“მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯო ჰარტი დაშავდა და დაახლოებით ათ დღეს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა კიპერმა ტრავმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:1) მიიღო და შეხვედრის სრულად ჩამთავრება ვერ შეძლო.
ჰარტის ტრავმის შესახებ კომენტარი “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ გააკეთა.
“ჰარტმა კუნთები დაიშავა. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რა დრო დასჭირდება აღდგენით პროცესს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჰარტი დაახლოებით ათ დღეს გამოტოვებს”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Goal.com-ი.