კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

8 იანვარს კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს აჩნას “ეთნიკოსი” და “ერმისი” დაუპირისპირდნენ. პირველ გუნდში ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა გამოდიან. ხოლო, “ერმისის” ღირსებას ირაკლი მაისურაძე იცავს.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 3:1 დასრუდლა. კაჭარავამ და მაისურაძემ სასტარტოდან დაიწყეს. პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი 62-ე წუთზე გავიდა მოედნიდან. რაც შეეხება ილურიძეს, იგი 69-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე.

ეს მატჩი წარმატებული გამოდგა ნიკა კაჭარავასთვის. მან 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 5 წუთში გოლიც გაიტანა.

“ეთნიკოსს” ამჟამად 21 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო მაისურაძის კლუბი კი 25 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელები შეკრიბა

თბილისში საწვრთნელი შეკრება დაიწყო 1997 წელს დაბადებულთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობს. ამ ნაკრებმა უკვე 19-წლამდე ასაკში აინაცვლა და მიმდინარე წლის ნოემბერში, თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ითამაშებს.

საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საერთაშორისო ამხანაგური მატჩებიცაა დაგეგმილი. 13 ივნისს, თბილისს პოლონეთის 19-წლამდე ნაკრები გუნდი ესტუმრება და ვასილ მაისურაძის გუნდთან ორ ტესტ-მატჩსაც გამართავს.

მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ცოტნე ნადარაია („საბურთალო“), ლუკა ლოჩოშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი თვარაძე („ლოკომოტივ გრუზია“, უკრაინა), ირაკლი კამლაძე („ჩიხურა“, საჩხერე)

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, გიორგი ღვინაშვილი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი კურმაშვილი („დილა“, გორი), სანდრო ალთუნაშვილი, ბექა ნიკოლაიშვილი, ლუკა ბლიაძე, ბექა გვარაძე (ყველა „საბურთალო“), ნიკა ბაშალეიშვილი, ნიკა გაბრიჩიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), შალვა ფურცხვანიძე („ტორპედო“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („საბურთალო“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

ხვალ, ნაკრებს გურამ გოშთელიანი და გიორგი ბერიძე შეუერთდებიან, რომლებმაც გიორგი დევდარიანის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ელიტრაუნდი ითამაშეს და მწვრთნელებმა მათ რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცეს.

საქართველოსა და პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩები 14 და 16 ივნისს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება. ორივე მატჩი საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

 

სფფ-ის პრესსამსახური 

მაისურაძის და აბურჯანიას მორიგი გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში “ანორთსისმა” აელ-ს უმაპსნიძლა და მეტოქე ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. “ანორთოსისითვის” ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ირაკლი მაისურაძე, რომელმაც შეხვედერა სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათიც მიიღო. გიორგი აბურჯანია კი მოედანზე 66-ე წუთზე, ალბერტ სერანის ნაცვლად შევიდა.

17 ტურის შემდეგ “ანორთოსისი” 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.

U19 – მაისურაძის ნაკრების ორი ტესტ-მატჩი თურქეთში

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 4 მარტს თურქეთში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ეს ტესტ-მატჩები მაისში გასამართი ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპია. მატჩების დაგეგმვაში ქართულ მხარეს დიდი დახმარება გაუწია შოთა არველაძემ.

5 მარტს, სტამბულში ქართველი 19-წლამდელები „გალათასარაის“ 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან. 7 მარტს კი, „ქასიმფაშას“ ასაკობრივ გუნდთან ითამაშებენ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი თურქეთში შემდეგ ფეხბურთელებს წაიყვანს:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ჭანტურია („ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი)

ნახევარმცველები: გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ყველა „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი)

19-წლამდე ნაკრები თბილისში 8 მარტს დაბრუნდება. ელიტრაუნდამდე კი, აპრილში ვასილ მაისურაძის გუნდს პორტუგალიური ოთხთა ტურნირი ელის, სადაც ჩვენი 19-წლამდე ნაკრებები უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად თამაშობენ.

სფფ-ის პრესსამსახური