დიდი ბრიტანეთის ოლიმპირუი ნაკრების მიერ შესრულებული ჰიმნი თვითმფრინავში (ვიდეო)

რიოს 2016 წლის ოლიმპიადა ძალიან წარმატებული იყო დიდი ბრიტანეთის ნაკრებისთვის. ამ ქვეყნის სპორტსმენების ანგარიშზე, საერთო ჯამში, 67 მედალია. მათ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავეს, აშშ-ის შემდეგ.

ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე, ბრიტანელები სახლისაკენ მიმავალ გზაზე ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. მათ თავიანთი ქვეყნის ჰიმნიც შეასრულეს მხიარულად.

რიო 2016 ხუთი დღის შემდეგ: რომელ ქვეყანას რამდენი მედალი აქვს?

რიოს ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ხუთი დღეა დაიწყო და უკვე ძალიან ბევრი სხვადასხვა სინჯის მედალი გათამაშდა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, რომლებმაც რიოში, პირველი ხუთი დღის მანძილზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს.

 აშშ
ოქრო – 11
ვერცხლი – 11
ბრინჯაო – 10

ჩინეთი
ოქრო – 10
ვერცხლი – 5
ბრინჯაო – 8

იაპონია
ოქრო – 6
ვერცხლი – 1
ბრინჯაო – 11

ავსტრალია
ოქრო – 5
ვერცხლი – 2
ბრინჯაო – 5

უნგრეთი
ოქრო – 5
ვერცხლი – 1
ბრინჯაო – 1

რუსეთი
ოქრო – 4
ვერცხლი – 7
ბრინჯაო – 4

სამხრეთ კორეა
ოქრო – 4
ვერცხლი – 2
ბრინჯაო – 3

იტალია
ოქრო – 3
ვერცხლი – 6
ბრინჯაო – 2

დიდი ბრიტანეთი
ოქრო – 3
ვერცხლი – 3
ბრინჯაო – 6

საფრანგეთი
ოქრო – 2
ვერცხლი – 3
ბრინჯაო – 1

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას – საქართველოს, იგი 35-ე ადგილს იკავებს, თითო-თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი.

პოგბა 30 მილიონი ფუნტით მეტი ეღირება – რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს?

როგორც იცით, ხვალ, 2016 წლის 23 ივნისს, გაერთიანებულ სამეფოში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენასა თუ ამ არ ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

საინტერესოა, როგორი გავლენა ექნება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას პრემიერ ლიგაზე? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა პრემიერ ლიგის გუნდების წინსვლას შეაფერხებს.

გავლენა სატრანსფერო ფასებზე

ბრიტანეთის ამ ორგანიზაციიდან გასვლა ავტომატურად გამოიწვევს ბრიტანული სტერლინგის (£) გაუფასურებას, რაც მარტივი მიზეზებით იქნება გამოწვეული – გაერთიანებული სამეფო დაკარგავს სავაჭრო კავშირს ზღვისმიღმა მდებარე ქვეყნებთან, გარდა ამისა ნაკლები იქნება ინვესტირებაც, რაც თავისთავად გაზრდის ფეხბურთელების ფასებს ინგლისური კლუბებისთვის. მაგალითისათვის, ვთქვათ, რომ “იუვენტუსმა” პოგბას გაყიდვა 160 მილიონ ევროდ განიზრახა. 2015 წლის ივნისის ბოლოს €/£ გაცვლის მაჩვენებელი 0.709 იყო, მაგრამ Brexit-ის შემდგომ ეს მაჩვენებელი თავისუფლად გაიზრდება და მიაღწევს 0.900 მაჩვენებელს.

ეს ყოველივე კი დიდ ინგლისურ კლუბებს (“ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” და ა.შ.) დააზარალებს, რამეთუ მათ პოგბას სანაცვლოდ 113.4 მილიონი ფუნტის ნაცვლად 144 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ – 30 მილიონი ფუნტით მეტის. უცხოური კლუბებისთვის კი ფასი იგივე დარჩება. ეს ყველაფერი კი ისეთი გუნდების წისქვილზე დაასხამს წყალს, როგორიც “რეალი” და “ბარსელონაა”.

