დინამო vs დილა – მატჩამდე

პარასკევს, 3 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის 22- ე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი წარმოგიდგენთ.

ჩვენი მეტოქე

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.

მწვრთნელი და დილა

2014 წლის ივნისიდან გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი- უჩა სოსიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე დინამოს მეორე გუნდს თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 21 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ ჩემპიონატის მეორე წრე დილამ დინამოსტან სათასო დაპირისპირებით განაახლა. გორში ჩატარებული მატჩი უგოლოდ დასრულდა. ამას მოჰყვა ზედიზედ ორი გამარჯვება ცხინვალთან და ტორპედოსთან, შესაბამისად 1:0 და 2:1. შემდეგ ორი მარცხი ერთნაირი ანგარიშით 0:1. ბათუმის დინამოსთან და თასის საპასუხო შეხვედრაში დინამო თბილისთან. წარმატება ზუგდიდთან 4:0, შემდეგ ფრე 0:0 გურიასთან და გამარჯვება ჩიხურასთან 2:1.

დინამო VS დილა

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა– 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი

შეხვედრას დინამოსა და დილას შორის გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ი.უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენეტები იქნებიან- ი. კვირიკაშვილი და დ. სანოძე. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გოგა კიკაჩეიშვილმა, 28 მარტს პირველ ლიგაში გამართული ლაზიკა 1:0 ჭიათურა გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად 1 მარტს იმსაჯა. დინამოელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონთან დამარცხდნენ 1:2. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო)

===========================================

უმაღლესი ლიგა – 27 თამაში / 99 ყვითელი / 6 წითელი / 5 პენალტი

პირველი ლიგა – 67 თამაში / 269 ყვითელი / 23 წითელი / 22 პენალტი

მეორე ლიგა – 22 თამაში / 65 ყვითელი / 3 წითელი / 12 პენალტი

საქართველოს თასი – 10 თამაში / 28 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

 

დილას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მიგინეიშვილი – ბაგაევი, მარიჩი, კვახაძე, ხურცილავა – სეთურიძე, ფალავანდიშვილი, ახალკაცი,კვეკვესკირი – გორელიშვილი, მოდებაძე

FCDinamo.GE

ვიზიტი ვეტერანთან – ვახტანგ ქორიძე

დინამო TV რუბრიკიდან– ვიზიტი ვეტერანთან, წლების მანძილზე დინამოს ნახევარდაცვის უცვლელ წევრთან, ოქროს თაობის გუნდის 8 ნომერთან– ვახტანგ ქორიძესთან ინტერვიუს გათავაზობთ.

ირაკლი ძარია – ოფიციალურ შეხვედრებს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით

დღევანდელი დღე შეკრებაზე კვლავ ორჯერადი ვარჯიშებით იქნება დატვირთული. გუშინ დილით ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, საღამოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა გუნდის ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და მსურველებისთვის, ამსტერდამში მცირე ექსკურსიაც მოეწყო. ჰოლანდიური შეკრების, მომავალი მეტოქის და მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებების გაზიარება  ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს- ირაკლი ძარიას ვთხოვეთ.

ირაკლი ძარია– კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს. იდეალური გარემოა მოსამზადებლად. სპარინგებიც ძლიერ გუნდებთან გვაქვს, სადაც გამოჩნდება ჩვენი მინუსები, რაზეც ვიმუშავებთ ოფიციალურ შეხვედრებამდე და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით აქტობესთან მატჩებს. ჩემი აზრით შესაძლო ვარიანტებიდან აქტობე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გეგმის მიხედვით ვემზადებით და იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევთ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ის გუნდი, რომლის გამარჯვებასაც ვისურვებდი ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა მუნდიალს, ინგლისს ვგულისხმობ. ახლა ჩემი სიმპათიები საფრანგეთის ნაკრებისკენაა და ვფიქრობ მეოთხედფინალში ფრანგები გავლენ, ისევე როგორც გერმანელები, რომელთაც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მივიჩნევ. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ფან-კლუბის გლადიატორების წევრებს, რომლებმაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმომცეს, ეს ჩემთვის დიდი ჯილდოა.

