იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

დუბლიევიჩი: “ქართველი გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს საოცრად გულშემატკივრობდნენ”

საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებებს შორის ჩატარებული ძალზედ დაძაბული მატჩის შემდეგ, მონტენეგროს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” ცენტრმა, ბოიან დუბლევიჩმა FANEBI.COM-თან ისაუბრა.

“ეს იყო უმნიშვნელოვანესი თამაში ორივე გუნდისათვის. ველოდით, რომ საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნებოდა გულშემატკივრებისაგან და ასეც მოხდა.

საბოლოო ჯამში, ძალიან ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ, რაც მინდა ჩემს თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელსა და მთლიანად შტაბს მივულოცო. ჩვენი ჯგუფიდან გამომდინარე, ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა კი ჩვენს მომდევნო მატჩებზე უნდა გადავერთოთ.”

კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ქართველ გულშემატკივართა აქტიურობას, მან ასეთი პასუხი გასცა:” ვიტყოდი, რომ გულშემატკივრები გასაოცრად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს.”

საქართველო – მონტენეგრო: ბუკმეიკერების გადაწყვეტილებით, რომელი ქვეყანაა ფავორიტი?

დღეს, 19:00 საათზე სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა გაიმართება: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

გეტყვით, რომ ორივე ქვეყნის გუნდი ჯგუფის ფავორიტია. მათ სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრებებს დამაჯერებლად მოუგეს. ლიდერების შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტოტალიზატორი Bet365 ფავორიტად მონტენეგროს მიიჩნევს. მათ მოგებას კოეფიციენტი 1.76 აქვს, ხოლო საქართველოსას კი 1.90.

იოვეტიჩი სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ინტერის“ თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი მონტენეგროში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რის შესახებაც მონტენეგროს ფეხბურთის კავშირის ოფიციალური საიტი წერს.

26 წლის ფორვარდი წლის საუკეთესო მოთამაშედ ფეხბურთის ასოციაციის წევრების უმეტესობამ დაასახელა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი „მლადოსტ პოდგორიცას“ ტალანტი მარკო შჩეპანოვიჩი გახდა, ხოლო წლის მწვრთნელი – მირკო მარიჩი, რომელიც კლუბ „რუდარს“ თავკაცობს.

მიმდინარე სეზონში იოვეტიჩმა ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

რუნის სტილში გატანილი გოლი მონტენეგროდან

მონტენეგროს ჩემპიონატშჳ, “სუტჟესკასა” და “მლადოსტს” შორის გამართულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გავიდა.