სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის გამორჩეული ტრანსფერები

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ შუაღამით დაიხურა. ტრადიციულად, 31 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტრანსფერების მხრივ.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ გამორჩეულ ტრანსფერებს, რომლებიც გუშინ განხორციელდა.

დავიდ ლუისი, “პსჟ”-დან “ჩელსიში” გადავიდა. ამას გუშინ დილით ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ბრაზილიელი იქ დაბრუნდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდა.

ჯო ჰარტი, “მანჩესტერ სიტიდან” “ტორინოში”. ინგლისელის ტრანფსერის შესახებ ყველამ რამდენიმე ხნით ადრე იცოდა. ეს მეკარე გვარდიოლამ მოსვლისთანავე აითვალწუნა. ჰარტი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს “ტორინოში”.

სამირ ნასრი და ელიაკიმ მანგალა, ორივემ “სიტი” დატოვა. ნასრიმ “სევილიას” მიაშურა ერთწლიანი იჯარის წესით. რაც შეეხება მანგალას, იგი “ვალენსიაში” გადავიდა.

ვილფრიდ ბონი, “მანჩესტერ სიტიდან” “სტოკ სიტიში”. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა. იგი “სტოკში” ერთი წლით გაანათხოვრეს.

ეზიკელ გარაი, “ზენიტიდან” “ვალენსიაში”. არგენტინელი მცველი წლების მანძილზე თამაშობდა პრიმერა დივიზიონში. იგი “რეალის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. ახლა კი, წლების შემდეგ მას იგივე ჩემპიონატში მოუწევს ასპარეზობა, ოღონდ, ამჯერად, იგი “ღამურების” ღირსებას დაიცავს. 29 წლის სპორტსმენის ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონ ევროს შეადგინა.

ჯეკ უილშირი, “არსენალიდან” “ბორნმუთში”. ინგლისელს წინა სეზონში, ტრავმის გამო, საკმაოდ ბევრი გაუცდა. იგი ფორმაში არაა; ნაკრებშიც არ გამოიძახეს არასასურველ კონდიციებში ყოფნის გამო. ფორმაში შესასვლელად მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. ამისთვის კი, მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ერთი წლით “ბორნმუთში” წავსლა აღმოჩნდა.

ისლამ სლიმანი, “სპორტინგიდან” “ლესტერში”. სლიმანიში ინგლისის ჩემპიონებმა 29 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს კი გუნდის რეკორდია. “სპორტინგის” უკვე ყოფილმა მოთამაშემ პორტუგალიის ჩემპიონატში 27 გოლის გატანა შეძლო წინა სეზონში.

მარიო ბალოტელი, “ლივერპულიდან” “ნიცაში”. “სუპერმარიო” თავისუფალი აგენტი იყო და ისე წავიდა ფრანგულ კლუბში.

მუსა სისოკო, “ნიუკასლიდან” “ტოტენჰემში”.”ჩემპიონშიფში” გადასულ გუნდში დარჩენა ნამდვილად არასამართლიანი და შეუფერებლი იქნებოდა ამ დონის მოთამაშისთვის. ფრანგს “ევერტონის” ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, “სპურსებს” მიაშურა.

Sky Sports: ჯო ჰარტს ტურინული ვარიანტი უფრო მოსწონს

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მეკარე, ჯო ჰარტი “ტორინოში” თამაშის შესაძლებლობით არის მოხიბლული.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ ინგლისელი მეკარე “სიტიში” მოსვლის დღიდანვე აითვალწუნა. პრემიერ ლიგის პირველ სამ მატჩში, ჰარტის პოსტი კაბალიერომ დაიკავა (ამ 3 მატჩიდან, “სიტიმ” ვერცერთ მათგანში ვერ შეინახა კარი მშრალად).

“ქალაქელთა” ხელმძღვანელებს ურჩევნიათ, რომ ინგლისის ნაკრების პირველმა ნომერმა კარიერა “სანდერლენდში” გააგრძელოს, სადაც მას ხელფასს მთლიანად გადაუხდიან. თუმცა, თავად ჰარტს იტალურ სერია ა-ში სურს თავის გამოცდა.

