მადრიდის “რეალის” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ბუნდესლიგის გუნდის გაწვრთნის სურვილი გამოთქვა. ამჯამად კარლოსი თურქული “სივასპორიტს” მთავარი მწვრთნელია.
“ბუნდესლიგა ძალიან მომხიბვლელი ჩემპიონატია. გვარდიოლა გერმანიაში მხოლოდ კარგი ლუდის გამო არ წავიდოდა. შესაძლაო, მე პირველი ბრაზილიელი გავხდე, რომელიც ბუნდესლიგის ბინადარ გუნდს ჩაიბარებს” – განაცხადა რობერტო კარლოსმა, რომლის გაწვრთნილი “სივასპორი” თურქეთის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.