აუგსბურგი შონ პარკერს იმატებს

“მაინცის” შემტევი შონ პარკერი კარიერას “აუგსბურგში” გააგრძელებს. გასულ სეზონში ბუნდესლიგის 11 შეხვედრაში გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა 1 გოლის გატანა მოახერხა.

“შონის გადაბირებით მოხარულები ვართ. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, შეტევაში პრობლემების მოსაგვარებლად ეს იდეალური გადაწყვეტილებაა” – განაცხადა “აუგსბურგის” მენეჯერმა შტეფან რეიტერმა.

“აუგსბურგის” ფეხბურთელმა გოლი ბალოტელის სტილში აღნიშნა

3 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბრაუნშვაიგსა” და “აუგსბურგს” შორის გამართულ მატჩში, “აუგსბურგის” ფეხბურთელმა რაულ ბობადილამ მშვენიერი გოლი მარიო ბალოტელის სტილში აღნიშნა.

“აუგსბურგის” მეკარის კურიოზული ავტოგოლი

29 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “მაინცმა” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, 38-ე წუთზე, ძალიან კურიოზული ავტოგოლი გავიდა.