ჯექსონი: „ნიუ-იორკში მოსაგებად ვრჩები“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტის ფილ ჯექსონის თქმით, ის კლუბში მუშაობას გააგრძელებს.

„ჩემი ენერგია გუნდის მდგომარეობის გამოსწორებაზე იყო მიმართული, ამ მომენტამდე მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ჩემთვის ეს გამოწვევად იქცა. აქ ბევრს ვცდილობ და ვრჩები, რათა გავიმარჯვო“, – ციტირებს ჯექსონს ESPN.com.

ფილ ჯექსონი „ნიუ-იორკის“ დატოვებას არ აპირებს

ბოლო დროს ფილ ჯექსონის „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ პრესა ბევრს წერს, რასაც სპეციალისტთან დაახლოებული პირი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის არსად მიდის.

„ფილი საკუთარ თავს მთლიანად „ნიუ-იორკთან“ მუშაობას უთმობს და გუნდთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს. ყველა ჭორის მიუხედავად, ჯექსონი უახლოესი სეზონებისთვის გუნდთან რჩება, მან ნიუ-იორკში ბინაც კი შეიძინა, თანაც, არ იქირავა, არამედ, იყიდა, რაც სერიოზულ მიზნებზე მიგვითითებს“, – ციტირებს წყაროს გამოცემა SNY.tv.

ფილ ჯექსონი: „კობი ბრაიანტი მოსალოდნელზე უკეთესად ითამაშებს“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტის ფილ ჯექსონის აზრით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელისთვის კობი ბრაიანტისთვის მოახლოებული სეზონი ბოლო არ იქნება. ამის შესახებ შესახებ თავისი „ტვიტერის“ ბლოგზე „Wall Street Journal“-ის ჟურნალისტმა კრის ჰერინგმა დაწერა.

„ვფიქრობ, ახალ სეზონში კობი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს უმეტესობას ჰგონია“, – განაცხადა ჯექსონმა.

ჯექსონმა ლებრონი შეაქო

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის პლეიოფი შეაფასა.

„პლეიოფთან დაკავშირებით ბევრი აზრი გავიგე. ზოგს ის მოეწონა, რადგან აქ ბევრი ბრძოლა იყო. სხვებს განსხვავებული აზრი აქვთ. ვთვლი, რომ „კლივლენდმა“ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ფინალი ლებრონ ჯეიმსის ძლიერი ხასიათის დამადასტურებელია, ის გუნდისთვის წარმატების მოტანას მაქსიმალურად ცდილობდა.
„გოლდენ სტეიტი“ თავიდან დაბნეული ჩანდა, თუმცა შემდგომ გუნდი ახალ პირობებს შეეჩვია“ – ციტირებს ჯექსონს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

ფილ ჯექსონი: „ჩვენს მოთამაშეებს „ლუზერების“ ფსიქოლოგია უშლით“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის უიღბლო თამაშზე ისაუბრა. ამჟამად ნიუ-იორკელთა მაჩვენებელი ოთხ მოგებასა და თვრამეტ წაგებას შეადგენს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.

„საქმე „ლუზერთა“ ფსიქოლოგიაშია. ნიჭის დონე აქ არაფერ შუაშია.

იყო ბევრი მატჩი, რომელშიც ჩვენ ვიბრძოდით და წარმატებასთან ახლოს ვიყავით. ამ ეტაპზე წარმატებას იმიტომ ვერ ვაღწევთ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეგვიძლია. ამას უნდა გავუმკლავდეთ.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ… მგონია, ფეხბურთელებს ესმით, რის გაკეთებას ვცდილობთ. იმედია, ისინი ერთმანეთს უფრო მეტად შეეწყობიან. ამ ყველაფერს დიდ გამოცდად მივიჩნევ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მაინც კარგ გუნდს მივიღებთ“, – ციტირებს ჯექსონს „ESPN New York“-ი.

ჯექსონი: „გვჯერა, რომ „ნიქსი“ პლეიოფში გავა“

„ნიუ-იორკის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა.

„გვჯერა, რომ პლეიოფის დონის გუნდი გვეყოლება. იმედია, ყველაფერი გამოგვივა.

„ნიქსი“ დაკოპლექტებული შემადგენლობა გუნდია. ყოველ პოზიციაზე მოთამაშეთა საკმარისი რაოდენობა გვყავს, რაც ძალიან კარგია. დერეკ ფიშერს შემადგენლობის როტაციის საშუალება აქვს, რისი წყალობითაც, შეუძლია, გაიგოს, თუ რომელი სქემა უფრო ერგება გუნდს“, – განუცხადა ჯექსონმა „ESPN New York“-ს.

