კოლაროვს იტალიაში დაბრუნება სურს

“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა იტალიაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. 29 წლის ფეხბურთელი “სიტიში” “ლაციოდან” 2010 წელს გადავიდა, ამჟამად კი მის მიმართ “ინტერი” იჩენს ინტერესს.

“იტალიაში დაბრუნება მსურს, თუმცა ეს იოლი არ არის” – განაცხადა კოლაროვმა.

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით სერბის აპენინებზე დაბრუნებას მის ყოფილ დამრიგებელს, რობერტო მანჩინის სურს.

 

ალექსანდრ კოლაროვი ვერ გააცინეს (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს შორის საკმაოდ სახალისო კონკურსი ჩატარდა. “ქალაქელთა” მოთამაშეებს სასაცილო ვიდეოები აყურებინეს, მათ კი ამ ვიდეოებზე არ უნდა გაეცინათ. საბოლოოდ, გამარჯვებული ალექსანდრ კოლაროვი გახდა.

TOP 5: თანაგუნდელებს შორის ჩხუბი მატჩის მიმდინარეობისას

ფეხბურთში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა თანაგუნდელებს მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთთან ჩხუბი დაუწყიათ. ჩვენ კი გთავაზობთ მათგან ხუთ გამორჩეულს.

5. მარიო ბალოტელი – ალექსანდრ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”)

4. სტივ მაკმანამანი – ბრიუს გრობელარი (“ლივერპული”)

3. ემანუელ ადებაიორი – ნიკლას ბენდტნერი (“არსენალი”)


2. ბენოიტ ასუე-ეკოტო – ბენჟამინ მუკანდჯო (კამერუნის ნაკრები)

1. ლი ბოიერი – კიერონ დაიერი (“ნიუკასლი”)

ალექსანდრ კოლაროვის სამაგალითო საქციელი ალბანელებთან მატჩში

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, სერბეთისა და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში სიტუაცია დაიძაბა და საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ თამაში შეწყდა.

საკმაოდ საინტერესო კადრი გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ექცევა ალექსანდრ კოლაროვი ალბანელ ფეხბურთელს.

კოლაროვი: “იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი”

“მანჩესტერ სიტის” მცველი ალექსანდ კოლაროვი აღიარებს, რომ იტალიაში სათამაშოდ სიამოვნებით დაბრუნდებოდა. შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი “სიტიში” “ლაციოდან” 2010 წელს გადავიდა.

“სიამოვნებით დავრბუნდებოდი იტალიურ ლიგაში. ვნახოთ როდის დადგება შესაფერისი მომენტი. მანჩინის დროს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდიდი, თუმცა პელეგრინის მოსვლას ყველაფერი შეცვალა და ახლა უკვე მეტი სათამაშო დრო მეძლევა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები” – ამბობს სერბი მცველი ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.