ალვარო არბელოა ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით ტვიტერში პოსტს აქვეყნებს (ფოტო)

ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას ანგარიშით, 3:0 მოუგო და მეორე ტურშივე მერვედფინალში გასვლა გაინაღდა. საგულისხმოა, რომ ევროპელთა კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ულამაზესი გოლის გატანაც შეძლო.

აღნიშნული პერფორმანსის შემდეგ, ლუკას ყოფილი თანაგუნდელი, ალვარო არბელოა ტვიტერში აქვეყნებს პოსტს, სათაურით:“მსოფლიოს ათიანი”.

 

როგორ გამოეხმაურა არბელოა რონალდუს გოლს

3 აპრილს მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” ეწვია და “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველივე მატჩში მოუკლა ნახევარფინალში გასვლის ყველანაირი იმედი (0-3).

აღნიშნული მატჩის გმირი დუბლისა და საგოლე გადაცემის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. რომლის მეორე გოლიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გოლს მისი ყოფილი თანაგუნდელი, ალვარო არბელოა გამოეხმაურა: “ახლა კი მას ნამდვილად შეუძლია დედამიწა დატოვოს და მარსელებთან ერთად ითამაშოს. მან აქ თავისი საქმე უკვე გააკეთა”.

სლავენ ბილიჩი: “არბელოა ჩვენთვის ბრწყინვალე ვარიანტი იყო”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა ალვარო არბელოას ტრანსფერზე ისაუბრა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს გამოემშვიდობა მადრიდულ “რეალს”.

“მისი სივი უმაღლესი დონისაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არბელოას “ლივერპულის” რიგებშიც აქვს ნათამაშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისური ფეხბურთი მისთვის ნაცნობია.

მან “რეალში” 10 წელი დაჰყო და ყველაფერი მოიგო. ჩვენ მისი პოზიციის გაძლიერება ძალიან გვჭირდებოდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ისიც. არბელოა ჩვენთვის უნაკლო ვარიანტი იყო.

როგორც ყველა, ჩვენც ვუყურებდით “რეალის” თამაშებს. ის დიდებული პროფესიონალია, ფეხბურთელი უდიდესი გამოცდილებით.”

არბელოა: „დელ ბოსკეს სიტყვების შემდეგ თავი ცოტა შეურაცხყოფილად ვიგრძენი“

მადრიდის „რეალის“ მცველმა ალვარო არბელოამ აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვები მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. დელ ბოსკემ თქმით, ფეხბურთელმა საკუთარ თავს ბევრის უფლება მისცა, როდესაც განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს არ გულშემატკივრობს, რადგან მის მატჩებს არ უყურებს.

„დელ ბოსკეს სიტყვების შემდეგ, იმის შესახებ, რომ საკუთარ თავს ზედმეტის უფლება მივეცი, თავი ცოტა შეურაცხყოფილად ვიგრძენი“, – ციტირებს არბელოას „მარკა“.

მოურინიო: „არბელოა ჩემი მეგობარია“

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მცველ ალვარო არბელოას სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდული კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არბელოასთან მუშაობის პერიოდში ეს ფეხბურთელი მის მეგობრად ჩამოყალიბდა.

„ალვარო ჩემი მეგობარია. ჩემთვის ის უბრალო მოთმამაშე არ არის. რატომ ხდება ფეხბურთელი მეგობრად? თუ პროფესიის, კლუბისა და თანაგუნდელების მიმართ სიყვარულს ავლენ, მაშინ უბრალო მოთამაშედ ვერ დარჩები.

„რეალის“ ისტორიაში ბევრი დიდებული ფეხბურთელია. არბელოას ასეთად მოხსენიება ძნელია, მაგრამ ის მათ შორისაა, ვინც გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელებისთვის და მეგობრებისთვის ყველაფერი გააკეთა.

არბელოას მხოლოდ მადლობას ვუხდი. ჩემი 16-წლიანი სამწვრთნელო კარიერის ისტორიაში ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებს შორისაა. ალვარო კარგი ადამიანია“, – ციტირებს მოურინიოს ესპანური „მარკა“.

პიკე: „არბელოასთან უპრობლემოდ ვისაუზმებდი“

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ „რეალის“ მცველ ალვარო არბელოასთან ურთერთობაში პრობლემები არ აქვს. აქამდე ფეხბურთელები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. პიკემ ასევე თავისი გუნდის გასულ და მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა.

„არბელოასთან უპრობლემოდ ვისაუზმებდი. როდესაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებას გავდიოდით, ერთად არაერთხელ ვყოფილვართ და სირთულეები არ გვქონია.

„ვალენსიასთან“ მატჩი? კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავძელით. მეტოქემ ერთი მომენტი შექმნა და ორჯერ გაიტანა, ჩვენ კი 15 შანსიდან მხოლოდ 1 გამოვიყენეთ. ფეხბურთს ასეთ საინტერესო სპორტის სახეობად მსგავსი შემთხვევები ხდის“, – ციტირებს პიკეს „Football-Espana“.

