ჟულიო სეზარი: “ჰანდანოვიჩს საუკეთესო მეკარეთა სამეულში შესვლა შეუძლია”

მილანის “ინტერის” ყოფილმა კიპერმა ჟულიო სეზარმა “ნერაძურის” ამჟამინდელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შესახებ ისაუბრა და მისი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასა.

“ჩემი აზრით, სამირი ძალიან, ძალიან ძლიერი მეკარეა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი საშუალება მიეცემა. ევროპული პრიზმა ოდნავ განსხვავებულ სურათს გაძლევს, ვიდრე მხოლოდ სერია А-ში თამაში. თუ ჰანდანოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე იმავეს გაიმეორებს, რასაც იტალიის ჩემპიონატში აკეთებს, მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში ან თუნდაც სამეულში შესვლა შეეძლება”, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა გამოცემა GdS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე “ინტერის” გამოსვლის შესახებაც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მილანელებმა პირველ ტურში შინ “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი გასვლაზე “პეესვე ეინდჰოვენს” მოუგეს (2:1) და ახლა B ჯგუფს “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობენ.

“გუნდი ძალიან კარგად თამაშობს: ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვება გუნდს მოედანზე უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. ბიჭებს ორი ურთულესი დაპირისპირება ელით, თუმცა მე მათი მჯერა.

ვერ გეტყვით, დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, თუ პეპ გვარდიოლას დროინდელი. ჩავის, ანდრეს ინიესტას და ნეიმარის წასვლა ბევრ კლუბს დაასუსტებდა, მაგრამ გუნდი, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს, ყოველთვის წარმოადგენს დიდ ხიფათს”, – თქვა ჟულიო სეზარმა.

“მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” სამიზნემ, ჰანდანოვიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მილანური “ინტერის” კარის დარაჯმა, სამირ ჰანდანოვიჩმა, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“არასდროს მინანია, რომ “ინტერში” გადმოვბარგდი, არასდროს! ასეთ კლუბში მიპატიჟებაზე ხომ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

ვთვლი, რომ “ინტერი” დღესაც შედის ევროპის 5-6 საუკეთესო კლუბში და მჯერა, რომ რაღაც ახალს ვაშენებთ, რაღაც მნიშვნელოვანს.

მინდა აქ დავრჩე, თუნდაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ გავიდეს,” – აცხადებს 32 წლის მეკარე, რომლის გუნდსაც ამ დროისთვის 6 ქულა აშორებს მესამეადგილოსან “ნაპოლიმდე”.

ოფიციალურად: ჰანდანოვიჩმა „ინტერთან“ გაახანგრძლივა

„ინტერის“ მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 31 წლის სლოვენიელის ახალი შეთანხმება 2019 წლამდეა გათვლილი. მისი წინა კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე მოქმედებდა.

მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჰანდანოვიჩის ანგარიშზე 17 მატჩია, რომელშიც მან 11 გოლი გაუშვა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სლოვენიელმა მეკარემ თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებდიან წასვლის შესახებ განაცხადა.

ჰანდანოვიჩ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზადაა

მილანის „ინტერის“ მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა, როგორც ჩანს, „ნერაძურის“ ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდა, რის შესახებაც Football-Italia.net წერს.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სლოვენიელი თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყო. ახლა კი მეკარე, მზადაა, მილანელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივოს და ყოველწლიურად 2,5 მილიონი ევრო მიიღოს. მოსალოდნელია, რომ მხარეები გარიგებას ოფიციალრუად ნოემბერში ან დეკემბერში დაადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი შეთანხმება „ინტერს“ ჰანდანოვიჩთანმ 2019 წლამდე აკავშირებს.

მედია: ჰანდანოვიჩი “მანჩესტერს” მიუახლოვდა

“ინტერის” მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩი “მანჩესტერში” ტრანსფერს მიუახლოვდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, სლოვენიელი მეკარე მომდევნო სეზონს ნისლიან ალბიონზე დაიწყებს.

სამირი და “ნერაძური” ვერ თანხმდებიან ახალ კონტრაქტზე, რომელიც მეკარეს 2016 წელს ეწურება. “ინტერი” მზადაა, შეელიოს მეკარეს, თუ მის სანაცვლოდ სარფიან შემოთავაზებას მიიღებს.

ამდენად, ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დავიდ დე ხეა დატოვებს და მადრიდის “რეალს” შეუერთდება.

ამ სეზონში, ჰანდანოვიჩმა სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა.

ჰანდანოვიჩს “ინტერში” დარჩენა სურს

“ინტერის” მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის აგენტმა საკუთარი კლიენტის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“მილანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა არის გარკველული სირთულეებიც. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ჰანდანოვიჩს “ინტერში” დარჩენა სურს. იმედი მაქვს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ” – განაცხადა აგენტმა.

ჰანდანოვიჩი: „ახალი კონტრაქტი? კლუბის გეგმების შესახებ არაფერი ვიცი“

„ინტერის“ მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა „ვერონასთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ ახალი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კლუბის გეგმების შესახებ არაფერი ვიცი. ამ მხვრივ წინსვლა ჯერ არ ყოფილა.

„პარმასთან“ ფრის შემდეგ კარგი ფეხბურთი უნდა გვეჩვენებინა და აუცილებლად სამი ქულა მოგვეპოვებინა. საბედნიეროდ, ეს გამოგვივიდა. ვერონაში თამაში ყოველთვის რთულია. მოგერიებულ პენალტზე მეტად უფრო ის მახარებს, რომ გოლი ზოგადად არ გამიშვია, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გამომსვლია“, – განაცხადა ჰანდანოვიჩმა.

ცნობისთვის, „ვერონასთან“ მატჩში სამირმა ლუკა ტონის პენალტი მოიგერია. მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი მეტოქეს მან მეექვსედ არ გაატანინა.

„ინტერი“ ჰანდანოვიჩთან გაახანგრძლივებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა უკვე იანვარში მეკარე სამირ ჰანოვიჩთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

სავარაუდოდ, კლუბი 30 წლის გოლიპერს უკეთეს პირობებს შესთავაზებს და ხელშეკრულებას 2019 წლამდე გაუხანგრძლივებს.

ცნობისთვის, მოქმედი კონტრქაქტი მხარეებს 2016 წლის ივნისამდე აკავშირებთ.

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშემაში ჰანდანოვიჩმა 14 მატჩი ჩაატარა და აქედან ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.