“ლაციოს” ფანები ვიდეოგამეორებების წინააღმდეგ გამოდიან (ფოტო)

რომის “ლაციოს” ფანებმა პროტესტი სერია ა-ში ვიდეოგამეორებების დანერგვის მიმართ საჯაროდ გამოხატეს. ფანები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ შეიკრიბნენ სპეციალურ პლაკატებთან ერთად.

აქცია “ლაციოსა” და “ბოლონიას” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე მიმდინარეობდა და ფანები ბოიკოტს თამაშის პირველი 15 წუთის მანძილზეც აცხადებდნენ.

ვიდეოგამეორებების მიზანი ფეხბურთში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება უნდა ყოფილიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, თავად ამ სისტემადაც არაერთხელ იქონია უსამართლო გავლენა მატჩზე. უმეტეს შემთხვევაში ეს “ლაციოს” წინააღმდეგ აისახა.

აგენტი: “მილინკოვიჩ-სავიჩისადმი ინტერესი ძალიან დიდია”

“ლაციოს” ვარსკვლავის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტი ადასტურებს ცნობებს, რომლის თანახმადაც, მისი კლიენტის გადაბირების სურვილს ესპანეთის, იტალიის, ინგლისისა და საფრანგეთის წამყვანი კლუბები გამოთქვამენ.

Tuttomercatoweb-თან საუბრისას, მან განაცხადა: “დიახ, იტალიის, ინგლისის, ესპანეთისა და საფრანგეთის დიდ კლუბებთან გვაქვს კავშირი, მათი ინტერესი ძალიან დიდია.

არ მინდა ციფრებზე საუბარი. ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა. ეს სეზონი “ლაციოსთვის” უმნიშვნელოვანესია და ჩვენც სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები. სერგეის ყველაფერი აქვს, რათა მომავალი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდეს,” – დაამატა მან.

მილინკოვიჩ-სავიჩის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში “ლაციოს” მაისურით გატანილი 11 გოლია.

“ლაციომ” “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ყოფილი მცველი დაიმატა

“ლაციოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ვერონასა” და ურუგვაის ნაკრების მცველი, მარტინ კასერესი მომავალი ერთი წლის განმავლობაში რომაული კლუბის ღირსებას დაიცავს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მომავალში შესაძლებელი იქნება კონტრაქტის გახანგრძლივებაც.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია დაცვაში ითამაშოს, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უმეტესწილად მარჯვენა მცველის როლში გვევლინებოდა.

30 წლის ფეხბურთელს “დეფენსორში”, “ვილიარეალში”, “რეკრეატივოში”, “ბარსელონაში”, “იუვენტუსში”, “სევილიასა” და “საუთჰემტპონის” რიგებში თამაშის გამოცდილება აქვს.

ურუგვაის ნაკრებში კასერესს 75 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში 4 გოლის გატანაც შეძლო.

დე ვრეი “ბარსელონასგან” ელის წინადადებას

“ლაციოს” ჰოლანდიელი მცველი, სტეფან დე ვრეი “ინტერის” წინადადებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს, ელოდება რა ნიშანს კატალონიის “ბარსელონასგან”.

როგორც იცით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი რომაულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს, სეზონის ბოლოს კი თავისუფალი აგენტი ხდება. გამომდინარე აქიდან, “ლაციოს” ინტერესებშიც შედის, რომ დე ვრეიმ ახალი კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას იპოვოს.

დღემდე მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დე ვრეის გადაბირების მთავარ ფავორიტად “ინტერს” მიიჩნევდნენ. თუმცა, Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, საქმეში “ლურჯ-ბროწეულისფრებიც” არიან ჩართულები.

გეტყვით იმასაც, რომ დე ვრეისა და ტომას ვერმალენს, რომელიც “ბარსელონას” რიგებში ირიცხება, საერთო აგენტი ჰყავთ. რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ტრასნფერის განხორციელების შანსებს.

“ლაციოსთან” მატჩი შესაძლოა, “იუვენტუსის” რვა ფეხბურთელმა გამოტოვოს

სანაკრებო მოვალეობის შესრულებისას მარიო მანძუკიჩმა და ანდრე ბარძალიმ მცირე დაზიანებები მიიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ “ლაციოსთან” მატჩი შესაძლოა, “იუვენტუსის” რვა ფეხბურთელმა გამოტოვოს.

ხორვატი შემტევი და იტალიელი მცველი კლაუდიო მარკიზიოს, ბენედიქტ ჰიოვედესის, მატია დე შილიოს, მარკო პიაცას, სამი ხედირასა და მირალემ პიანიჩის რიგებს შეუერთდნენ.

ასე რომ, მასიმილიანო ალეგრის, რომლის გუნდმაც გასულ ტურში დაასრულა 100-პროცენტიანი მოგებათა სერია იტალიის ჩემპიონატში, დიდი საფიქრალი გამოუჩნდა.

როგორც ცნობილი ხდება, ბარძალი და პიანიჩი დანარჩენთაგან განსხვავებით, “ბებერ ქალბატონს” “სპორტინგთან” გასამართ მატჩამდე დაუბრუნდებიან და ლიგაზე სრული დატვირთვით შეძლებენ თამაშს.

ჩირო იმობილე: “ლაციო” ამაზე გაჩერებას არ აპირებს”

“ჯენოასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფი “ლაციოს” ლიდერი, ჩირო იმობილე (6 გოლი ოთხ მატჩში) პრესასთან საუბრობს.