თუ ზღვისგაღმა მდებარე გუნდებთან ინგლისელები კონტრაქტში ფუნტის ნაცვლად ევროს მოიხსენიებენ, ეს პრემიერ ლიგის კლუბებისთვის დაწესებულ საერთო გადასახადს ავტომატურად გაზრდის.

გარდა ამისა, Brexit-ის შემდეგ სხვა კლუბებს გაცილებით გაუადვილდება პრემიერ ლიგის ისეთი ვარსკვლავების ყიდვა, როგორიც დიმიტრი პაიეტი და რომელუ ლუკაკუა.

და ბოლოს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო წაახალისებს ჩინურ კლუბებს, რომლებიც ბოლო 18 თვის მანძილზე განსაკუთრებულად აქტიურობენ სატრანსფერო ბაზარზე.

ინვესტორების შენარჩუნება

ამ დროისთვის პრემიერ ლიგის კლუბებით საკმაოდ ბევრი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული – პრემიერ ლიგაში მოასპარეზე 14 გუნდს უცხოელი ინვესტორები მართავენ. Brexit ასეთი ინვესტორებისთვის კარგი იმ მხრივ იქნება, რომ მათ უფრო იაფად შეეძლებათ კლუბების აქციების შეძენა.

ასე რომ ინტერესი ინგლისური კლუბების მიმართ დროებით შენარჩუნდება, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ სტერლინგის დაცემასთან ერთად ასეთი ინვესტორები წაგებაში წავიდნენ, კლუბის გაყიდვა კი გაცილებით უფრო იაფად მოუწიოთ.

ასე რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგ ინვესტორს დაფიქრება მოუწევს.

ფეხბურთელების შეძენის საკითხი

ამ დროისათვის პრემიერ ლიგაში არსებულ ფეხბურთელთა 65 პროცენტი უცხოეთიდან არის მოყვანილი. დღეისათვის ინგლისურ კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ შეიძინონ ფეხბურთელი ევროკავშირის პირადობის მოწმობით, თუმცა ამ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში მათი საქმე გაცილებით გართულდება.

მოვლენების განვითარების საუკეთესო გზა: შეიძლება ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაშიც არ გაწყვიტონ კავშირი ევროკავშირთან და თავისუფალი მიმოსვლა შეინარჩუნონ. ამ შემთხვევაში ამ კუთხით სიტუაცია არ გაუარესდება.

მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი გზა: ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ იმ ფეხბურთელების შეძენას შეძლებენ, რომლებთაც ეროვნული ნაკრების მაისურით გარკვეული რაოდენობის მატჩში აქვთ მიღებული მონაწილეობა და ამასთანავე მათი ნაკრები უნდა აღემატებოდეს დაწესებულ ზღვარს ფიფას რეიტინგში.

ჯო პრანტი: “საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია”

საქართველო – დიდი ბრიტანეთის მატჩის შემდეგ შეხვედრა ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯო პრანტიმ და დენიელ კლარკმა შეაფასეს.

ჯო პრანტი: “რთული თამაში იყო ორივე გუნდსითვის. ჩვენც და საქართველოსაც გვქონდა დადებითი და უარყოფითი მომენტები. გუშინდელ შეხვედრასთან შედარებით დღეს კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საქართელოს ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და ჯარიმების სიმრავლე გასაკვირი სულაც არ არის.”

დენიელ კლარკი: “ფიზიკურად ძალიან რთული თამაში იყო. დავეთანხმები ჩვენს მწვრთნელს დაცვაში თამაშთან დაკავშირებით. პროგრესი არის და ამ ეტაპზე ჩვენთვის ეს მთავარია.”

საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა

თბილისის სპორტის სასახლეში მერიის თასის მეორე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დიდი ბრიტანეთის გუნდს დაუპირისპირდა. პირველ ტურთან შედარებით საქართველოს ნაკრებში მეტად დაიტვირთნენ გუნდის ლიდერები, რაც სავსებით ლოგიკური იყო. ვინაიდან კოკოშკოვის გუნდს მოლდოვაზე გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მატჩის პირველი წუთები თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. სადებიუტო 4 წუთში გუნდებს მხოლოდ 2-2 ქულა ჰქონდათ საკუთარ აქტივში.