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები (28 აგვისტო)

ფაბრეგასი “სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოთხშაბათს იხურება. The Sun-ის ცნობით, იმ დროისთვის ცესკ ფაბრეგასი უკვე ახალ კლუბში იქნება. როგორც ინგლისელები ამბობენ, კონტე პირადად შეხვდა ესპანელს და აუხსნა, რომ “არისტოკრატთა” რიგებში მისი ადგილი არ იყო.

შვაინშტაიგერი ამერიკისაკენ მიიწევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც ჟოზე მოურინიომ აითვალწუნა, კარიერას MLS-ში გააგრძელებს. Sports Illustrated-ის ცნობით, ტრანსფერი 2017 წლის იანვარში განხორციელდება. “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელის გადაბირებით “ჩიკაგო ფაირია” დაინტერესებული.

ოფიციალურად: ჟოაო მარიო “ინტერის” ღირსებას დაიცავს

მილანურმა “ინტერმა” ჟოაო მარიო ოფიციალურად დაიმატა. იტალიურმა გრანდმა პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაუხადა “სპორტინგს”. სავარაუდოდ, 23 წლის ნახევარმცველის დებიუტი “პალერმოსთან” მატჩში შედგება.

“პალასი” “ჩელსის” ფორვარდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები, რომლებმაც უკვე დახარჯეს 30 მილიონი ფუნტი გუნდის გასაძლიერებლად, კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. საქმე ლონდონური “ჩელსის” თავდამსხმელს, ლოიკ რემის ეხება, რომლის ტრანსფერიც დიდი ალბათობით ოთხშაბათს გაოფიციალურდება.

ბრძოლა ჯო ჰარტის გადასაბირებლად ხურდება

იტალიურმა “მილანმა”, “ტორინომ” და დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე გაუმხილეს “სიტის” ხელმძღვანელებს ჯო ჰარტის გადაბირების სურვილი. The Sunday Express-ის ცნობით, ინგლისელი კიპერის გადაბირებით მერსესაიდული “ევერტონიც” არის დაინტერესებული.

ძაძა სლავენ ბილიჩისთვის გაიტანს

ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ჩაქუჩებმა” “იუვენტუსის” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა ინათხოვრეს. ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ძაძა ბილიჩის რიგით მე-11 შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ბარტონი გვარდიოლას საქციელით უკმაყოფილოა – “გულისამრევია”

პეპ გვარდიოლას მოპყრობა “მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯის, ჯო ჰარტისადმი კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო ბარტონმა ერთი სიტყვით შეაფასა – “გულისამრევი”.

“გულისამრევია. ეს ის კლუბი არ არის, რომელიც მე დავტოვე. ის კლუბი, რომელიც მე დავტოვე და ის კლუბი, რომელსაც ახლა ვუყურებ, სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.” – განაცხადა ბარტონმა, რომელმაც “სიტი” 2007 წელს დატოვა.

“ის კლუბი, რომელიც მე დავტოვე, ასე არასდროს არ მოექცეოდა ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც იმდენი რამ აქვს გაკეთებული, რამდენიც ჯო ჰარტს.

რამდენად კარგი მწვრთნელიც არ უნდა იყო, ჯერ ადამიანი ხარ. რატომ ექცევი მას ასე? ჰარტი პატრიოტია. მას შეეძლო მანამდე დაეტოვებინა კლუბი, სანამ ისინი ფულს იშოვიდნენ, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.

არამგონია, ასეთი რამ დაემსახურებინოს. კაბალიეროს თამაშებს ვუყურე და ნამდვილად ვერ შევამჩნიე, თუ რითი ჯობს ჯო ჰარტს.”

“სტიაუა” – “სიტი”: ჰარტი კვლავ სათადარიგოთა სკამზეა

პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტს “მანჩესტერ სიტის” კარი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩშიც არ ანდო, სადაც “ქალაქელების” მეტოქე “სტიაუა ბუქარესტი” იქნება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მეკარე პეპ გვარდიოლამ სასტარტო შემადგენლობაში არც პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში გაამწესა – “სანდერლენდის” შემოტევებისაგან კარს ვილი კაბალიერო იცავდა.

“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო, საბალეტა, ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი, ფერნანდინიო, დე ბრუინი, სილვა, ნოლიტო, სტერლინგი, აგუერო.

სათადარიგოთა სკამი: ჰარტი, სანია, ფერნანდო, ნავასი, დელფი, კლიში, იჰეანაჩო.

Marca: “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონასთან” ბრავოს ტრანსფერი შეათანხმა

ესპანური ტაბლოიდის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “სიტიმ” თავის ყოფილ კლუბთან, “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ “ეტიჰადზე” ახალი მეკარის გამოჩენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტი დააქვეითა – “სანდერლენდთან” მატჩი არა მზადყოფნაში მყოფმა ჰარტმა, არამედ კაბალიერომ დაიწყო, რომელიც სათადარიგო მეკარედ მოისაზრებოდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ “სიტი” ჩილელ მეკარეზე გადაერთვებოდა, “ქალაქელებმა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებაც სცადეს, თუმცა კატალონიელებმა ინგლისელებს კარი უმალვე უარით მოუხურეს.

რაც შეეხება ბრავოს ტრანსფერის ფასს, ესპანური გამოცემის ცნობით, საქმე დაახლოებით 16 მილიონ ევროსთან გვაქვს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 აგვისტო)

კონტე ტრანსფერებზე 140 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს

ინგლისურ პრესაში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აბრამოვიჩმა ანტონიო კონტეს სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯად 140 მილიონი ფუნტი გამოუყო. Sunday Express-ის ცნობით, კონტე 50 მილიონის კალიდუ კულიბალის ტრანსფერში დახარჯვას აპირებს, 75 მილიონის – ლუკაკუსაში.

ჯო ჰარტს კლაუდიო ბრავო ჩაანაცვლებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა გუნდიდან ჯო ჰარტის მოკვეთას აპირებს. კატალონიური გამოცემები ირწმუნებიან, რომ “ბარსელონას” ყოფილ თავკაცს თავის გუნდში ჩილელი კლაუდიო ბრავოს მიყვანა სურს.

“ალკასერის გაყიდვას არ ვაპირებთ”

კატალონიურმა “ბარსელონამ” ესპანური “ვალენსიას” კაპიტანის, პაკო ალკასერის ტრანსფერის თაობაზე უარი მიიღო. “მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში უკეთესები ვიქნებით. პაკოს გაყიდვას არ ვაპირებთ.” – განაცხადა “ღამურების” პრეზიდენტმა.

Untitled-3-Recovered

“მილანი” მანგალას უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” მცველის, ელიკიმ მანგალასთვის ბრძოლაში ესპანურ “ვალენსიას” იტალიური “მილანიც” შეუერთდა. The Daily Star-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები მზად არიან 25 წლის მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

კუმანის ყურადღება სერია ა-ს ვარსკვლავმა მიიპყრო

Sky Sport Italia გვამცნობს, რომ “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინას” 25 მილიონიანი წინადადება გაუგზავნეს ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერის თაობაზე. თუმცა, “იები” ცდილობენ, რომ კალინიჩის სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა მიიღონ – საქმე 35 მილიონ ევროს ეხება.

“მანჩესტერ სიტი” და “გლადბახის ბორუსია” სოციალურ ქსელში წაკინკლავდნენ

“ბორუსია მიუნხენგლადბახმა” “მანჩესტერ სიტისთან” “სოციალური ომი” წამოიწყო, მას შემდეგ, რაც გერმანულმა კლუბმა მათი ერთ-ერთი მწვრთნელი ჯო ჰარტს შეადარა.