“ჩვენთვის მთავარი შედეგია. “ჯენოამ” სეზონი ცუდად დაიწყო, აქიდან გამომდინარე ამ მატჩს ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები შეხვდნენ. ცუდია, ორი გოლი რომ გავუშვით. ვეცდებით ხარვეზები აღმოვაჩინოთ და უახლოეს პერიოდში აღმოვფრხვათ ისინი.

სეზონი ასე კარგად ჯერ არასდროს არ დამიწყია. გასულ წელს ძალიან ბევრს ვმუშაობდი, უფრო ძლიერი რომ შევხვედროდი ახალ გამოწვევებს.

როდესაც გუნდში მოვედი, ვთქვი, რომ გოლებზე უფრო მნიშვნელოვანი მოედანზე მაქსიმუმის გაკეთება და დაუღალავი შრომაა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი გვყავს და ჩვენი შრომის ნაყოფს ნელ-ნელა ვიღებთ. “ლაციო” ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს,” – აცხადებს იმობილე.

“ლაციოს” პრეზიდენტი: “კეიტას ტრანსფერის თაობაზე წინადადებები მივიღეთ”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბმა კეიტა ბალდეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

როგორც იცით, 22 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც გასული სეზონის 31 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო, “ინტერის”, “იუვენტუსისა” და “ვესტ ჰემის” მფლობელები იჩენენ ინტერესს.

“თუ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ის მომავალ სეზონშიც “ლაციოს” ღირსებას დაიცავს და ინძაგი (მწვრთნელი) მას სურვილისამებრ გამოიყენებს.

“ინტერისა” და “იუვენტუსისგან” წინადადება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არის რამდენიმე შეთავაზება უცხოეთიდან. თუ კეიტას წასვლა უნდა, მას გავუშვებთ, ოღონდ ამისთვის შესაბამისი წინადადება უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ლოტიტო.

ლუკას ლეივა: “მუდამ ვუგულშემატკივრებ “ლივერპულს” და თამაშებსაც ვნახავ”

ლუკას ლეივამ “ლივერპულში” გატარებული 10 წლისა და ჩატარებული 346 მატჩის შემდეგ, კლუბიდან წასვლა და კარიერის იტალიურ “ლაციოში” გაგრძელება გადაწყვიტა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ენფილდის” დატოვებამდე კლუბის ღირსებაზეც ისაუბრა:”ლივერპული” განსაკუთრებული კლუბია, რომელიც ამ ქალაქს უნიკალურს ხდის. ვფიქრობ, ლივერპული ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავდება.

გულშემატკივრები კლუბში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, მათ გარეშე “ლივერპული” ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც ახლა არის. მინდა ყველა იმ გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა, რომელიც გასაჭირში ზურგს გვიმაგრებდა.

მერწმუნეთ, ყოველთვის ვუყურებ “ლივერპულის” თამაშებს და მუდამ ვუგულშემატკივრებ ამ კლუბს,” – აცხადებს ლუკას ლეივა.

“ლაციო” კონოპლიანკას ტრანსფერზე მუშაობს

“ლაციოს” ინტერესთა სფეროში გელზენკირხენის “შალკეს” უკრაინელი ნახევარმცველი, ევგენი კონოპლიანკა მოექცა. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercato ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ზაფხულში გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას გეგმავენ. ასე რომ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ღირსეული კონკურენცია გაუწიონ “მილანს”, რომელიც ასევე ცდილობს კონოპლიანკას გულის მოგებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ლაციოს” რიგების დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ლუკას ბიგლი და ბალდე კეიტა.

იტალიური პრესის ცნობით, “შალკეს” ფეხბურთელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს თვის დასაწყისში მიიღებს.

“ლივერპულს” დე ვრეი მოუნდა

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სამიზნეში შტეფან დე ვრეი ამოიღო.

როგორც იცით, “წითლები” საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს “საუთჰემპტონთან” ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერის თაობაზე, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Sky Sport Italia-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან “ლაციოს” იმდენი გადაუხადონ, რამდენსაც მოითხოვენ, რათა 25 წლის ცენტრალურ მცველთან კონტრაქტი გააფორმონ.

ოფიციალურად: ინძაგიმ “ლაციოსთან” გაახანგრძლივა

იტალიური “ლაციოს” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სიმონე ინძაგიმ რომაულ კლუბთან არსებული კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბმა ახალი კონტრატი შემომთავაზა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში დიდებულ მიზნებს მივაღწევთ,” – აცხადებს ინძაგი.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოსთვის” 2016/17 წლების სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. რომაელებმა ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულეს და კოპა იტალიას ფინალშიც ითამაშეს, სადაც ისინი “იუვენტუსთან” დამარცხდნენ.

“ლაციო” მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

“ლაციო” ინძაგის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ლაციოს” ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის ახალი, გაუმჯობესებელი კონტრაქტი შესთავაზეს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის სპეციალისტს ვადის გახანგრძლივებასთან ერთად ხელფასის მომატებასაც პირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ინძაგიმ რომაული კლუბი 2016 წლის აპრილში ჩაიბარა, როდესაც კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაანთავისუფლეს.

სერია ა-ს 26 ტურის შემდეგ, “ლაციო” სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს და მესამეადგილოსან “ნაპოლის” 4 ქულით ჩამორჩება.