იაშვილი ჩაკვეტაძის ტრავმაზე: “სამწუხაროდ, “გენტთან” კომუნიკაციის პრობლემა არის”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ბელგიური “გენტის” ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც იცით, 19 წლის ქართველი შემტევი უვკე რამდენიმე თვეა ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მართალია, გუშინდელი მატჩისათვის ის “გენტის” განაცხადში შეიყვანეს, თუმცა საბოლოოდ, გიორგი სათადარიგოთა სკამზეც კი არ ყოფილა. ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება.

ალექსანდრე იაშვილმა 17 მარტს, ტელეკომპანია ტელეკომპანია იმედში, გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას “გენტთან” კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

“სამწუხაროდ, კომუნიკაციის პრობლემა არის. ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ფეხბურთელს ტრავმა აქვს, წესით, მასზე ნაკრების ექიმს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ახლაც, უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ – სამწუხაროდ, ლაშა დვალმა ტრავმა მიიღო და მისი კლუბის ექიმებმა პირდაპირ დასკვნა გამოაგზავნეს, ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია. სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, რადგან პასუხები გვიან მოდის და სულ გვჭირდება შეხსენება. ექიმსაც კომუნიკაცია უჭირს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ბელგიელებთან გვაქვს.

“გენტის” ხელმძღვანელობასთან ხშირად გვქონდა საუბარი, რომ ეს პრობლემა გამოსწორებულიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისე არ არის, როგორც საჭიროა. გიორგის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ახლა იწყებს კარიერას. ვიმედოვნებთ, ყველაფერი მალე გაირკვევა. სამი თვეა, ეს ყველაფერი იწელება და წინსვლა არ არის. მთავარია, თვითონ ჩამოყალიბდნენ, საჭიროა თუ არა ოპერაცია”, – განაცხადა იაშვილმა.

იაშვილი ფორმაშია – “დინამომ” “დომჟალეს” სძლია

სლოვენიურ შეკრებაზე თბილისის “დინამო” ადგილობრივ “დომჟალეს” დაუპირისპირდა და 3:1 სძლია.

თბილისელთა შემადგენლობაში თავი იაშვილმა, პაპუნაშვილმა და ცინცაძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ 37 წლის იაშვილმა მონაწილეობა ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დინამო 3:1 დომჟალე

გოლი: 1:0 იაშვილი 6’  2:0 პაპუნაშვილი 14’  3:0 ცინცაძე (პენ) 45’  3:1 ალვირი (82)

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), გველესიანი, ჭელიძე (ჯაფიაშვილი 72), კაკაბაძე (ტვილდიანი 46), თოთაძე (გურული 51), ცინცაძე (ჯანელიძე 58), ჯიღაური (პარუნაშვილი 46), კიტეიშვილი (ლობჟანიძე 46), პაპუნაშვილი (ჭანტურიშვილი 46), იაშვილი (არაბული 46), ქვილითაია (ვოლკოვი 46)

დომჟალე: მილიჩი, ჰორიცი, ჩრნიცი, შიშიჩი, ჰორვატი, დობროკოლიცი, ბალკოვეცი, ეტეროვიჩი, მაიერი, კოუსი, კეიტა

იაშვილის შესანიშნავი პასი თბილისის “დინამოსთან” მატჩში (ვიდეო)

26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში თბილისის “დინამომ” “სამტრედია” ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სამტრედიელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა დათუნაიშვილს შესანიშნავი პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ქართველების “ინტერმა” “გაბალა” ცხადაძისა და ალვაროს გოლებით დაამარცხა

23 მარტს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში, “გაბალამ” საკუთარ მოედანზე ბაქოს “ინტერი” მიიღო და მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს “ინტერის” ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა – ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძემ და ალექსანდრე იაშვილმა დაიწყო. სათადარიგოთა რიგებში იყო მეკარე გიორგი ლომაია და ასევე, ქართველი გულშემატკივრებისათვის კარგად ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე, იაშვილის მაგივრად გამოვიდა.

შეხვედრაში ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ მე-14 წუთზე გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ალვაროს მიერ 46-ე და 54-ე წუთებზე გატანილი გოლები მოყვა. 57-ე წუთზე, სპიჩიჩმა სხვაობა ოთხამდე გაზარდა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე “გაბალას” მოთამაშემ, მენდიმ დააფიქსირა – 1:4.

ალექსანდრე იაშვილის სუპერ-გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

8 თებერვალს აზერბაიჯანის ჩემპიონატში, კახაბერ ცხადაძის გაწვრთნილი, მეოთხე ადგილზე მყოფი ბაქოს “ინტერი” მეცხრე პოზიციაზე მყოფ “რავანს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

აღიშნულ შეხვედრაში, ბაქოს “ინტერში” მოთამაშე ალექსანდრე იაშვილმა მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

იხილეთ იაშვილის გოლი 20:15-დან: