კანკავა “დნიპროსთან” ერთად ჰოლანდიურ შეკრებაზე გამგზავრა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა უკრაინულ “დნიპროსთან” ერთად ჰოლანდიურ შეკრებაზე გაემგზავრა.

მოსამზადებელ ეტაპზე უკრაინული გუნდის მეტოქეები “ბრიუგე”, “ზვოლე”, პაოკი, “ალემანია” და “ფენერბაჰჩე” იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “დნიპრო” ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც “სევილიასთან” დამარცხდა.

ჯაბა კანკავას ყვითელი ევროპის ლიგის ფინალში (ვიდეო)

27 მაისს, ევროპის ლიგის ფინალში, “დნიპროსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩში, მე-17 წუთზე ჯაბა კანკავამ რეისესი წინააღმდეგ უხეშობისათვის ყვითელი ბარათი მიიღო.

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობთ ჯაბა კანკავას?

27 მაისს, ვარშავაში ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს უკრაინული “დნიპრო” და ესპანური “სევილია” დაუპირისპირდებიან.

მოგეხსენებათ, “დნიპროს” ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავს. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, Fanebi.Com გთავაზობთ პატარა ქვიზს, სადაც თქვენი მიზანია ჯაბა კანკავას შესახებ დასმულ კითხვებს სწორი პასუხები გასცეთ.

“ვოლინის” გამარჯვება და კობახიძის ულამაზესი გოლი (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურში სანდრო კობახიძის “ვოლინმა” “ჰოვერლას” უმასპინძლა და 4:2 სძლია. ანგარიში მე-7 წუთზე სწორედ ქართველის ეფექტური დარტყმით გაიხსნა.

კიევში კი ადგილობრივმა “დინამომ” “დნიპროს” უმასპინძლა, მინიმალურად სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა. სტუმართა სასტარტოში იყო ჯაბა კანკავა, რომელმაც მხოლოდ პირველ ნახევარში ითამაშა.

მომენტი, როცა ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

14 მაისს, ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “დნიპრომ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში (2:1) გამარჯვებული “დნიპრო” გამოვიდა და ტურნირის ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

მატჩის 75-ე წუთზე, “დნიპროს” ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა გაფრთხილება “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაშიც მიიღო.

ამ ეპიზოდის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ კანკავა ევროპის ლიგის ფინალში ვერ ითამაშებდა, თუმცა ეს ასე არის. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტურნირის ბოლო მატჩში “სევილიას” დაუპირისპირდება და შეეცდება თასის მფლობელი გახდეს.

ლიპარტიამ კანკავას მოუგო, დაუშვილმა – გადრანს

დნეპროპეტროვსკში ლიპარტიას “ზორიამ” კანკავას “დნიპრო” დაამარცხა. ორივე ქართველი თავიანთი გუნდის სასტარტოში იყო. კანკავამ მოედანეზ 90 წუთი დაჰყო, ხოლო ლიპარტიას მწრთნელმა თავის გამოსაჩენად 59 წუთი მისცა.

ლვოვში “კარპატიმ” ოდესის “ჩერნომორეცს” 2:0 მოუგო. მასპინძელთა სასტარტოში იყო და 90 წუთი ითამაშა მურთაზ დაუშვილმა. მის მსგავსად 90 წუთი დაჰყო მოედანზე ოდესელთა ქართველმა მცველმა, გიორგი გადრანმაც.

 

დაუშვილის მნიშვნელოვანი გამარჯვება და დნიპრო კანკავას გარეშე

უკრაინული პრემიერლიგის 21-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “კარპატიმ”, რომელმაც ლვოვში დონეცკის “ოლიმპიკს” 4:1 სძლია და ბოლო პოზიციას, ანუ გასავარდნ ზონას აარიდა თავი.

მასპინძელთა შემადგენლობაში 64-ე წუთზე გამოჩნდა მურთაზ დაუშვილი, რომელამც მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ყვითელი ბარათი მიიღო. “კარპატიში” ტრადიციულად უკრაინის მოქალაქე ამბორსი ჩაჩუამაც ითამაშა, ხოლო დონეცკელთა კარს ასევე უკრაინული პასპორტის მქონე ზაურ მახარაძე იცავდა.