ბრიტანელები ძირითადად პერიმეტრიდან ცდილობდნენ ქულების მოპოვებას. სამქულიანების სროლას არც ტანმაღალი მოთამაშეები ერიდებოდნენ. საბოლოო ჯამში თანაბარი პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების 3-ქულიანი უპირატესობით, 14:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მოედანზე ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. პირველი ზუსტი ტყორცნა დუდა სანაძემ განახორციელა და საქართველოს ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. თანაგუნდელს არც ცინცაძე ჩამორჩა. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება დაიწყო, რასაც ბრიტანელთა მწვრთნელმა წუთშესვენებით უპასუხა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და კოკოშკოვის გუნდი წინ 10 ქულით გაიჭრა, დიდი შესვენებისთვის კი სხვაობა 13 ქულას შეადგენდა – 34:21.

პირველი მეოთხედის მსგავსად ბრიტანელებმა მესამეშიც პერიმეტრიდან შეუტიეს. თუმცა, ამჯერად სტუმრების ეს გაცილებით უკეთესად გამოუვიდათ. ცენტრმა დენიელ კლარკმა ზედიზედ ორი სამიანის ჩაგდებმა მოახერხა, რასაც კიდევ ერთი ზუსტი შორეული ტყორცნა ჯონსონმა დაუმატა და სხვაობაც 6 ქულამდე შეამცირა. ბრიტანელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ბოლო პერიოდის წინ  13-ქულიანი სხვაობა საბოლოო ჯამში 1 ქულამდე დაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედში, რომელიც საქართველომ 12 ქულით წააგო, კოკოშკოვმა ახალგაზრდა მოთამაშეებს საკმაო დრო მისცა.

მეოთხე პერიოდში ბრიტანელებმა წინ მოახერხეს გასვლა. თავი ისევ კლარკმა გამოიჩინა და ზუსტი ორიანით თავისიანების დააწინაურა. სტუმარტა ლიდერობა ხანგრძლივი არ ყოფილა – ბრიტანელებმა ტექნიკური ჯარიმა მიიღეს. ზაზა ფაჩულიამ ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. კაპიტანს ერთი ქულით შენგელია დაეხმარა და ჩვენი გუნდი ოთხი ქულით დაწინაურდა.

ინგლისელებმა გაიბრძოლეს, კლარკმა ზუსტი სამიანს კიდევ ორი ქულა მიუმატა, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპიარტესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მერიის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი რომ უკეთესის სურვილს ტოვებს, ეს შეუიარაღებელი თვილითაც ჩანს.

დიდ ბირტანეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო. ნაკრების კაპიტნის ნაგარიშზე 20 ქულაა. სტუმრებიდან საუკეთესო დენიელ კლარკი გახდა, რომელმაც ფაჩულიას მსგავსად, ასევე 20 ქულას მოუყარა თავი.

დღის პირველ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებმა მოლდოვა 60:38 სძლია. მერიის თასისი გამარჯვებულს საქართველოს და ბელორუსის ნაკრებები ხვალ, 18:00 საათზე გაარკვევენ.

საქართველო 73-60 დიდი ბრიტანეთი 

სრული სტატისტიკა

IMG_3661-(2)IMG_3543IMG_3477IMG_3403

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ენდი მარეი 2013 წლის საუკეთესო ბრიტანელ სპორტსმენად დასახელდა

ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების ასოციაციამ 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ენდი მარეი დაასახელა.

მიმდინარე სეზონში ენდიმ უიმბლდონის მოგება მოახერხა და ამავე დროს, ბოლო 77 წელიწადში პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირში გამარჯვება იზეიმა.

გარდა ამისა, მარეი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი გახდა და ყველაფერთან ერთად, ბრისბენში, მაიამისა და ლონდონში ჩატარებულ ტურნირებშიც იმარჯვა.

ალექსანდრე მატევოსოვი