“ბოლონიას” დონადონი გაწვრთნის

“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი რობერტო დონადონი დაინიშნა.

52 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დონადონიმ ამ პოსტზე დელიო როსი შეცვალა, რომელიც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს: სერია A-ს საწყის ათ ტურში გუნდმა მხოლოდ ექვსი ქულა მოაგროვა.

 

„ვერონა“, შესაძლოა, იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჩაიბაროს

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ, შესაძლოა, „ვერონა“ ჩაიბაროს, რის შესახებაც Football-Italia.net წერს.

დონადონი ანდრეა მანდორლინის შესაძლო შემცვლელთა შორის მთავარი კანდიდატია. სავარაუდოდ, ვერონელთა ამჟამინდელ თავკაცს კლუბის ხელმძღვანელობა სულ მალე გაუშვებს.

დონადონის გარდა, „ვერონას“ შესაძლო მომავალ თავკაცებს შორის ფრანჩესკო გვიდოლინია, რომელიც „უდინეზეში“ მუშაობითაა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დონადონიმ ბოლოს გაკოტრებულ „პარმაში“ იმუშავა.

დონადონი: იმპოტენცია და სირცხვილი

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურის მატჩში გათამაშების ცხრილის ლიდერი ტურინის „იუვენტუსი“ აუტსაიდერ „პარმას“ შეხვდა და ანგარიშით 7:0 გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ „პარმას“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ისაუბრა.

„ჩემს კარიერაში ანგარიშით 0:7 არასდროს წამიგია. მსგავსი მატჩების შეფასება ადვილია: ჩვენ დიდ გუნდს შევხვდით და არც კი გვიგრძვნია, რომ მოედანზე ვიყავით.

რა იყო ეს? იმპოტენცია და სირცხვილი.

ვღელავ თუ არა ბოლო ადგილზე ყოფნის გამო? უფრო გუნდის თამაში მადარდებს, რადგან საბოლოო შედეგი სწორედ მასზეა დამოკიდებული“, – ციტირებს დონადონის „რაი სპორტსი“.

დონადონი: „იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია“

„პარმას“ მთავარი მწვრთნელის რობერტო დონადონის აზრით, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

„იტალიელებს მუნდიალის მოგების პოტენციალი გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა, მგონია, შანსები გვაქვს. „სკუადრა აძურას“ მთლიანი ეტაპის დაძლევა ნამდვილად შეუძლია. ყველაფერი იმისგან იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები სეზონის დასრულები შემდეგ“, – განაცხადა დონადონიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი