დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (26 იანვარი)


ნიანგი პრემიერ ლიგაში გააგრძელებს კარიერას


როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური “უოტფორდის” ხელმძღვანელებმა “მილანის” ფორვარდი, მ’ბაიე ნიანგი დაიმატეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი უოლტერ მაცარის გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

22 წლის ნიანგმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18-ჯერ მოირგო “როსონერის” მაისური, თუმცა, ამ დროის მანძილზე მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. ამ შედეგმა კი იტალიური კლუბის უფროსები ვერ დააკმაყოფილა და მისი ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტეს.


ჰალილოვიჩი “ლას პალმასში” ითამაშებს


საქართველო

“ლას პალმასის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერის განხორციელებას. ხორვატი ფეხბურთელი გრან კანარიარულ კლუბში მომდევნო 18 თვის მანძილზე, იჯარის წესით ითამაშებს.

როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს “ბარსელონადან” “ჰამბურგში” გადაბარგდა, თუმცა გერმანულ ბუნდესლიგაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და უკან, ესპანეთში დაბრუნდა.


ადრიან რამოსი ზაფხულში “ბორუსიას” დატოვებს


დორტმუნდელების ოფიციალური გევრდი იტყობინება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი, არენდის პერიოდის დასრულების შემდეგ, ივნისში ჩინურ “ჩონგქინგ ლიფანში” გადავა. 31 წლის სპორტსმენი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ადრიან რამოსს დორტმუნდის “ბორუსიაში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. იგი იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, რამოსი ნახევარწლიანი იჯარით “გრანადაში” გადავიდა.


ეტო’ო შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს


საქართველო

ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ 35 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ო საფეხბურთო კარიერა რუსულ პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი “ამკარის” რიგებში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ო ამჟამად თურქული “ანტალიასპორის” ღირსებას იცავს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს კამერუნელის შენარჩუნებას. თუმცა, ეტო’ოს მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი პოსტი, სადაც მას ხელში მისი სახელი და გვარით გაფორმებული “ამკარის” მაისური უჭირავს, თურქებისთვის ყველაფერს თავდაყირა აყენებს.


“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს


The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე ბეგოვიჩისა და ტიბო კურტუას პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.


რანოკიამ ინგლისური გუნდები დააიგნორა


La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, პრემიერ ლიგური გუნდების სამიზნე, ანდრეა რანოკია “ინტერის” დატოვებას არ აპირებს.

როგორც იცით, რანოკიას გადაბირების სურვილი ღიად ორმა ინგლისურმა კლუბმა, “სუონსიმ” და “ჰალ სიტიმ” გამოთქვეს. თუმცა, როგორც ჩანს, 28 წლის მცველი ზამთარში სერია ა-ს არ დატოვებს.

“ამკარის” ფეხბურთელის “რაკეტა” “ზენიტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

23 მაისს, რუსეთის ჩემპიონატში “ამკარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ალექსანდრ კოლომეიცევმა გაიტანა.

ბათუმის “დინამო” პერმის “ამკარს” დაუზავდა (ვიდეო)

თურქულ შეკრებაზე ბათუმის “დინამომ” რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ პერმის “ამკართან” გამართა ამხანაგური შეხვედრა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში ბათუმელებმა 38-ე წუთზე მგელაძის ეფექტური დარტყმით გახსნეს, თუმცა “ამკარმა” ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მარტინ იაკობკოს გოლით გაათანაბრა. 55-ე წუთზე “დინამომ” ტეტუნაშვილმა დააწინაურა. პერმელებს გათანაბრების შანსი 11-მეტრიანით მიეცათ, მაგრამ იმავე იაკუბკოს დარტყმული კარს აცდა. მატჩის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე “ამკარმა” მაინც გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში პრუდნიკოვმა დააფიქსირა.

 

ჯანო ანანიძის შესანიშნავი საგოლე გადაცემა

21 მარტს, რუსეთის ჩემპიონატში, “როსტოვმა” საკუთარ მოედანზე “ამკარი” მიიღო და ფრედ, 3:3 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, როსტოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, მე-18 წუთზე, თანაგუნდელ კალაჩევს გენიალური გადაცემა გაუკეთა, რასაც გოლი მოყვა.

იხილეთ ჯანოს საგოლე გადაცემა 00:36-დან: