„ინტერი“ ჰანდანოვიჩთან გაახანგრძლივებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა უკვე იანვარში მეკარე სამირ ჰანოვიჩთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

სავარაუდოდ, კლუბი 30 წლის გოლიპერს უკეთეს პირობებს შესთავაზებს და ხელშეკრულებას 2019 წლამდე გაუხანგრძლივებს.

ცნობისთვის, მოქმედი კონტრქაქტი მხარეებს 2016 წლის ივნისამდე აკავშირებთ.

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშემაში ჰანდანოვიჩმა 14 მატჩი ჩაატარა და აქედან ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

„ინტერი“ ვიდიჩს გაყიდის?

გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა, შესაძლოა, შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს სამუშაო ადგილი შეცვალოს.

კლუბის ხელმძღვანელობა 33 წლის სერბის თამაშით უკმაყოფია, რომელიც განვლილ ზაფხულში მილანელებს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დიდი აოლბათობით, ნემანია „ნერაძურის“ იანვარში დატოვებს.

უკვე ახლა ვიდიჩის შესაძლო შემცვლელებად „პორტუს“ მცველი როლანდუ ან „ტოტენჰემის“ მოთამაშე ვლად კირიკეში სახელდებიან.

„ინტერი“ – „ნაპოლი“ 2:2 (გოლები)

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა.

მატჩის პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა, რაც ანგარიშზეც აისახა – შესვენების წინ ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ანგარიში 0:0 დაფიქსირდა.

ანგარიშ მატჩის 79-ე წუთამდე არ გახსნილა. საბოლოოდ, პირველი გოლი „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხოსე მარია კალეხონმა გაიტანა. თუმცა, ნეაპოლიტანელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, სამ წუთში ანგარიში ფრედი გუარინმა გაათანაბრა, რომელმაც მეტოქის კარის აღება მოედანზე შესვლის შემდეგ სულ რაღაც 70 წამში შეძლო. 90-ე წუთზე კალეხონმა ჰანდანოვიჩს კარი მეორედ დაამწუხრა, მაგრამ ორ წუთში „ნაპოლის“ მოთამაშეები კვლავ იმედგაცრუებულები დარჩნენ, „ნერაძურის“ ბრაზილიელ ლეგიონერის ერნანეშის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

14 წლის შემდეგ ივან კორდობამ „ინტერი“ დატოვა

მილანის „ინტერში“ 14 წლის განმავლობაში მოთამაშისა და შემდგომ მენეჯერის სტატუსით მოღვაწეობის შემდეგ კოლუმბიელმა ივან კორდობამ კლუბი დატოვა.

„ინტერნაციონალე“ ჩემპიონსა და უბრალოდ კარგ ადამიანს დიდ მადლობას უხდის და ივანს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კორდობა „ინტერში“ 2000 წელს არგენტინული „სან-ლორენსოდან“ გადავიდა. „ნერაძურის“ შემადგენლობაში ივანს ჯამში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 15 გოლი გაიტანა.

მისი თამაშის პერიოდში მილანურმა კლუბმა 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 4 იტალიის სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 2001 წელს კორდობა კოლუმბიის ნაკრების რიგებში „კოპა ამერიკას“ გამარჯვებულიც გახდა.

„ინტერს“ სოლდადო სჭირდება

ცნობილი იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს, რომ მილანის „ინტერნაციონალეს“ მენეჯერები გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობენ, ამიტომაც სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

წყაროს თუ დავუჯერებთ, იტალიური კლუბის პრიორიტეტად ესპანელი თავდამსხმელი რობერტო სოლდადო ითვლება, რომელმაც გასულ ზაფხულს „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ გადასვლის შემდეგ თავის გამოჩენა ვერაფრით მოახერხა.

იმ შემთხვევაში, თუ „ნერაძური“ ესპანელს ვერ გადმოიბირებს, სათადარიგო ვარიანტად „ფულჰემის“ ფორვარდი კოსტას მიტროგლუ ითვლება.

„ინტერი“ ეტო’ოს დაბრუნებას შეეცდება

მილანის „ინტერნაციონალეს“ ხელმძღვანელობა ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელის სამუელ ეტო’ოს დაბრუნებაზე ფიქრობს.

„ნერაძურის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ცოტა ხნის წინ ლონდონში ყოფნისას კამერუნელი ფეხბურთელის აგენტს კლაუდიო ვიგორელის შეხვდა, რის შესახებაც „სქაი სპორტს იტალია“ იუწყება.

„ინტერის“ ახალი მფლობელი ერიკ ტოხირი ზაფხულის სატრანსფრო ფანჯრის დროს გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და 32 წლის ფორვარდთან კონტრაქტის გაფორმება მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება.

ცნობისთვის, ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ეტო’ოს მიმდინარე სეზონის შემდეგ ეწურება. შეგახსენებთ, რომ, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით ივნისში „ინტერს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ნემანია ვიდიჩი შეუერთდება.

ალექსანდრე მატევოსოვი