“ნაპოლის” პრეზიდენტი იტალიური კლუბის ყიდვას გეგმავს

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, ბანკროტად გამოცხადებული “ბარი” შეისყიდოს. ამ ინფორმაციას La Gazetta dello Sport ავრცელებს.

გასულ სეზონში “ბარი” სერია ბ-ში გამოდიოდა, სადაც ამ კლუბმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა. მიუხედავად ამისა, კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ბანკროტად გამოცხადდა და პროფესიონალური კლუბის სტატუსიც წაერთვა.

აურელიო დე ლაურენტისი დიდი პროექტის შედგენას გეგმავს, რომელიც “ბარის” სერია ა-ში დაბრუნების ვადად სამ სეზონს განსაზღვრავს.

თუმცა, საქმე ის არის, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესის თანახმად, შეუძლებელია ერთი მფლობელის ორმა კლუბმა ერთ დივიზიონში იასპარეზოს.

ამ თემაზე საუბრისას, ლაურენტისმა განაცხადა: “ვაპირებ რევოლუცია მოვახდინო და ფედერაციას ეს წესი გავაუქმებინო”.

“ბარის” შეძენით ასევე დაინტერესებულია “ლაციოს” პრეზდიენტი კლაუდიო ლოტიტო.

ნიკოლამ ბარი ჩაიბარა

“ლივორნოს” ყოფილი თავკაცი დავიდე ნიკოლა “ბარის” მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. ნიკოლასთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული.

შეგახსენებთ, “ბარის” აქამდე დევის მანჯა წვრთნიდა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან “კროტონესთან” მარცხის (0:3) შემდეგ გაათავისუფლეს.

14 ტურის შემდეგ “ბარი” სერია ა-ში მე-14 პოზიციაზეა.

 

“მილანის” ფეხბურთელმა მეტოქეს სუარესის სტილში უკბინა

23 აგვისტოს იტალიის თასზე “ბარიმ” საკუთარ მოედანზე “აველინო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის 53-ე წუთზე, “მილანის” კუთვნილებაში მყოფმა ფეხბურთელმა ჯანმარიო კომიმ, რომელიც “აველინოშია” განათხოვრებული, მეტოქე გუნდის მოთამაშე ჯუზეპე დე ლუკას უკბინა. უცნაურია, მაგრამ მსაჯმა მოედნიდან დაზარალებული გააძევა.

DeLuca-447x600

ფეხბურთელმა მეტოქეს ბარძაყზე უკბინა

8 მარტს, იტალიის სერია B-ში, “ბარიმ” საკუთარ მოედანზე “ვირტუს ლანსიანო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა – “ბარის” ფეხბურთელმა ენის ნადარევიჩმა მეტოქეს ბარძაყზე უკბინა.