ამ პროგრამას პრე-სეზონის 30 მატჩში გამოცდის.

შეგახსენებთ, რომ ვები მსაჯის სტატუსს 25 წლის მანძილზე ატარებდა და ამ დროის მანძილზე, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული 500-ზე მეტი მატჩი განსაჯა. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ერთ წელს ჩემპიონთა ლიგისა და მუნდიალის ფინალებში იმუშავა (2010).

რობი კინი შესაძლოა, “შემროკ როვერსში” გადაბარგდეს

ირლანდიური ფეხბურთის სახემ, რობი კინმა შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები დატოვოს და კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის კინმა გასულ კვირას ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ლოს ანჯელეს გალაქსის რიგები” დატოვა. ამერიკაში გატარებული ექვსი წლის მანძილზე ირლანდიელმა MLS-ის სამ თავს მოუყარა თავი.

თავდამსხმელმა ასევე დაადასტურა, რომ ახლა ყველაფერი ერთ, საბოლოო სვლაზეა დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდებას ჯერ არ აპირებს.

კლუბის სახელი, რომელსაც კინს უკავშირებენ, “შემროკ როვერსი” გახლავთ, რომელიც ფეხბურთელის მშობლიური ქალაქის ღირსებას იცავს.

რატომ დაიწუნა ჯამპიერო ვენტურამ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი სებასტიან ჯოვინკო?

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯამპიერო ვენტურამ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა სებასტიან ჯოვინკო ლიხტენშტაინისა და გერმანიის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისათვის, მსგავსად ელ შაარავისა და მარიო ბალოტელისა.

“ჯოვინკოს შემთხვევაში საქმე სულ სხვა რამესთან გვაქვს (ელ შაარავისთან შედარებით). ყველაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ის ისეთ ჩემპიონატში თამაშობს, რომელსაც დიდი ძალა (მნიშვნელობა) არ გააჩნია.

ნაკლები მნიშვნელობა აქვს მის მიერ გატანილ გოლთა რაოდენობასაც, რადგანაც მისი დონის ფეხბურთელისათვის ასეთ ლიგაში მსგავსი შედეგის ჩვენება ნორმალურია.”

ცნობისთვი გეტყვით, რომ MLS-ის გასული წლის საუკეთესო მოთამაშემ წლევანდელ სეზონში 17 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი 28 მატჩში. მისმა ჰეთ-ტრიკმა კი “ტორონტო” აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში გაიყვანა.

MLS: დავიდ ვილია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს, ვიეირა – მწვრთნელის

ამერიკული MLS-ის წლევანდელი სეზონი კულმინაციას უახლოვდება. ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის მესვეურებმა კი უკვე წარგვიდგინეს იმ ფეხბურთელთა და სპეციალისტთა სია, რომელიც წლის საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

წლის საუკეთესო ფეხბურთლის (MLS-ში) წოდებისთვის იბრძვიან: დავიდ ვილია (“ნიუ-იორკ სიტი”), ბრედლი რაიტ-ფილიპსი, საშა კლეშტანი (ორივე – “ნიუ-იორკ რედ ბულსი”).

რაიტ ფილიპსი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 24 გოლით, ვილიას ანგარიშზე კი 23 გოლი გახლავთ.

“ნიუ-იორკ სიტის” დამრიგებელი, პატრიკ ვიეირა წლის საუკეთესო ტრენერის წოდებისთვის მებრძოლთა სიაში მოხვდა. მას ამ ტიტულისთვის ბრძოლაში შეეჯიბრებიან “კოლორადოს” მწვრთნელი პაბლო მასტროენი და “დალასის” თავკაცი ოსკარ პარეხა.

MLS-ში ფეხბურთელი “ტვერკის” გამო გააფრთხილეს (ვიდეო)

დღეს MLS-ში საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. ამერიკულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდის, “ნიუ-ინგლენდ რევოლუშენის” ფორვარდმა, კეი კამარამ “მონრეალ იმპექტის” კარში გატანილი გოლი “ტვერკით” აღნიშნა, რის გამოც მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 32 წლის სიერა-ლეონელმა ფორვარდმა ამერიკის უმაღლეს დივიზიონში 21 მატჩის ჩატარება და 7 გოლის გატანა მოახერხა 2016 წლის სეზონში.

კამარას “ნორვიჩისა” და “მიდლსბროს” რიგებშიც აქვს ნათამაშები.

იბრაჰიმოვიჩი: “ბექჰემს უარი მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გამო ვუთხარი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ზაფხულში შემოთავაზებები MLS-ის კლუბიდანაც მიიღო. მისი თქმით, მას ამერიკაში დევიდ ბექჰემი ეპატიჟებოდა, თუმცა შვედმა ამერიკაში წასვლას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება ამჯობინა.

“დევიდი ჩემი კარგი მეგობარია და მან მთხოვა, რომ მის გუნდში (“მაიამი”) მეთამაშა.” – განაცხადა ზლატანმა. “მაგრამ, ჩემი მიზანი დიდი მწვერვალების დაპყრობაა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად. MLS-ს დიდ პატივს ვცემ და არაფერს არ გამოვრიცხავ.

როდესაც “პსჟ-ს” დატოვება გადავწყვიტე, ბევრი შეთავაზება მივიღე. ზლატანის შემთხვევაში ეს ნორმალურია.

ვიცი, რომ ამერიკულ გუნდებს ჩემი გადაბირება სურდათ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედში”, ჟოზესთან ერთად მუშაობის შესაძლებლობამ ყველაზე მეტად მომხიბლა.”

MLS-ის საუკეთესო გუნდი “არსენალს” დაუპირისპირდება

მას შემდეგ, რაც 2015 წლის ‘MLS-ის ყველა ვარსკვლავის’ მატჩში, ამერიკაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებმა “ტოტენჰემი” დაამარცხეს (2-1), ამერიკელებმა კვლავ გამოთქვეს სურვილი ლონდონელებთან თამაშისა.

თუმცა, ამჯერად “მამლების” ნაცვლად MLS-ის საუკეთესო გუნდს “არსენალი” დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს, კალიფორნიაში, “ავაია სტადიონზე” გაიმართება.

“პრესეზონი ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია. მოხარულნი ვართ, რომ ამ მატჩში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ამერიკასთან საკმაოდ კარგი მოგონებები გვაკავშირებს.” – ვკითხულობთ ინგლისური კლუბის განცხადებაში.

 

 

A bola: კასილასი შესაძლოა ამერიკაში პირლოს, ვილიასა და ლამპარდს შეუერთდეს

მადრიდის “რეალის” ექს-კიპერმა, იკერ კასილიასმა შესაძლოა კარიერა ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს.

A bola-ს მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად, “ნიუ იორკ სიტი” ესპანელ მეკარეს საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბის, “ნიუ იორკ სიტის” რიგებში ამ დროისთვის ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან ანდრეა პირლო, ფრენკ ლამპარდი და დავიდ ვილია.

კასილასი MLS-ში გადასვლას არ გამორიცხავს

“პორტუს” მეკარე იკერ კასილასი MLS-ში კარიერის გაგრძელების ალბათობას არ გამორიცხავს. იქვე ესპანელი კიპერი აღნიშნავს, რომ პორტუგალიური კლუბიდან აბარგებას მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე არ აპირებს. ცნობისთვის, კასილასს “პორტუსთან” შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.

“ფეხბურთის მასშტაბები გაფართოვდა და ეს კარგია. ვითამაშებ თუ არა MLS-ში? რატომაც არა?!

“პორტუსთან” სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ვადის ამოწურვამდე არსად წასვლას არ ვაპირებ. “პორტუ” ჩემთვის ახალი გამოწვევაა და იმედი მაქვს, რომ ამ დიდებული კლუბის მოლოდინებს გავამართლებ”, – კასილასის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.