კურიოზული ავტოგოლი კენიაში

კენიაში, ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში კურიოზული ავტოგოლი გავიდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” კენიელმა გულშემატკივარმა “ნიუკასლთან” მარცხის შემდეგ თავი მოიკლა

კენიაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარმა “ნიუკასლთან” გამართული შეხვედრის შემდეგ თავი მოიკლა.

მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნიუკასლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

როგორც კენიელი პოლიციელი ჯონ ჯიმი მაჩარია იტყობინება, 23 წლის ახალგაზრდა მეშვიდე სართულიდან გადახტა.

პოლიციის ხელმძღვანელი ბენსონ კიბუე კი აცხადებს: “თვითმკვლელობის მიზეზი ისაა, რომ მან საკუთარი გუნდის მარცხი ძალიან განიცადა. ჩვენს ქვეყანაში პირველად არ ხდება, როდესაც ფეხბურთის გამო ადამიანი თავს იკლავს. მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია.”