ჟერვინიო სამ კვირას გამოტოვებს

„რომას“ თავდამსხმელმა ჟერვინიომ კოტ-დ’ივუარის ნაკრების შემადგენლობაში ტრავმა მიიღო.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გაირკვა, ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად სამი კვირა დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, ჟერვინიომ „ბოლონიასთან“, „ბარსელონასთან“, „ატალანტასთან“ და „ტორინოსთან“ შეხვედრებს გამოტოვებს.

ჟერვინიო არაბეთა გაერთიანებულ საამიროებში?

„რომას“ ნახევარმცველი ჟერვინიო კლუბ „ალ-ჯაზირას“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, რის შესახებაც „სქაი სპორტის“ ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.

არაბთა გაერთიანებული საამიეროების კლუბმა კოტ-დ’ივუარის ნაკრები ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ რომალულ კლუბს 14 მილიონი ევრო შესთავაზა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის სერია ა-ს გათამაშებაში ჟერვინიომ 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ჟერვინიოს მუხლის ტრავმა აქვს

“რომას” გარემარბს, ჟერვინიოს მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.

შეგახსენებთ, რომ “მგლები” გუშინ “მილანთან” 2:1 დამარცხდნენ, ხოლო კოტ’დივუარელმა პირველ ტაიმში დაასრულა თამაში.

Football Italia-ს თქმით, ჟერვინიოს მუხლი აწუხებდა. ფეხბურთელი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და გაირკვევა, რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.

27 წლის წინახაზელმა ამ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა სერია A-ში. გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ჟერვინიო: “სკუდეტოს შანსი დაიკარგა, მიზანი უჩლ-ს ზონაში დარჩენაა”

“რომას” ერთ-ერთი ლიდერი, ჟერვინიო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩენას მოახერხებს.

საწყის ტურებში, დედაქალაქური გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოდა, მაგრამ გუნდს ჩავარდნა დაეწყო და ახლა მათი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა.

“ხშირად ვთამაშობდით ფრეს და უწყინარ სიტუაციებში ვკარგავდით ქულებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვრჩებით მეორე ადგილზე. კარგი იქნებოდა, “იუვენტუსის” წაგებული მატჩები გამოგვეყენებინა”.

“სკუდეტოს მოგების შანსი დაიკარგა. ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში დასარჩენად ვიბრძვით,”-განაცხადა ჟერვინიომ, რომელიც ტრავმის გამო გუნდს სამი კვირა ვერ დაეხმარება.

რუდი გარსიას კლუბის შემდეგი მეტოქე მეხუთეადგილოსანი “ნაპოლია”, რომელიც “მგლებს” ექვსი ქულით ჩამორჩება.

ედენ აზარმა დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

ლონდონის “ჩელსის” შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა “ლილში” დაიწყო, 2012 წელს კი “ჩელსის” შეუერთდა.

ტიბო კურტუა

“ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”

1427814169489

ჟერვინიო

“მასთან ერთად “ლილში” ვთამაშობდი. ჩვენ ერთად ორი ტიტულის მოგება შევძელით. ჟერვინიო ძალიან კრეატიული ფეხბურთელია.”

Gervinho-Hazard

ხუან მატა

“პირველივე ვარჯიშზე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს.”

1427814274607

დემბა ბა

“დემბა ბა – ჩემი საუკეთესო მეგობარი! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ერთად ვთამაშობდით. ჩვენ ერთად ბევრი მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან ის სათადარიგოთა რიგებში ხშირად იყო. როცა მან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მე უკვე ტრავმირებული ვიყავი.”

1427814340680

დიდიე დროგბა

“დიდიეს დიდ პატივს ვცემ. სანამ “ჩელსიში” გადმოვიდოდი, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დროგბას თანაგუნდელი ვარ.”

1427814537640

“რომას” ჟერვინიო გამოაკლდა

რომაული გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, ჟერვინიოს გარეშე დარჩა. კოტდივუარელმა ფეხბურთელმა ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო. რომში ვარაუდობენ, რომ მოთამაშეს დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.

სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში ჟერვინიომ 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლთან ერთად სამი საგოლე პასიც შეასრულა.

მოახლოებულ ტურში “რომა” “ნაპოლის” დაუპირისპირდება, რომელიც დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.

არსენ ვენგერის ხუთი ყველაზე უიღბლო ტრანსფერი

არსენ ვენგერის ლონდონის „არსენალში“ მოღავაწეობის პერიოდში ლონდონურ კლუბს არაერთი უაიღბლო ტრანსფერო განუხორციელებია. მათ შორის განსაკუთრებულად ხუთის გამოყოფა შეიძლება.

5. ხოსე ანტონიო რეიესი

2004 წელს „არსენალმა“ „სევილიადან“ სწრაფი და ტექნიკური ესპანელი მოთამაშე დაიმატა. მის სანაცვლოდ „მეთოფეებმა“ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ასეთმა ფასმა რეიესისგან მომენტალურად ის ფეხბურთელი ჩამოაყალიბა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა ქცეულიყო და ყოველი მატჩის ბედი გადაეწყვეტა.

ეპიზოდურად რეიესი მსოფლიო ფეხბურთის ვარკსვლავს მართლა ჰგავდა. უკვე რამდნეიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სირთულის მიხუედავად, ამ ბიჭს ყველაფრის გაკეთაბა შეეძლო: გოლების გატანა, პასების გაკეთება, მცველების ნოკაუტში დატოვება. ეს „არსენალის“ კომბინაციურ ფეხბურთს ძალიან კარგად უხდებოდა. სამწუხაროდ, დრომ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით, ხოსე ანტონიო ინგლისისთვის მზად არ იყო.

„რეიესის წინააღმდეგ თამაშისას ყოველთვის განსაკუთრებულად ყურადღებიანი ვიყავი. ფეხში რამდენიმე ვარდნის შემდეგ იგი მერიდებოდა. ვფიქრობ, ვენგერმა იგი სწორედ ამიტომ გაუშვა. კრიშტიანუ რონალდუს ინგლისში უფრო ხშირად აქცევდნენ, მაგრამ იგი ყველანაირ ტკივილს უძლებდა და ვარსკვლავად ამიტომაც ჩამოყალივდა. რეიერი, უბრალოდ, მსუბუქი სათამაშო აღმოჩნდა“, – იხსენებს გარი ნევილი.

„არსენალის“ შემადგენლობაში 69 მატჩში რეიესმა 16 გოლი გაიტანა. ერთ მარტჩში მან ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მის ტრანსფერს ლონდონური კლუბისთვის დადებითს ნამდვილად ვერასდროს ვუწოდებთ. არადა, მას უმაღლესი დონის შემსრულებლად ჩამოყალიბების უნარი ნამდვილად გააჩნდა.

Reyes

4. ანდრეი არშავინი

„Trust in me, trust in Arsenal!“ – სასაცილო აქცენტით ამბობდა 2009 წელს ბედნიერი არშავინი. რუსეთის მთავარი ვარსკვლავი „არსენალში“ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის წყალობით აღმოჩნდა. ასეთი მოთამაშისთვის ლონდონელებს 15 მილიონი ფუნტი არ დაენანათ. მაშინ, ვენგერის თქმით, მის გუნდს სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა. ალბათ, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა მაშინ ანდრეის ხასიათის შესახებ ბევრი რამ არ იცოდა.

იმ შემთხვევაში, თუ არშავინი „არსენალში“ ყოველთვის ისე ითამაშებდა, როგორც სადებიუტო სეზონში, იგი დიდ წარმატებას მიღწევდა. თავისი მოტივაცია მან სწორედ პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონში დაამტკიცა. მოედანზე ის ყველაფერს აკეთებდა, რისი გაკეთებაც სურდა. და საქმე არამხოლოდ „ლივერპულთან“ შესრულებულ პოკერშია, იგი სხვა შეხვედრებშიც გამოირჩეოდა. მისთვისვე სამწუხაროდ, წარმატებული სერია დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მას ეყო კიდეც. 500 პროცენტით მოედანზე დახარჯვა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მას დიდად არ სურდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ „მეთოფეთა“ ფანები მას სტვენით აცილებდნენ.

მალევე ვენგერიც მიხვდა, რომ „ძველ არშავინს“ ვერასდროს იხილავდა. ამიტომაც რუსს მშობლიურ „ზენიტში“ დაბრუნება მოუწია.

Arshavin

3. ტომაშ როსიცკი

2006 წელს „პატარა მოცარტის“ დამატება მსოფლიოს წამყვან ორკესტრებს სურდათ. „რეალი“, „ბაიერნი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ – როსიცკის შეძენის მსურველთა შორის ეს კლუბებიც სახელდებოდნენ. საბოლოოდ, მათ „არსენალმა“ აჯობა, რაშიც თავისი წვლილი ვენგერმაც შეიტანა.

ჩეხი პლეიმეიკერი „არსენალს“ ნამდვილად უხდებოდა. კრეატივი, კომბინაციების შექმნის უნარი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და განუმეორებელი პასები – ეს ის თვისებებია, რომელიც ჩეხს მაშინ ნამდვილად არ აკლდა.

თუმცა, ხშირმა ტრავმებმა და არასტაბილურობამ როსიცკის ლონდონური კლუბის ლიდერად ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალეს. ამის მიხუედავად, მის ნიჭში ეჭვი არავის გვეპარება.

„არსენალში“ როსიცკი თითქმის 9 წლის განმავლობაშია – რა თქმა უნდა, ისინი მან ჩააგდო. მას კარგი გამოსვლები, ლამაზი გოლები და არაჩვეულებრივი პასები მართლაც ჰქონია. მაგრამ, რთულია გუნდის ლიდერად ყოფნა, როდესაც 687 დღის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფები.

Rosicky

2. ჟერვინიო

ჯერ კიდევ 2009 წელს არსენ ვენგერს ამ კრეატიული კოტ-დივუარელის დამატება სურდა, თუმცა ეს ტრანსფერი მაშინ ვერ შედგა. სამაგიეროდ, ორ წელიწადში ფრანგმა „ლილის“ ფეხბურთელის გადასვლავ მიაღწია – „მეთოფეებმა“ მის სანაცვლოდ 11 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

„ის უნიკალურია და შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ბურთის გარეშე ჟერვინიო ჩინებულად გადაადგილდება. დარწმუნებული ვარ, ის „არსენალს“ გააძლიერებს. ჟერვინიო თეო უოლკოტს მაგონებს“, – თვლიდა ვენგერი.

ძნელი სათქმელია, რამდენად გააძლიერა ამ მოთამაშემ ლონდონური კლუბი. პირველივე მატჩში მან მთავარ პროვოკატორთან ჯოუი ბარტონთან შელაპარაკებისთვის წითელი ბარათი მიიღო. მომავალში გაირკვა, რომ „არსენალში“ მას არამხოლოდ ცუდი დებიუტი, არამედ მთლიანი კარიერა ვერ გამოუვიდა. ჟერვინიოს აქტიურობასთან პრეტენზიები არავის უნდა ჰქონოდა, მაგრამ ორ სეზონში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემა ასეთი მოთამაშისთვის ძალიან ცოტაა.

ჟერვინიოსთვის საბედნიეროდ, მისი ნიჭის სწორად გამოყენება „რომას“ თავკაცმა რუდი გარსიამ შეძლო.

Gervinho

1. ოლივიე ჟირუ

ალბათ, ჟირუ დღევანდელი „არსენალოის“ ყველაზე არასტაბილური ფეხბურთელია. რეიესთან და არშავინთან შედაბით, მისგან ბევრს არ ელოდნენ. პირიქით, ამ ტრანსფერისთვის ვენგერს ბევრს აკრიტიკებდნენ.

