გასაოცარი გოლი პოლონეთიდან

ვარშავის “ლეგიას” ფეხბურთელმა ტომაშ ბრჟისკიმ “ლეხ პოზნანის” კარში ულამაზესი გოლის გატანა შესძლო.

16 წლის პოლონელი ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი

გასულ დღეებში, პოლონეთში “ლომზასა” და “ლეგიას” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში, “ლეგიას” 16 წლის ფეხბურთელმა მილოშ კოზაკმა მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ლადო დვალიშვილმა “ლეგიას” სამი ქულა მოუტანა

24 მარტს, პოლონეთის ექსტრაკლასაში, “პიასტმა” საკუთარ მოედანზე ვარშავის “ლეგია” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, ხოლო ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გათანაბრება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის საბოლოო შედეგი ქართველმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ დვალიშვილმა დააფიქსირა – მან 94-ე წუთზე “პიასტის” კარში გოლის გატანა მოახერხა.

ლადო სათადარიგოთა რიგებში იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.

რაც შეეხება “ლეგიას”, ამ გამარჯვების შემდეგ, ეს გუნდი პოლონეთის ჩემპიონატის ცხრილში კვლავაცპირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს შვიდი ქულით უსწრებს/