გულიტი: „მილანს“ ბერლუსკონის გარეშე ვერ წარმოვიდგენ“

„მილანის“ ექს-ფეხბურთელის რუდ გულიტის აზრით, სილვიო ბერლუსკონი „როსონერისთან“ მისი აქციების გაყიდვის შემთხვევაშიც დარჩება.

„მომავალში „მილანს“ უცხოელი ინვესტორები შეიძენენ. ამის მიუხედავად, არამგონია, ბერლუსკონიმ კლუბი სრულიად დატოვოს. მის გარეშე „როსონერის“ ვერ წარმოვიდგენ.

უცხოელი ინვესტორის წინადადება აუცილებლად მისაღებია, რადგან იტალიურ ფეხბურთში დღეს ისედაც ცოტა ფული და სტადინიოა“, – განაცხადა გულიტმა.

გულიტი: “ვან გაალი გიჟია”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა “მანჩესტერ იუნატედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გააკრიტიკა.

“მგონია, რომ ვან გაალი გიჟია. სახლის შენება საძირკვლიდან იწყება, თუმცა მან სახურავიდან დაიწყო და ყველაფერი ჩამოენგრა. არ მესმის, პირველ რიგში დაცვაზე რატომ არ იფიქრა”, – ციტირებს გულიტის სიტყვებს Daily Star-ი.

შეგახსენებთ, რომ ინგლსის პრემიერლიგის VI ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნატედს” სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული. გუნდმა ექვსი შეხვედრიდან 2 გამარჯვებით დაასრულა, 2 მარცხით, ორი კი – ფრედ.

სრული სატურნირო ცხრილის სანახავად გადადთ ბმულზე: ცხრილები

 

გულიტი: „ზეედორფის სამუშაოს შეფასება ჯერჯერობით ადრეა“

„მილანის“ ექს-ფეხბურთელმა რუდ გულიტმა გულშემატკივარს კლარენს ზეედორფის მუშაობის შეფასებისგან ჯერჯერობით თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ზეედორფი გუნდში არც თუ ისე კარგ პერიოდში მივიდა. მას საკმარიი დრო არ ჰქონდა, რათა „როსონერისთვის“ თავისი სათამაშო ხედვა წარედგინა. ამიტომაც, მისი მუშაობის შეფასება ჯერჯერობით ადრეა. ვფიქრობ, დასკვნის გამოტანა მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა და შეკრების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – თვლის გულიტი.

ალექსანდრე მატევოსოვი