კავანი, ფალკაო, ლევანდოვსკი, მანჯუკიჩი, იბრაჰიმოვიჩი – 2012 წელს „არსენალს“ ამ ფორვარდებს აკავშირებდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ინგლისის დედაქალაქში „მონპელიეს“ თავდამსხმელი ჩავიდა.

თითქმის სამ სეზონში მან დიდი იმედი ვერ გაამართლა. 87 შეხვედრაში მისი მონაგარი 37 გოლს შეადგენს. ვენგერი მას ხშირად ენდობა, მაგრამ თავის შანსებს ის ვერ იყენებს.

ერთადერთი, რაშიც ჟირუ წარმატებულია, ის არის, რომ ცოტა ხნის წინ იგი ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად დასახელდა.

როგორც ინგლისში ფიქრობენ, ჟირუს, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი სათამაშო მხარეები აქვს, მაგრამ თუ „არსენალი“ მისი დონის მოთამაშეების დამატებას გააგრძელებს, ჩემპიონობისთვის კიდეც მრავალი წლის განმავლობაში ვერ იბრძოლებს.

Giroud

ჟერვინიო: “ბოლომდე ვიბრძოლებთ”

“რომას” კოტ’დივუარელი გარემარბი, ჟერვინიო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ამჟამად, დედაქალაქელები გათამაშების ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩებიან და სულაც არაა გასაკვირი ის, რომ ბევრს მიმდინარე სეზონის გამარჯვებულად “იუვენტუსი” ჰგონია.

“ტურინელებთან დაშორება ცხრა ქულაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილია,”-განაცხადა ჟერვინიომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

“ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და დასკვნებს მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოვიტანთ”.

ჟერვინიო: “იმედი მაქვს ის ადამიანები დაისჯებიან”

“რომას” შემტევი, ჟერვინიო “ფენიორდთან” მატჩის დროს მომხდრა ინციდენტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის 1/16 ფინალში აფრიკელ მოთამაშეს გასაბერი ბანანი ესროლეს.

“თავიდან ვერ შევამჩნიე, მაგრამ თანაგუნდელმა მითხრა, რის შემდეგაც ჩემთან მსაჯი მოვიდა და გამესაუბრა.

ვფიქრობ, მსგავსი ფაქტები ფეხბურთს ცუდ იმიჯს უქმნიან. იმედი მაქვს, ის ადამიანები დაისჯებიან” – განაცხადა კოტ დივუარელმა ფორვარდმა.

დუმბია და ჟერვინიო რომში კოტ დივუარის საელჩოს ეწვივნენ (ვიდეო)

“რომას” თავდამსხმელები სეიდუ დუმბია და ჟერვინიო რომში კოტ დივუარის საელჩოს ეწვივნენ. სტუმრების პატივსაცემად სპეციალური საღამო მოეწყო, ფეხბურთელებს იტალიურ ენაზე სიმღერაც მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასის 2015 წლის ჩემპიონი გახდა.

ჟერვინიომ სოციალურ ქსელში საღამოს ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეო ატვირთა.

“ფეინოორდის” ფანებმა ჟერვინიოს გასაბერი ბანანი ესროლეს (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა ფანებმა სტუმართა თავდამსხმელ ჟერვინიოს დიდი გასაბერი ბანანი ესროლეს. 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დაძაბული ვითარების გამო შეხვედრა 20 წუთით შეწყვიტა. მატჩის განახლების შემდეგ ჟერვინიომ “ფეინოორდის” ფანებს გატანილი გოლით უპასუხა.

შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 3:2).

ოჯახის წევრის სიკვდილის მიუხედავად, ჟერვინიო კლუბში დაბრუნდება

„რომას“ თავდამსხმელის ჟერვინიოს თქმით, უახლოეს დროში იგი თავისი კლუბის რიგებში დაბრუნდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჟერვინიოს დაბრუნება მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრის გარდაცვალების გამო დაგვიანდებოდა.

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. ახლა კლუბში დაბრუნების დრო დადგა“, – დაწერა კოტ დივუარელმა სოციალურ ქსელში.