ავტოგოლები – “ბარსელონას” მეორე “ბომბარდირი”, მესის შემდეგ

ლა ლიგაში სულ ექვსი ტური ჩატრადა. კატალონიის “ბარსელონამ” ყველა მათგანის მოგება მოახერხა და ახლა ესპანეთის ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობს.

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება “ბლაგურნას” ლიდერი, ლიონელ მესი, რომელმაც უკვე ცხრა გოლს მოუყარა თავი. თუმცა, სხვა ფეხბურთელები ამ მხრივ, კარგი სტატისტიკით ვერ გამოიყურებიან. რაც არ უნდა კომიკური იყოს, “ბარსას” ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე ავტოგოლებია. კატალონიელებს მეტოქეები თავიანთ კარში გატანილი გოლებით უკვე სამჯერ დაეხმარნენ. პირველი ასეთი შემთხვევა სადებიუტო ტურში, “რეალ ბეტისთან” იყო. ხოლო, უკანასკნელ შეხვედრაში “ჟირონას” ფეხბურთელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს.

“ბარსას” ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება

ლიონელ მესი – 9 გოლი

ავტოგოლები – 3 გოლი

დენის სუარესი – 2 გოლი

პაულინიო –  2 გოლი

სერხი რობერტო – 1

ლუის სუარესი – 1

პიკე – 1

 

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის მეკარემ კურიოზული ავტოგოლი გაუშვა

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის მეკარემ “სევილიას” ახალგაზრდა ფეხბურთელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში კურიოზული ავტოგოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ავტოგოლი 21-ე წამზე გავიდა, თუმცა თანაკლუბელებმა მეკარეს გაკრიტიკების ნაცვლად მხარი დაუჭირეს.

 

კურიოზული ავტოგოლი არგენტინის ჩემპიონატში (ვიდეო)

3 აგვისტოს, არგენტინის ჩემპიონატში, “კრუკერომ” საკუთარ მოედანზე “ჰურაკანი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩის 70-ე წუთზე, სტუმართა გუნდის მცველმა არანომ ავტოგოლი გაიტანა.

5 საუკეთესო ავტოგოლი ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა Football Daily-მ ფეხბურთის ისტორიაში ხუთი საუკეთესო ავტოგოლი დაასახელა.

5. კრისტოფ კრამერი

4. ჯეიმი პოლოკი

3. კრის ბრასი

2. რადუ მიტუ

1. სუნ ჰეი

უნგრელი ფეხბურთელის ავტოგოლი 119-ე წუთზე (ვიდეო)

10 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთმანეთს სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, გამარჯვებული კი დამატებით ტაიმებში გამოვლინდა. 119-ე წუთზე, უნგრელმა ტალაბერმა ავტოგოლი გაიტანა.

კურიოზული ავტოგოლი ჩინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაიტანეს ჩინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში.

“ფრაიბურგის” ფეხბურთელის კურიოზული ავტოგოლი (ვიდეო)

23 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ჰანოვერმა” საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის 84-ე წუთზე, “ფრაიბურგის” ფეხბურთელმა პაველ კრმასმა კურიოზული ავტოგოლი გაიტანა.

“ტორინოს” მეკარემ გოლი საკუთარ კარში გაიტანა (ვიდეო)

6 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ტორინომ” საკუთარ მოედანზე ლევან მჭედლიძის “ემპოლი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა მასპინძელთა მეკარემ, დანიელე პადელიმ კურიოზული შეცდომა დაუშვა.




5 ყველაზე საზარელი ავტოგოლი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში [ვიდეო]

FANEBI.COM შემოგთავაზებთ 5 ყველაზე საშინელ ავტოგოლს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

5 ფეხბურთელი, რომელთაც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ავტოგოლი აქვთ გატანილი

უცხოურმა სტატისტიკურმა პორტალმა Soccernet გამოაქვეყნა იმ ხუთი ფეხბურთელის სია, რომელთაც საფეხბურთო კარიერის მანძილზე ყველაზე მეტჯერ აქვს გოლი საკუთარ კარში გატანილი.

5. ფილ იაგიელკა – 6 ავტოგოლი

JAGIELKA

4. რიო ფერდინანდი – 6 ავტოგოლი

RIO

3. ვეს ბრაუნი – 6 ავტოგოლი

wES

2. ჯეიმი კარაგერი – 7 ავტოგოლი – “ტოტენჰემთან”(2), “ჰალ სიტისთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “ბლექბერნთან”, “ვესტ ჰემთან”, “საუთჰემპტონთან”.

JAMIE

1. რიჩარდ დანი – 12 ავტოგოლი

RICHARD

კოსტა რიკელმა მცველმა წლის ყველაზე კურიოზული ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)+

8 მარტს, კოსტა რიკის რანგით მეორე დივიზიონში, “პუნტარენასმა” საკუთარ მოედანზე “გუანასტეკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას “გუანასტეკას” მცველმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა სეზონის ყველაზე კურიოზული ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)

14 თებერვალს, შოტლანდიის ჩემპიონატში “დანდიმ” საკუთარ მოედანზე “პატრიკ ტისლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე გავიდა, როდესაც საკუთარ კარში ბურთი სტუმართა გუნდის ინგლისელმა მცველმა ბენ რიჩარდს-ევერტონმა გადაგზავნა.