გუტიმ პიკე გაკიცხა: “პირველ რიგში, კაცი უნდა იყო!”

მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი, გუტი გაბრაზებულია ჟერარ პიკეს აქტივობებით სოციალურ ქსელში, რომელიც არბელოასთან კამათში გადაიზარდა. მისი თქმით მსგავსი საქციელი არაპროფესიონალებს ახასიათებს.

“მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ, როცა “რეალი” აგებს, მაგრამ თუ “ბარსას” წაუცდება ფეხი, მაშინ არავის შეუძლია ამაზე დაწერა?

კაცურად უნდა მიიღო ყველაფერი, მათ შორის პოსტები, როცა წააგებ. მან ძალიან შორს შეტოპა, თანაც არაერთხელ. პიკეში მხოლოდ მძვინვარე ადამიანს ვხედავ, რომელსაც სხვების შეურაცხყოფა სურს. არასდროს მინახავს “რეალის” ან “ბარსას” რომელიმე ფეხბურთელი ასე არაპროფესიონალურად მოქცეულიყო.

პიკეს ყოფაქცევა უკვე ყელში ამომივიდა. არბელოასთან ასეთი საუბრით შორს ვერ წავა. მას ერთი რამ ამხიარულებს და ეს “რეალის” წაგებაა – მეც სწორედ ასე ვარ, როცა “ბარსელონა” აგებს – მაგრამ მსგავსი საქციელი სხვა თემაა.” – განაცხადა გუტიმ, რომელიც მსგავსი, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა.

არბელოა: “ვიცი, რომ ჩემი დღეები დათვლილია”

მადრიდის “რეალის” გამოცდილმა მცველმა, ალვარო არბელოამ აღიარა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მისი დღეები დათვლილია. 33 წლის ესპანელმა წლევანდელ სეზონში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა ლა ლიგაში.

“ვიცი, რომ მადრიდში ბევრი დრო არ დამრჩენია.” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

“ახლა სულ რამოდენიმე მატჩი მაქვს დარჩენილი, ამიტომაც დასვენების დღეებშიც ბევრს ვვარჯიშობ. ამ სტიუაციას მოველოდი.

ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, რომელიც თამაშის საშუალებას მაძლევს.” – განაცხადა არბელოამ “ლას პალმასთან” გაჭირვებით მოგებული მატჩის შემდეგ (1-2).

არბელოა ბენიტესით კმაყოფილია

მადრიდის „რეალის“ მცველმა ალვარო არბელოამ გუნდის მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„რაფა მშრომელი და მომთხოვნი მწვრთნელია. მან ჩვენთან მუშაობა კარგად დაიწყო. შესაძლოა, ჩემი კარიერა სწორედ მისი წყალობით იყოს განვითარებული. მან „ლივერპულში“ შანსი მომცა, რის შემდეგაც ნაკრებში და „რეალში“ მოვხვდი“, – აცხადებს არბელოა.

გარდა ამისა, ფეხბურთელმა ჟურნალისტებს „რეალის“ დონის კლუბში თამაშის შესახებაც უამბო.

„ასეთი დონის კლუბში თამაში რთულია, აქ დიდი მოთხოვნებია. ყოველთვის ყველა ტურნირის მოგებაზე ვფიქრობთ“, – განაცხადა არბელოამ.

არბელოას ამერიკაში ელიან

მადრიდის „რეალის“ მცველი ალვარო არბელოა კლუბის დატოვებაზე დაფიქრდა. როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, ესპანელს MLS-ის რამდენიმე კლუბი პატიჟებს.

ფეხბურთელს ეშინია, რომ „პორტუდან“ დანილოს შეძენის შემდეგ მადრიდულ კლუბში მისი სათამაშო დრო გაცილებით შემცირდება. აშშ-ში სათამაშოდ თავად არბელოაც მზად უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ალვარო „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს.

არბელოა, შესაძლოა, „ვესტ ჰემში“ გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ მცველი ალვარო არბელოა, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, არბელოას შეძენის სურვილი „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას გაუჩნდა. ამავდროულად, წყაროს ვარაუდით, თავად არბელოას მადრიდულ გრანდში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ არბელოას ინგლისში 2007-2009 წლებში უთამაშია – ამ პერიოდში ის „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.

“არსენალი” “რეალის” ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის “არსენალის” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელით, ალვარო არბელოათი სურს გაძლიერება.

32 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტის ნდობა დაკარგა. იტალიელი სპეციალისტი უპირატესობას ახალგაზრდა დანი კარვახალს ანიჭებს.

ნათელია, რომ გუნდში დანილოს გამოჩენასთან ერთად არბელოას შანსები კიდევ უფრო შემცირდება, რის გამოც კლუბის გამოცვლით თავად ფეხბურთელიცაა დაინტერესებული.