FCDinamo.GE

სიონი VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXXI ტურის შეხვედრას თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 11 მაისს შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით იქნება შესაძლებელი. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ტრადიციულად ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ოცდაერთი თამაშიდან თოთხმეტი შეხვედრა მოგებით, სამი მატჩი საყაიმო ანგარიშით და ოთხი მატჩი მარცხით დაასრულა. სიონი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფება.

დინამომდე

ბოლნისის სიონმა ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და თურქულ შეკრებამდე ჯერ სპარტაკთან და ვიტ ჯორჯიასთან (1:5, 1:1) ჩაატარა სპარინგ მატჩები. თურქეთში კი, ირტიშთან დამარცხდა 1:4, წააგო ბატესტან 1:2, მარცხი მტკ– სთან 0:2, დიორს მოუგეს 1:0 და ფრე სევასტოპოლთან ანგარიშით 2:2. თასზე სიონმა ჩიხურასთან ფრედ ითამაშა 1:1. აჯობა დინამოს 2:1. იმავე ანგარიშით დამარცხდა ტორპედოსთან. გამარჯვება მეტალურგთან 2:0. მარცხი ზესტაფონთან 0:1 და თასზე ჩიხურასთან 1:2. სამი გამარჯვება მიყოლებით. ჩიხურასთან 2:1, მეტალურგთან 2:0 და გურიასთან 2:1. ზედიზედ 4 მოგება – დინამოსთან 1:0, ზესტაფონთან 2:1, ჩიხურასთან 3:2, გურიასთან 2:0 და მარცხი ბოლო ტურში რუსთავის მეტალურგთან 0:2.

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის მცველი – გიორგი ხიდეშელიდააკლდება.

დინამო VS სიონი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანი – კანდელაკიიმედაშვილიაბრამიძექემოკლიძე – სამხარაძეგოგობერიშვილი,აფციაურიკახელიშვილი – ადამია, მიკუჩაძე

FCDinamo.GE

დინამოელები ზენიტს დაუზავდნენ

თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის მეორე გუნდმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელთა მეტოქე პეტერბურგის ზენიტის მეორე გუნდი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსაჯთა ბრიგადა რუსეთიდან იყო და ხშირად არაობიექტურ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ. მატჩი თანაბრად წარიმართა, თუმცა თბილისელებმა საგოლე მომენტებით აჯობეს პეტერბურგელებს. შეხვედრის დებიუტში მე–12 წუთზე ერისთავმა გახსნა ანგარიში. 28–ე წუთზე იაშუკმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში უჩა სოსიაშვილის შეგირდები დაწინაურდნენ. ბიძინა მახარობლიძემ 57–ე წუთზე ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი 2:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ზუევმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება 2:2 და არბიტრმაც დაასრულა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დინამოელებმა ამკარს აჯობეს, გაუტანეს რა ექვსი უპასუხო გოლი და შემდეგ შახტარს მოუგეს 2:0.

დინამო–2  2:2  ზენიტი–2

გოლები:  1:0 ერისთავი 12’  1:1 იაშუკი (პენ) 28’  2:1 მახარობლიძე 57’  2:2 ზუევი 90+3

დინამო–2: კულუა, ჯაფიაშვილი, სანდრო გურეშიძე, ლოჩოშვილი, სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, ჯიშკარიანი (ლობჟანიძე 46), გიორგი გურეშიძე (მახარობლიძე 46), ერისთავი (წილოსანი 81), ზივზივაძე (დიასამიძე 75)

jpeg

დინამო ჰოლანდიელ მცველს დაიმატებს

თბილისის დინამო 27 წლის ჰოლანდიელ მარჯვენა მცველს იენს იანსეს დაიმატებს. იანსე წლების მანძილზე ჰოლანდიის ერედივიზიონის გუნდებში ტილბურგსა და ბრედაში გამოდიოდა, ბოლო სეზონი კი ესპანური სეგუნდას კორდობაში გაატარა. იანს იანსეს ჰოლანდიის ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში იწვევდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში კი მან 21 მატჩი ჩაატარა.

fcdinamo.ge