ალვარო მორატამ თავისი გუნდის, ლონდონის ჩელსის ლეგენდაზე, დიდიე დროგბაზე ისაუბრა.
“როდესაც პატარა ვიყავი, დროგბას თამაშებს მამაჩემთან ერთად ვუყურებდი. ის არაამქვეყნიური იყო! რა თქმა უნდა, ოცნებად მქონდა, რომ ამ კლუბში ცხრანომრიანი აისურით ეთამაშა. ახლა, ერთი სული მაქვს, როდის გავალ “სტემფორდ ბრიჯზე” და ვითამაშებ პრემიერ ლიგის შეხვედრებში.”
“ვიცი, კონტეს წარსულშიც ვუნდოდი. მეც მსურდა მასთან ერთად მუშაობა. როგორც იქნა, ჩვენი გზები გადაიკვეთა. სამწუხარო იყო, როცა 2014 წელს ის იტალიის ნაკრებში სამუშაოდ წავიდა. თუმცა, იმ წელს კარგად ვითამაშე და “იუვენტუსში” მშვენიერი წელი მქონდა. ვიცი, ანტონიოს მუშაობის სტილი, ტაქტკა, ვიცნობ დამხმარე მწვრთნელებს და მსურს ამ სისტემით მუშაობა!” – აცხადებს კონტე.