“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი “გლადბახი” – “ბაიერნის” მატჩს დაესწრო, რომელიც ბუნდელსიგი მეთვრამეტე ტურის ფარგლებში დღეს გაიმართა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რას უკავშირდებოდა მანჩსტერული კლუბის მწვრთნელის გერმანული ვოიაჟი.
შეხვედრა “ბაიერნის” გამარჯვებით დასრულდა – 2:0. გოლები გიოტცემ და მიულერმა გაიტანეს.