5 ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი დაასახელა.

5. მატს ჰუმელსი (დორტმუნდის “ბორუსია”)

5

4. მარკო ვერატი (“პარი სენ-ჟერმენი”)

3

3. რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”)

4

2. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)

Paul+Pogba+Juventus+FC+v+AC+Chievo+Verona+Aa3hb94FB_Ux

1. მარკო როისი (დორტმუნდის “ბორუსია”)

1686614_full-lnd

რაჰიმ სტერლინგი და ჯორდან ჰენდერსონი “ნივეას” ახალ რეკლამაში

“ლივერპულის” ფეხბურთელები – ჯორდან ჰენდერსონი, რაჰიმ სტერლინგი და სიმონ მინიოლე “ნივეას” ახალ რეკლამაში გადაიღეს.

სტერლინგი და “ლივერპული” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა და კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან. კერძოდ, 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი კვირაში არანაკლებ 100 ათას ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

ცნობისათვის, რაჰიმ სტერლინგს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სტერლინგმა 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

 

სტერლინგი: „ჩელსის“ მეორე მატჩში გაუჭირდება“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა „ჩელსისთან“ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც გოლით გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„რა თქმა უნდა, შესვენების დროს გული დაგვწყდა, რომ ვაგებდით. გვესმოდა, რომ ბოლომდე უნდა გვებძოლა. ჩინებული ქამბექი გამოგვივიდა.

ბურთის ფლობას ვცდილობდით და „ჩელსის“ კარს მუდმივად ვუტევდით. მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე.

„ლივერპული“ ყოველთვის თამაშშია. „ჩელსის“ მეორე მატჩში გაუჭირდება. იმედია, გასვლაზე სასურველ შედეგს მივაღწევთ.

ვფიქრობ, პაუზა ძალიან დაგვეხმარა. არის მომენტები, როდესაც დასვენება აუცილებელია. მწვრთნელმა დამასვენა, რაც გამომადგა კიდეც“, – განაცხადა სტერლინგმა.

„რეალი“ სტერლინგს გაორმაგებულ ხელფასს შესთავაზებს

მადრიდის „რეალი“ მზადაა, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელის რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

გარდა ამისა, „სამეფო კლუბი“ ახალგაზრდა ტალანტს, ხელფასის სახით, კვირაში 120 ფუნტ სტერლინგს შესთავაზებს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტია.

მადრიდელები ვარაუდობენ, რომ სტერლინგი ამ წინადადებას არამხოლოდ კარგი ხელფასის, არამედ, ტიტულებისთვის ბრძოლისთვისაც მიიღებს.

“ლივერპული” სტერლინგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ბრიტანული “ტელეგრაფის” ცნობით, “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი იანვრის ბოლოს კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

მას შემდეგ, რაც გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს, “ლივერპულის” მომავალ ლიდერად სწორედ სტერლინგს მოიაზრებენ.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელებს სურთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი სრული ნდობა გამოავლინონ და მას გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ. კერძოდ, საუბარია მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების 2020 წლამდე გახანგრძლივებაზე.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

 

რაჰიმ სტერლინგმა ფედერიკო ფერნანდესს სახეში ხელი გაარტყა (ვიდეო)

29 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულსა” და “სუონსის” შორის გამართულ მატჩში (4:1) რაჰიმ სტერლინგმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ფედერიკო ფერნანდესს სახეში ხელი გაარტყა, რისთვისაც მას ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია.

1419889503065_lc_galleryImage__Ruckas_Videograbs_01322_

B6DeXH7CIAAW8Ql

სტერლინგი ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს

“ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს და Golden Boy-ს ჯილდო გადასცეს.

აღნიშნული ჯილდო იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” 2003 წელს დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა.

20 წლის რაჰიმ სტერლინგმა ამ წოდების მოპოვებაში ისეთ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც არიან ადნან იანუზაი, ლიუკ შოუ, მარკინოსი, კურტ ზუმა, ჯონ სტოუნზი, კალუმ ჩემბერსი, დივოკ ორიგი, ლაზარ მარკოვიჩი და სხვა.

გამოკითხვაში სტერლინგმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის უეინჰ რუნის შემდეგ მეორე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

 

ჯერარდმა სტერლინგს კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია

“ლივერპულის” კაპიტანი, სტივენ ჯერარდი, იმედოვნებს, რომ რაჰიმ სტერლინგი უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

“იმედი მაქვს სტერლინგი ახალ კონტრაქტს გააფრომებს. ვთვი, რომ ამ ეტაპზე “ლივერპული” მისთვის იდეალური გუნდია. აქ მას სათამაშო პრაქტიკა და გულშემატკივართა სიყვარული გარანტირებული აქვს” – განაცხადა ჯერარდმა.

რამდენიმე დღის მსგავსი განცხადება ბრენდან როჯერსმაც გააკეთა და ისიც აღნიშნა რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაში ფაქტობირვად დარწმუნებულია.

 

სლოვენიასთან მატჩის წინ სტერლინგმა ბარკლისთან ფიფა-ში წააგო (ვიდეო)

სლოვენიასთან ევრო 2016-ის საკვალიფიკაიცო მატჩის წინ „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა რაჰიმ სტერლინგმა და „ევერტონის“ მოთამაშემ როს ბარკლიმ საფეხბურთ სიმულატორი ფიფა ითამაშეს.

გამარჯვებული, საბოლოოდ, როს ბარკლი აღმოჩნდა. როგორც გადაღებულ ვიდეოში წაგებული ამბობს, მის ოპონენტს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა – იგი მადრიდის „რეალით“ თამაშობდა.

“გადაღლილი” სტერლინგი ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა

ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლნგი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს.

თვითმხილველთა თქმით, სტერლინგს თან ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები — დანი უელბეკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახლდნენ. მათი განცხადებით, სტერლინგი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა.

ესტონეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სტერლინგი სასტარტო განაცხადში ფეხბურთელის დაღლილობის მომიზეზებით არ დააყენა.

Sterling

ბრენდან როჯერსი: “სტერლინგს “რეალს” უკავშირებენ ? ეს მე არ მაღელვებს”

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, რაჰიმ სტერლინგის “რეალში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

“რაჰიმი შესანიშნავ ფიზიკურ მზადყოფნაშია. 120 წუთი თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს”

“რეალი” ? შესაძლოა სტერლინგის გადასვლა ნებისმიერ კლუბში მისთვის სავალდებულო იყოს, მაგრამ ეს მე არ მაღელვებს” – განაცხადა როჯერსმა.