მარკუს მიულერს (ფიტნეს მწვრთნელს) გერმანელთა ვარჯიშზე კარში მოუწია ჩადგომა, რადგანაც გუნდს ძირითადი მეკარე აკლდა. მარკუსმა საკმაოდ კარგი სეივი განახორციელა, რაც “გლადბახმა” შემდეგნაირად შეაფასა: “არც ისე ცუდი სეივია, მარკუს! პრაქტიკულად ჯო ჰარტი ხარ, ოღონდ წვერით და იმის გამოკლებით, რომ ბურთი კარში არ შესულა.”

გერმანელთა ამ პოსტს ინგლისელებმა იმ ვიდეოთი უპასუხეს, სადაც ჯო ჰარტი “გლადბახის” ფეხბურტელის მიერ დარტყმულ პენალტს იგერიებს – “კარგი სეივია ! ამაზე რას იტყვით? კარში არც ეს შესულა …”

ჯო ჰარტი: “მომავალში ამ თამაშზე უნდა ავაწყოთ ყველაფერი”

ევრო 2016-ის ეგიდით გამართულ მატჩში დასანანი შედეგის შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” მეკარემ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მატჩში საკმაოდ ბევრი პლუსი დაინახა.

“კარგი პერფრომანსი იყო, თუმცა საფეხბურთო ტურნირზე კარგ პერფრომანსად მხოლოდ მოგება ითვლება. კარგად ვითამაშეთ, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

მოგება დავიმსახურეთ, თუმცა რუსები ბოლომდე დარჩნენ თამაშში და გოლიც გაიტანეს…

პოზიტივის პოვნა რთული ნამდვილად არ არის. კარგად ვითამაშეთ, მომავალში ამაზე უნდა ავაწყოთ ყველაფერი, უკეთ უნდა ვითამაშოთ და უნდა მოვიგოთ.” – განაცხადა მან.

პეტრ ჩეხმა პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიპოვა

პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი, რომელსაც იმ მეკარეს აძლევენ, რომელიც ერთი სეზონის მანძილზე ყველაზე მეტჯერ მოახერხებს კარის მშრალად შენახვა, ამჯერად “არსენალის” მეკარის, პეტრ ჩეხის თაროზე დაიდებს ბინას.

“მეთოფეთა” კარის დარაჯი ამ პრიზის მოგებას ქრის სმოლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც “ბორნმუთთან” მატჩში საკუთარ კარში მოახერხა გოლის გატანა (3-1), რითიც აღნიშნული ტიტულისთვის ბრძოლაში ჩეხს დე ხეა ჩამოაცილა.

დე ხეამ 2015/16 წლების სეზონში 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ისევე რგოროც “მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ჯო ჰარტმა და “მელიების” მეკარემ კასპერ შმეიხელმა. ჩეხმა კი მათზე ერთით მეტჯერ – 16-ჯერ.

ჰარტი “ბერნაბეუზე” ბოლო სტუმრობას ვერ ივიწყებს

“მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯი, ჯო ჰარტი “ბერნაბეუზე” რევანშის აღებას აპირებს. საუბარია 2012 წლის სექტემბერში გამართულ მატჩშიც, რომელიც ჟოზეს “რეალმა” ბრწყინვალე ქამ ბექი შემოგვთავაზა (1-2-დან 3-2).

“იმ ღამის შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ. ძალიან რთული მატჩი იყო. ნათელია, რომ იმ მატჩში საკმაოდ დაკავებული ვიყავი.

მგონი რონალდუმ და ბენზემამ გაიტანეს ის ორი გოლი და რაც ყველაზე დამამწუხრებელია არის ის, რომ ორივეს თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.

წელს, ჩვენ უფრო თავდაჯერებულები ვართ და სოლიდური სტარტიც გვქონდა. “ბერნაბეუზე” კვლავ ვბრუნდებით – სწორედ ეს გვინდოდა ჩვენც. დიდი მატჩის მოლოდინში ვართ.”

მსახიობმა კევინ ჰარტმა ჯო ჰარტს პენალტები დაურტყა (ვიდეო)

ამერიკელი მსახიობი კევინ ჰარტი “მანჩესტერ სიტის” ბაზას ესტუმრა, სადაც ჯო ჰარტთან შეჯიბრებაც მოასწრო.