დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა სებასტიან კელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 34 წლის ფეხბურთელი „ბორუსიაში“ 2015 წლის ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ვეტერანი ნახევარმცველი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
კელი „ბორუსიას“ ღირსებას აგერ უკვე მე-13 წელია იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, გავიდა უეფას თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩებში.
სებასტიან კელმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ბექა დოგრაშვილი