ფილ ჯექსონი ფიშერის შესახებ კომენტარისთვის 25 ათასი დოლარით დაჯარიმდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი ფილ ჯექსონი „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელზე დერეკ ფიშრზე გაკეთებული კომენტარის გამო 25 ათასი დოლარით დააჯარიმა, რის შესახებაც ESPN.com-ი იუწყება.

ბოლო პრესკონფერენციაზე ჯექსონმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, გუნდის მთავარ მწვრთნელად სწორედ „თანდერის“ 39 წლის მოთამაშე დანიშნოს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი კალათბურთელი ბოლო დროს ნიუ-იორკელთა მომავალ თავკაცად მოიაზრება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი მაიკლ დანლივი-უმცროსს შეხვდა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი ფილ ჯექსონი პარასკევს გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატს მაიკლ დანლივი-უმცროსს შეხვდა, რის შესახებაც „ნიუ-იორკ პოსტი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქამდე „ნიქსის“ ხელმძღვანელები მხოლოდ სტივ კერს შეხვდნენ, რომელმაც ბოლო მომენტში „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ წასვლა ამჯობინა.

დანლივის ბოლო სამუშაო ადგილი „კლიპერსი“ იყო, რომელშიც იგი 2003 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა. 60 წლის სპეციალისტს ასევე „ლოს-ანჯელს ლეიკერსში“, „მილუოკი ბაქსსა“ და „პორტლენდ ტრეილბ ბლეიზერსში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონი ფილ ჯექსონის ინტერვიუმ გაახარა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი კარმელო ენტონი კლუბის ახალი პრეზიდენტის ფილ ჯექსონის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „მელოს“ შენარჩუნება კლუბის გეგმებში შედის.

„ვიმედოვნებდი, რომ „ნიქსი“ ჩემს დატოვებაზე იფიქრებდა. ნიუ-იორკიდან წასვლის სურვილზე ან მსგავს თემაზე არ მისაუბრია. ერთადერთი, რაც ვთქვი, იყო ის, რომ თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავალ. ბედნიერი ვარ, რომ ჯექსონთან მუშაობის შესაძლებლობა გამიჩნდა“, – განუცხადა ენტონიმ „CBSSports“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი: „კარმელო ენტონის გაშვება არ გვსურს“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ახალმა პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა განაცხადა, რომ გუნდის ლიდერის კარმელო ენტონის გაშვებას კლუბი არ აპირებს.

„გარწმუნებთ, კარმელოს დატოვება ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის“, – განუცხადა ჯექსონმა „ESPN New York“-ს.

ცნობისთვის, აქამდე მიცემულ ინტერვიუებში „მელომ“ აღნიშნა, რომ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას აპირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი გახდა

„ESPN New York“-ს ცნობით, პარასკევს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა „ნიუ-იორკ ნიქსთან“ კონტრაქტი გააფორმა და კლუბის პრეზიდენტი გახდა.

„ჩიკაგო ბულსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილმა თავკაცმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისი ყოველწლიური ხელფასი 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

სამშბათს „მედისონ სკვერ გარდენში“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც „ნიქსის“ ხელმძღვანელები ჯექსონს ოფიციალურად წარადგენენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილ ჯექსონი სამწვრთნელო საქმიანობის განახლებისთვის მზად არის

ESPN.com-ის ინფორმაციით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ფილ ჯექსონი ლიგაში დაბრუნებისთვის მზად არის.

„ჩიკაგო ბულსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი თავკაცი ბოლო ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში მან წიგნის დაწერაც მოასწრო. ჯექსონს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დაბრუნება სურდა, თუმცა მწვრთნელობას არ გეგმავდა. ახლა კი ცნობილი სპეციალისტი მცირე პერიოდით ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის თავკაცად მუშაობისთვის მზად არის.

წყაროს ინფორმაციით, რომელიმე კლუბში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ჯექსონი მოთამაშეთა მოწვევაზე არ იზრუნებს.

გავრცელებული ცნობით, 68 წლის სპეციალისტმა პარასკევს „ნიუ-იორკ ნიქსის“ წინადადებაზე უარი თქვა.

ალექსანდრე მატევოსოვი