კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოვეს.

კოპა ამერიკისა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კოლუმბიის ნაკრების 22 წლის მცველი ჯეისონ მურილიო დასახელდა.

Claudio Bravo

ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო ჩილეს ნაკრების კარის დარაჯ კლაუდიო ბრავოს გადასცეს.

Peru

ფეარ პლეის პრიზი პერუს ნაკრებს გადაეცა.

Vargas - Guerrero

ტურნირის ბომბარდირები პერუს ნაკრების ფორვარდი პაოლო გერერო და ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ედუარდოი ვარგასი გახდნენ, რომლებმაც ექვს მატჩში 4-4 გოლი გაიტანეს.

 

კლაუდიო ბრავო “ბარსელონას” სასამართლოში უჩივის

“ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავო აპირებს, რომ კატალონიურ კლუბს სასამართლოში უჩივლოს.

El Diario Vasco-ს ინფორმაციით, ჩილელი კიპერი “ბარსელონასგან” 1,3 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს თანახმად, 2014 წელს, როდესაც ბრავო “რეალ სოსიედადიდან” “ბარსელონაში” გადავიდა, კატალონიური გუნდი მეკარეს სატრანსფერო თანხის 10 პროცენტს შეპირდა. “ბარსამ” ჩილელი კიპერის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა ამ თანხის 10 პროცენტი ანუ 1,3 მილიონი ევრო ბრავოს არ მიუღია.

 

კლაუდიო ბრავომ რეკორდი დაამყარა

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავომ 4 ოქტომბერს, “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის 21-ე წუთზე ახალი რეკორდი დაამყარა. ბრავომ საკუთარი გუნდის კარი ჩემპიონატის პირველი 561 წუთის განმავლობაში მშრალად შეინახა.

აქამდე, რეკორდი “ბარსელონას” ყოფილ კარის დარაჯს პედრო მარია არტოლას ეკუთვნოდა.

ბრავოს რეკორდი

ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა.

“ბარსელონას” კიპერმა, რომლისთვისაც მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა 85-ე იყო, ნახევარმცველ ლიონელ სანჩესს გადაასწრო (84).

ცნობისთვის, ჩილესა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

 

კლაუდიო ბრავოს კურიოზული შეცდომა და გაშვებული გოლი

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ვიდეო, რომელშიც კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულის კლაუდიო ბრავოს მშვენიერი სეივი იყო აღბეჭდილი.

თუმცა, ჩილელმა მეკარემ “ნაპოლისთან” გოლი თავისი შეცდომის გამო გაუშვა.

კლაუდიო ბრავომ “ბარსელონაში” დებიუტი შესანიშნავი სეივით აღნიშნა

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა კლაუდიო ბრავომ ახალ გუნდში დებიუტი “ნაპოლისთან” მატჩში მშვენიერი სეივით აღნიშნა.

ოფიციალურად: კლაუდიო ბრავო „ბარსელონაში“ ითამაშებს

ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავო „ბარსელონაში“ ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბრავო „ბარსასთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კატალონიურმა კლუბმა 31 წლის კიპერის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი მეკარე ბოლო რვა წლის განმავლობაში „რეალ სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

ამჟამად კლაუდიო ბრავო მსოფლიოს ჩემპიონატზეა, სადაც მისი ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ბარსელონამ“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიადან“ კიდევ ერთი კიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უკვე დაიმატა.

 

ბარსელონა ბრავოს შეუთანხმდა

“რეალ სოსიედადის” მერაკე კლაუდიო ბრავო, შესაძლოა, “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს.

El Diario Vasco-ს ცნობით, კატალონიელებმა ფეხბურთელთან ყველა დეტალი შეათანხმეს. მოსალაპარაკებებლი მხოლოდ სატრანსფერო თანხის ოდენობა იქნება. ბრავოს კონტრაქტში საკომპენსასიო თანხად 30 მილიონი ევროა მითითებული.

31 წლის ჩილელი მეკარე ტოპ-კლუბში მოხვედრის სურვილს არასდროს არ მალავდა. “ბარსელონაში” მისი მთავარი კონკურენტე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება.

მეკარეების მიერ გატანილი 7 საუკეთესო გოლი

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში, მეკარეების მიერ გატანილი შვიდი საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა.

7. პოლ რობინსონი (2003 წელი)

6. კლაუდიო ბრავო (2010 წელი)

5. როჟერიო სენი (2011 წელი)

4. პეტერ შმეიხელი (2001 წელი)

3. ასმირ ბეგოვიჩი (2013 წელი)

2. პოლ რობინსონი (2007 წელი)

1. ტიმ ჰოვარდი (2012 წელი)