იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა კვესი აპიას გუნდის დამარცხება ვერ შესძლეს.
აფრიკული კონტინენტის გუნდებიდან ყველაზე ორგანიზებულად სწორედ განა გამოიყურება, რაც გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. თუმცა, პორტუგალიელების დამარცხების შემდეგ გერმანელთა კიდევ ერთ ტრიუმფში ეჭვი ალბათ ცოტას თუ ეპარებოდა.
გერმანელები პირველ ნახევარში უკეთ გამოიყურებოდნენ. კარგად დაიწყო ოზილმა, რომელსაც კროოსი, გიოტცე და მიულერი აყვნენ. გერმანელებს ანგარიშის გახსნა პირველ ნახევარშიც შეეძლოთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბუნდესნაკრების წევრებს რაღაც აკლდებოდათ.
ნამდვილია აფეთქება მოხდა მეორე ტაიმში. 51-ე მიულერის აქტიურობის შემდეგ გოლის გატანა გიოტცემ მოახერხა – 1:0.
გერმანელების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. სამ წუთში ანდრე აიუმ ანგარიში გაათანაბრა. მალევე ასამოა გიანმა აფრიკელები წინ გაიყვანა.
გაშვებული გოლების შემდეგ გერმანელები გააქტიურდნენ და შეტევაში მთელი გუნდით წავიდნენ. ლიოვმა მოედანზე მიროსლავ კლოზე შეიყვანა და როგორც შემდეგ გაირკვა სწორადაც მოქცეულა. მარცხისგან გერმანელები სწორედ ვეტერანის გოლმა იხსნა. კლოზესთვის აღნიშნული გოლი მუნდიალებზე მე-15 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელი რონალდოს გაუთანაბრდა.
საბოლოოდ ლოგიკური 2:2 საკმაოდ კარგ და სანახაობრივ შეხვედრაში.
გოლები: გიოტცე 51′ (1:0); აიუ 54′ (1:1); გიანი 63′ (1:2): კლოზე 72′ (2:2)