ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდის ცნობით მადრიდის “რეალი” მარკო ვერატის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.
დი მარციოს იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინ ვერატის აგენტი ფლორენტინო პერესს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო პარიზულ კლუბს “რეალი” 50 მილიონ ევროს გადაუხდიდა.
გასულ სეზონში ვერატიმ ლიგა 1-ის 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.