რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში ძეგლი დაუდგეს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ქანდაკება მის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში აღიმართა. ძეგლის სიმაღლე 2,4 მეტრია.

თავად რონალდუს “რეგიონის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის” მედალი გადასცეს.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ემოციებს ვერ გამოვხატავ. ეს მოტივაციას ამიმაღლებს და განვითარების საშუალებას მომცემს. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია”, – განაცხადა რონალდუმ.

Cristiano Ronaldo - statue

 

კრიშტიანო რონალდუმ საკუთარი მუზეუმი გახსნა

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ მშობლიურ მადეირაში საკუთარი მუზეუმი გახსნა. აღნიშნული მუზეუმი პორტუგალიელი ფეხბურთელის კარიერას ეძღვნება და როგორც თავად რონალდუ ამბობს, ერთი ოთახი საგანგებოდ არის განკუთვნილი მეორე „ოქროს ბურთისთვის“. როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი „ოქროს ბურთი“ აქვს, რომელიც 2008 წელს, „მანჩეტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში მოიგო.

„ჩემთვის დიდი პატივია მშობლიურ ფუნშალში საკუთარი მუზეუმის გახსნა. ძალზედ ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ“, – რონალდუმ ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ბექა დოგრაშვილი