სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მილანის” ფეხბურთელმა, მ’ბაიე ნიანგმა არენდის წესით “მილანი” დატოვა. იგი მომამავალი ექვსი თვის განმავლობაში “უოტფორდში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური კლუბის გვერდი ავრცელებს.
ფრანგმა მიმიდნარე სეზონში, სერია A-ში 18 შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, მან, მხოლოდ და მხოლოდ, 3 გოლის გატანა შეძლო. სწორედ ამიტომ, “როსონერის” ხელმძღვანელობამ 22 წლის თავდამსხმელის განათხოვრება გადაწყვიტა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი იმავე წესით ადრე “მონპელიესა” და “ჯენოაში” თამაშობდა.
ნიანგს “უოტფორდში” “ინტერისა” და “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი, უოლტერ მაცარი უხელმძღვანელებს.