ნოიერმა და ალკანტარამ “ბაიერნის” მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვეს

“ბაიერნის” მეკარემ, მანუელ ნოიერმა გუნდის მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.

Bild-ის ინფორმაციით, საწვრთნელ პროცესზე არ იყო არც ტიაგო ალკანტარა. ორივე მოთამაშე დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო დღეს იუქმებენ არიენ რობენი, ფრენკ რიბერი, დავიდ ალაბა და ჰოლგერ ბადშტუბერი.

ნოიერი ფინალში გასვლის იმედს არ კარგავს

„ბარსელონასთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„პორტუსთან“ მატჩი ყველამ ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ გუნდს ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევა შეუძლია, თუმცა ახლა მეტოქე სულ სხვა გუნდია. ამის მიუხედავად, წარმატების მაინც უნდა გვჯეროდეს. არასდროს თქვა „არასდროს“, – განაცხადა ნოიერმა.

ნოიერი: “მესის ვაჩვენებ, ვინ არის ბოსი”



მანუელ ნოიერმა გუშინდელ მატჩში მეტოქე შესანიშნავი ფინტით მოატყუა (ვიდეო)

25 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ჰერტას” შორის გამართულ მატჩში მანუელ ნოიერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლამაზი ფინტით მოატყუა.

ნოიერი: „ნახევარფინალში გაგვიჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა უეფას ჩემპიონთა ლკიგის 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასა, რომელთა მიხედვითაც მისი გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

„რა თქმა უნდა, გაგვიჭრდება. ნახევარფინალში ადვილი მატჩები საერთოდ არ არის. 2013 წელს „ბარსელონა“ დამაჯერებლად დავამარცხეთ, თუმცა ახლა ეს არაფერს ნიშნავს. ორივე კლუბში ამ პერიოდში ცვლილებები განხორციელდა. ფინალში გასასვლელად ორივე შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ“, – განაცხადა ნოიერმა.

ნოიერი: „ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შეცდომებისთვის მომენტალურად ისჯები“

მუუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა „პორტუსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერს სხვაგვარად წარმოვიდგენდით. პასების დროს შეცდომებს ვუშვებდით და სახიფათო მომენტები თითქმის არ შეგვიქმნია. ასეთი შეცდომებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მომენტალურად ისჯები. გვესმის, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კდიევ წინაა“, – განაცხადა ნოიერმა.

ნოიერმა ცოტა ხნის წინ პენალტი “გამოიმუშავა” [Video]

“პორტო”-“ბაიერნის” მიმდინარეობისას, სტუმართა მეკარემ, მანუელ ნოიერმა ასეთი რამ გააკეთა:

ნოიერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა წლის მატჩია”

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ვესტფალენშტადიონზე” გაიმართება, სადაც დორტმუნდის “ბორუსია” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს. ბავარიული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “ბაიერნი” შინ მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“დორტმუნდში “ბორუსიას” წინააღმდეგ თამაში ძალზედ საინტერესოა. სტადიონი სრულად მოცულია საოცარი ატმოსფეროთი. კიდევ ერთხელ შედგება წლის მატჩი. მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” წინა ტურში დამარცხების შემდეგ აღნიშნული შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსებთ, რომ “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში გამართული მატჩი ბავარიული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ნოიერი: “ვირტუოზული თამაში არ გვიჩვენებია”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ “ბუნდესთიმის” კიპერმა მანუელ ნოიერმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“ჩვენი ამოცანა თავის კარგად დაცვა იყო და ამას გავუმკლავდით. ვირტუოზული თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა ოთხშაბათის მატჩის შემდეგ გაუმჯობესება სახეზეა”, – აღნიშნა ნოიერმა.

 

ნოიერმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში “დინამო არენას” ფოტო გამოაქვეყნა.

ნოიერი თავის პოსტში წერს: “გვინდა, რომ ხვალ აქედან სამი ქულა წამოვიღოთ.”

cats

ნოიერი: „საკმარისად კარგად არ გვითამაშია“

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის წაგებული მატჩი შეაფასა.

„არც ერთი ასპროცენტიანი მომენტი არ გვქონია. ამიტომაც, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საკმარისად კარგად არ გვითამაშია. მეტოქე კი ჩინებულად მოქმედებდა და თავს კარგად იცავდა. რა თქმა უნდა, უეკთესად თამაში გვსურდა. ლირობის გამყარების შანსი ხელიდან გავუშვით, რადგან ქულები „ვოლფსბურგმაცხ“ დაკარგა“, – განაცხადა ნოიერმა.

ნოიერი: “პორტუში საოცარი ატმოსფერო იქმნება ხოლმე”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. მიუნხენის “ბაიერნს” მეტოქედ “პორტუ” ერგო.

ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა “პორტუს” აქტიურ ქომაგებზე გაამახვილა ყურადღება.

“პორტუში განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება ხოლმე. ჩემპიონთა ლიგის 2004 წლის ფინალურ მატჩში “პორტუს” ფანებს ქომაგობის მოწმე ვარ. საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ახლა სწორედ ეს ფანები ჩვენ დაგვიპირისპირდებიან და ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენ სხვადასხვა სტადიონებზე გვითამაშია, განსხვასებული ატმოსფეროს ფონზე და ვიცით, რას უნდა ველოდოთ”, – ნოიერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა პორტუში, 14 აპრილს გაიმართება.

 

ჩილელმა მეკარემ მანუელ ნოიერს მიბაძა [ვიდეო]

“უნივერსიდადის” მეკარემ, კრისტიან მუნსმა მეტოქის შეჩერება მანუელ ნოიერის ილეთით სცადა, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდა და მისმა გუნდმა მეორე გოლიც მიიღო.