შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდების წილისყრა ჩატარდა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა” ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილას” მეტოქე სერბეთის “პარტიზანი” იქნება.
წყვილის პირველ შეხვედრას სერბეთი უმასპინძლებს, განმეორებითს კი – საქართველო.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 14-15 ივლისს, საპასუხო კი 21-22 ივლისს ჩატარდება.