ალეგრიმ „ჩელსისთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა – „კალჩომერკატო“

ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის ბოლომდე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი დანიშნა, თუმცა ლონდონელები 2016/17 წლების სეზონისთვის სხვა სპეციალისტის მოწვევას გეგმავენ.

ევროპული პრესა „ჩელსის“ პეპ გვარდიოლას სახელს უკავშირებდა, თუმცა ესპანელმა რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგის სეზონიდან ის „ქალაქელებს“ უთავკაცებს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ იტყობინება, რომან აბრამოვიჩი „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის ოთხწლიანი ხელშეკრულების თაობაზე შეუთანხმდა. წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი კლუბს ზაფხულში ჩაიბარებს, მისი ყოველწლიური ხელფასი კი 5,3 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ალეგრი: „პარმასთან“ მატჩში უძლიერეს შემადგენლობას გამოვიყვან“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბოლოადგილოსან „პარმასთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ტევესი რიგზეა, პირლო კი შეხვედრას გამოტოვევებს – ანდრეა „მონაკოსთან“ შეხვედრისთვის დაგვიბრუნდება.

„პარმასთან“ მატჩში საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან, რადგან ეს ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაშია. მიმდინარე სეზონში ნაჩვენები პროფესიონალიზმისთვის გუნდი და პირადად რობერტო დონადონი დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

შემდეგი კვირიდან რთული სერია დაგვეწყება, რომლის დროსაც მოწინავე პოზიციაზე მყოფ გუნდებს დავუპირისპირდებით. თუ შაბათს სამ ქულას მოვიპოვებთ, სკუდეტოს მოგებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.

ალეგრი: „სნეიდერი ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „გალათასარაის“ ნახევარმცველის უესლი სნეიდერის მიმართ ინტერესის შესახებ ისაუბრა.

„კარგი იქნებოდა, თუ თხუთმეტ ათას ევროდ შეფასებული სახლი ჩემი იქნებოდა, თუმცა, როდესაც მის საყიდლად საჭირო თანხა არ გაგაჩნია, ალტერნატიული ვარიანტების ძებნას იწყებ. სნეიდერის შემთხვევა ზუსტად ასეთია. მის შესაძენად სხვა კლუბებზე მეტის გადახდა მოგვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ფეხბურთელი ძალიან გამოგვადგებოდა“, – განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.

ალეგრიმ საბერძნეთის ნაკრების თავკაცობა არ ისურვა

„მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ საბერძნეთის ნაკრების სათავეში ჩადგომა იუარა.

სპეციალისტის აგენტის მიშელ ფროლას თქმით, მისი კლიენტი ზაფხულს ელის, რათა წინადადება რომელიმე კლუბისგან მიიღოს.

„საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციისგან კონკრეტული წინადადება მივიღეთ, რომელსაც ალეგრი არ დაეთანხმა. მას შემდეგ სეზონში კლუბში მუშობა სურს“, – განაცხადა ფროლამ.

ამჟამად ალეგრი ინგლისში იმყოფება, სადაც ინგლისურ ენას სწავლობ და ინგლისური სამწვრთნელო პროცესის მეთოდებს ეცნობა.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ტოსკანელი სპეციალისტი იანვარში გაათავისუფლა.

ალექსანდრე მატევოსოვი