დღეს ხელვაჩაურის „მაჭახელასა“ და ხარაგაულის „ჩხერიმელას“ შორის საქართველოს პირველი ლიგის 33-ე ტურის მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა ხსენებულ შეხვედრაში ხარაგაუელებს ტექნიკური მარცხი საინტერესო მიზეზით არ ჩაეთვალათ.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაირკვა, რომ „ჩხერიმელა“ „მაჭახელასთან“ შეუთანხმებლად მატჩზე იგივე ფერის ფორმებით გამოდიოდა, რა ფერის ფორმებითაც მის მეტოქეს უნდა ეთამაშა. მასპინძლებმა „ჩხერიმელას“ თხოვნა არ დააკმაყოფილეს და ფორმის ფერის შეცვლაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც ტექნიკური გამარჯვება 3:0 ჩაეთვალათ.
ცნობისთვის, „მაჭახელა“ ამჟამად 39 ქულით პირველი ლიგის მეშვიდე ადგილს იკავებს, „ჩხერიმელა“ კი 33 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.