კარპატელთა მე-13 პოზიციაზე აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი “დნიპრომ” ითამაშე. დნეპროპეტროვსკელებმა ჯაბა კანკავას გარეშე ლვოველთა მთავარი კონკურენტი, “ილიჩივეცი” დაამარცხეს.

 

კობახიძე “დინამოსთან” დამარცხდა, “დნიპრომ” დონეცკელებს სძლია

უკრაინის ჩემპიონატის მე-20 ტურში ლუცკის “ვოლინმა” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამო” მიიღო და 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა ალექსანდრე კობახიძემ.

ჯაბა კანკავას “დნიპრომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე  დონეცკის “ოლიმპიკს” 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში დონეცკელთა კარს უკრაინული მოქალაქეობის მქონე ზაურ მახარაძე იცავდა.

კანკავს “დნიპრო” “შახტარს” 3 ქულით ჩამორჩა

უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში ჯაბა კანკავს “დნიპრომ” საკუთარ მოედანეზ ხარკოვის “მეტალისტს” უმასპინძლა. შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ამ შედეგის გათვალისწინებით “დნიპრო” მესამე პოზიციაზე კი დარჩა, მაგრამ კონკურენტ “შახტართა” სხვაობა უკვე სამ ქულას შეადგენს.

დონეცკელები მე-19 ტურში გიორგი გადრანის გარეშე მოთამაშე ოდესის “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.

როგორ მოხვდა კანკავასთან მისული გულშემატკივარი მოედანზე (ვიდეო)

საქართველოსა და გერმანიას შორის შეხვედრაში გულშემატკივრების მოედანზე შესვლის 7 ფაქტი დაფიქსირდა. ყველაზე დასამახსოვრებელი შესვენების დროს მოედანზე შესული მაყურებელი ზაზა არდიშვილი იყო, რომელმაც ჯაბა კანკავას დაუჩოქა.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მისი მოედანზე შესვლის მომენტია დაფიქსირებული. აშკარაა, რომ სტადიონის უსაფთხოების სამსახურის თანამშრომლების ფიზიკური კონდიციები უკეთესის სურვილს ტოვებს.

კანკავასა და შვაინშტაიგერის დაპირისპირება (ვიდეო)

29 მარტს, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:2), ჯაბა კანკავასა და ბასტიან შვაინშტაიგერს შორის სიტუაცია დაიძაბა.

კანკავას და შვაინშტაიგერის ეპიზოდიკანკავას და შვაინშტაიგერის დაპირისპირების ეპიზოდი საქართველო – გერმანია 29.03.2015

Posted by ქართული ფეხბურთი (მულტიმედია) Georgian Football on Sunday, 29 March 2015

11 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

Fanebi.Com გერმანულ ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ დღესდღეისობით ათ ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს.

1. ჯანო ანანიძე (მოსკოვის “სპარტაკი”) – 4 მილიონი ევრო

1

2. ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) – 3 მილიონი ევრო

3

3. გურამ კაშია (“ვიტესი”) – 2.75 მილიონი ევრო

2

4. თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”) – 2 მილიონი ევრო

4

5. ალექსანდრე ამისულაშვილი (ბაქოს “ინტერი”) – 1.80 მილიონი ევრო

5

6. გია გრიგალავა (უკლუბოდ) – 1.80 მილიონი ევრო

KRC Genk v FC Anji Makhachkala - UEFA Europa League Round of 32

7. ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”) – 1.50 მილიონი ევრო

7

8. გიორგი ლორია (“ოფი”) – 1 მილიონი ევრო

8

9. ალექსანდრე კობახიძე (“ვიოლინი”) – 1 მილიონი ევრო

10

10. გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”) – 1 მილიონი ევრო

9

11. სოლომონ კვირკველია (“რუბინი”) – 1 მილიონი ევრო

11