„კიოლნის“ პრეზიდენტმა პოდოლსკისთვის მიცემული დაპირება დაარღვია

საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ პრეზიდენტმა ვერნერ შპინერმა თავის დროზე განაცხადა, რომ კლუბში ლუკას პოდოლსკის ნომრით აღარავინ ითამაშებდა, მაგრამ…

ბუნდესლიგაში გადმობარგებულმა კლუბმა 10-ნომრიანი ფორმა პატრიკ ჰელმესს უბოძა, რითაც „კიოლნის“ პრეზიდენტმა სიტყვა გატეხა.

„ლუკასმა ჰერ შპინერის განაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით მიიღო. გასაკვირია, რომ დაპირება დაირღვა, თანაც ასე უსინდისოდ. ეს ჩვენთვის მეტად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. „კიოლნის“ ხელმძღვანელობის ამ საქციელის მიუხედავად, კლუბის მიმართ ლუკასის დამოკიდებულება არ შეიცვლება“, – განაცხადა პოდოლსკის აგენტმა.

თავად ფეხბურთელი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

 

პოდოლსკი “არსენალში” ბედნიერია

“არსენალის” ფორვარდი ლუკაშ პოდოლსკი კლუბის შეცვლას არ არპირებს.

ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ხმები, რომ 28 წლის ფეხბურთელი შესაძლაო სხვა კლუბში გაიყიდოს, თუმცა თავად პოდოლსკი ამ ჭორებს უარყოფს.

“მე “არსენალის” მოთამაშე ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ლონდონში გადმოსვლა სწორი ნაბიჯი იყო. დიდი კლუბში და მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ.

ამ ქალქში ბედნიერი ვარ და აქედან წასვლას არ ვგეგმავ” – განაცხადა პოდოლსკიმ.

პოდოლსკი „ინტერში“?

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, „Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ინტერის“ ხელმძღვანელობა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ლუკას პოდოლსკის დამატებას შეეცდება.

„მეთოფეებთან“ მოქმედი კონტრაქტი გერმანიის ნაკრების კოთამაშეს 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.

ამავე წყაროს ცნობით, პოდოლსკი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადასვლაზე უარს არ იტყოდა, თუმცა ყველაფერი „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ათ ჩატარებულ შეხვედრაში ლუკასმა სამი გოლი გაიტანა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერს“ პოდოლსკი სურს

იტალიური „ლა გაძეტა დელო სპორტის“ თანახმად, ლონდონის „არსენალის“ გერმანელი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი მილანის „ინტერის“ ინტერესთა არეალში მოექცა.

წყაროს ცნობით, კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, რომელმაც „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. „ინტერის“ დირექტორი პიერო აუსილიო უკვე გავიდა პოდოლსკის აგენტთან კონტაქტზე და გერმანელი თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზეც ესაუბრა. უახლოეს ზაფხულს მილანური კლუბი „არსენალს“ ოფიციალურადაც მიმართავს.

მიმდინარე სეზონში პოდოლსკიმ ინგლისის პრემიერლიგის ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი