“მანჩესტერ სიტის” გარემარბი, რაჰიმ სტერლინგი, “ქალაქელების” მიერ “სუონსის” კარში გატანილი ხუთი გოლიდან ერთ-ერთის ავტორი გახდა, რითიც პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
35-ე ტურში გატანილი გოლი მისთვის რიგით მე-18 გოლია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის გოლი მან პრემიერ ლიგის ერთ სეზონში პირველად გაიტანა, წინ კი სამი მატჩი აქვს შედეგის გასაუმჯობესებლად.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ორჯერ უფრო მეტი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, ვიდრე თავის საუკეთესო სეზონში – 2013/14 წლების სეზონში “ლივერპულის” მაისურით მან 9-ჯერ აიღო მეტოქის კარი.