კარიკატურა: მალდინი “მილანში” დაბრუნდა

ლეგენდარული ცენტრალური მცველი, პაოლო მალდინი “მილანში” დაბრუნდა. თუმცა, ის ამჯერად განვითარების დირექტორად იმუშავებს.

ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: რობერტო ფირმინო გაცივდა!

სერხიო რამოსს, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების შემდეგ, ლორის კარიუსისთვის იდაყვის განძრახ ჩარტყმაც დააბრალეს. ამის შემდეგ ესპანელმა განაცხადა, რომ ახლა იმასაც იტყვიან, ჩემი ოფლის წვეთი რობერტო ფირმინოს მოხვდა და ამის გამო გაცივდაო.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: სერხიო, გაიქეცი!

ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ორთაბრძოლის დროს, “ლივერპულის” შემტევმა მხარზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამ ფაქტში ძალიან ბევრი “ბლანკოსის” კაპიტანს ადანაშაულებს. ყველაზე მეტად, აგრესიულობით ეგვიპტელები გამოირჩევიან.

ნახსენებ საკითხზე ომარ მომანი გვთავაზობს კარიკიატურას

 

კარიკატურა: არსენ ვენგერი წავიდა

არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს ლონდონის “არსენალს” დატოვებს და ამით ინგლისურ კლუბში თავის 22-წლიან ეპოქას დაასრულებს.

აღნიშნულ საკითხზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს

 

კარიკატურა: დე ხეასა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთის ურთიერთობა

დავიდ დე ხეამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბურთზე, რომელიც კომპანია Adidas-მა შექმნა, ასეთი რამ განაცხადა: მას პლასტმასის ზედაპირი აქვს. სწორედ ამიტომ ხელში დაჭერა ძალიან რთულია. შესაძებელი იყო, უკეთესის დამზადება.”

ამაზე ომარ მომანიმ ასეთი კარიკატურა შექმნა.

 

კარიკატურა: მესისა და რონალდუს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე

11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ მადრიდის “რეალი” “პსჟ”-ს, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.

ომარ მომანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ომარ მომანი იტალიის ნაკრების კრახს გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში შვედეთის ნაკრები ვერ დაამარცხა და მუნდიალს გამომშვიდობა.

1958 წლის შემდეგ პირველად ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის გარეშე, რაც მართლაც უჩვეულოა ფეხბურთის გულშემატკივართათვის. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Goal.Com-მა ომარ მომანის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კარიკატურა: ტოტის ემოციური დამშვიდობება (ფოტო)

გუშინ იტალიის სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. რომის “რომამ” “ჯენოა” მიიღო და ანგარიშით, 3-2 დაამრცხა. ეს იყო კარიერის ბოლო მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდისთვის, ფრანჩესკო ტოტისთვის. იგი ძალიან ემოციურად დაემშვიდობა გულშემატკივარს, გუნდის წევრებს. ამაღელვებელი იყო ფეხბურთთან დამშვიდობება.

ომარ მომანიმ ამ ისტორიულ მომენტს კარიკატურა მიუძღვნა.

 

კარიკატურა: გაბრიელ ჟესუსს საავადმყოფოში კოშმარი ესიზმრა (ფოტო)

იანვარში “მანჩესტერ სიტიმ” “პალმეირასიდან” გაბრიელ ჟესუსი დაიმატა. 19 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პემიერ ლიგის ოთხ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა. ბოლო სამი მატჩი მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. შესაბამისად, ამ გამოუცდელმა სპორტსმენმა კუნ აგუერო ამოაგდო სასტარტოდან.

ჟესუსმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში (“ბორნმუთის”) წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო. ამან არგენტინელ ფორვარდს ისევ გაუხსნა გზა ძირითადი შემადგენლობისკენ. ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით, საინტერესო კარიკატურა შემოგვთავაზა. აი, თურმე რა ესიზმრება საავადმყოფოში მყოფ ბრაზილიელს…

 

კარიკატურა: ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ფოტო)

მოგეხსენებათ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფრანგმა მეოთხე არბიტრს უბიძგა და შეურაცხყოფა მიაყენა. დისკვალიფიკაციის გარდა ფრანგ მწვრთნელს ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც მოუწევს.

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა განაცხადა, მოურინიოს რომ ასეთ ქცევებზე სჯიდნენ, მას საერთოდ მოუწევდა სამწვრთნელო კარიერისთვის თავის დანებება.

ომარ მომანიმ ეს ყოველივე ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: კრიშტიანუ საუკეთესოა! (ფოტო)

9 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, FIFA-ს ვერსიით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან გასულ წელს მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 31 წლის მოთამაშემ პირველი სანაკრებო ტიტულიც (ევროპის ჩემპიონატი) დაისაკუთრა.

ომარ მომანიმ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო და სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კარიკატურა: 90-მილიონიანმა იგუაინმა “იუვენტუსს” ჯეკპოტი მოაგებინა!

17 დეკემბერს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

“იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და გონსალო იგუანის მიერ მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა. “ბებერმა” ქალბატონმა ამ მოგებით მთელი შვიდი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან “რომას”.

ომარ მომანიმ 90-მილიონიანი იგუაინის მიერ გაკეთებული საქმე ასე შეაფასა