ფეხბურთის შვედმა სუპერვარსკვლავმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ამერიკულ საფეხბურთო ლიგას საკუთარი თავი შაბათს წარუდგინა და სადებიუტო მატჩში დუბლიც კი გაიფორმა.
“ყველა ფილმს კარგი დასაწყისი აქვს და იმედი მაქვს, რომ დასასრულიც ასეთივე იქნება. ბრწყინვალე სტარტი გამომივიდა, ორი გოლი პირველივე მატჩში – მოლოდინები ძალიან მაღალია.
ჩემი თავისგან ძალიან ბევრს ვითხოვ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვთამაშობ, მინდა გავიბრწყინო, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ ეს შემიძლია. მინდა ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტრავმის შემდეგ ისევ ვთამაშობ და ვიცი, რომ ადაპტაციისთვის დრო დამჭირდება. ბუცების ჩაცმისას, ყოველთვის ამაზე ვფიქრობ და მადლობელი ვარ, მინდორზე ყოფნისთვის,” – აცხადებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი.