დღეს, 19 მარტს ირლანდიის რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა 2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის (2014 GUINNESS SERIES) ირლანდიის ნაკრების განრიგი.
2014 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამარჯვებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე, 6 ერის წლევანდელ ჩემპიონ ირლანდიის ნაკრებთან, თამაშის უფლება მოიპოვა.
2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდებს ურთიერთ შეხვედრა არ გაუმართავთ. ამრიგად, შვიდი წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს 16 ნომებერს „ავივა სთედიუმზე“ ეთამაშებიან. მატჩი თბილისის დროით18:30 საათზე გაიმართება. საქართველოში მატჩის პირდაპირი ტრანსლირების შესახებ ინფორმაციას დადგენისთანავე გაცნობებთ.
2014 GUINNESS SERIES განრიგი
8 ნოემბერი, შაბათი – ირლანდია v ავსტრალია, „ავივა სთედიუმი“
16 ნოემბერი, კვირა – ირლანდია v საქართველო, „ავივა სთედიუმი“
22 ნოემბერი, შაბათი – ირლანდია v სამხრეთ აფრიკა, „ავივა სთედიუმი“
2014 წლის ნოემბრის ტესტები
შარშანდელი ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მსგავსად, 2014 წელს ბოლჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს ითამაშებენ – 8 და 22 ნომებრს ტესტ-მატჩები საქართველოში ჩატარდება, ხოლო 16 ნომბერს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბორჯღალოსნები გასვლაზე ირლანდიას შეხვდებიან.
ამ დროისათვის, რაგბის საერთაშორისო საბჭოში დგინდება 2014 ნოემბრის ტესტ-სერიის კალენდრის საბოლოო დეტალები – აქედან გამომდინარე, 8 და 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოწინაღმდეგე გუნდების ვინაობას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი