აბრამოვიჩმა “ჩელსი” ყველაზე მდიდარ ბრიტანელს არ მიჰყიდა

რომან აბრამოვიჩმა ყველაზე მდიდარი ბრიტანელის, ჯიმ რეტკლიფის, წინადადება ლონდონის “ჩელსის” შესყიდვასთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა. ამ ინფორმაციას Daily Mail ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, საწვავის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის (Ineos) გენერალური დირექტორი “არისტოკრატების” მოსყიდვას 15.6 მილიონ დოლარად ცდილობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ჩელსის” სეზონური ბილეთების გაყიდვაზე სწორედ რეტკლიფი ზრუნავს. Forbes ბრიტანელის ქონებას 21 მილიარდ ფუნტად აფასებს, მაშინ როდესაც რუსი ბიზნესმენი 9,3 მილიარდს ფლობს.

65 წლის ბიზნესმენის შემოსავალი ორჯერ აღემატება აბრამოვიჩის შემოსავალს. ჯიმ რეტკლიფი უკვე ფლობს საფეხბურთო კლუბს შვეიცარიაში.

მოურინიო აბრამოვიჩზე: “მეგობრები არასდროს ვყოფილვართ”

ბრიტანულ Sky Sports-თან საუბრისას, “ჩელსის” ყოფილმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მას რომან აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

“აბრამოვიჩი კლუბის მფლობელი იყო, მე მას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა არასდროს გვქონია. მე მწვრთნელი ვიყავი და ისიც ამიტომ მცემდა პატივს.

ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.

მის სახლში თუ მივიდოდი, მხოლოდ სამსახურეობრივი საქმის გამო. რაიმე პირადული არასდროს გაგვიზიარებია ერთმანეთისათის. მეგობრები არ ვყოფილვართ, ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ ზედმეტად დიდ პატივისცემას ვამჟღავნებდით.” – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალეგრიმ „ჩელსისთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა – „კალჩომერკატო“

ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის ბოლომდე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი დანიშნა, თუმცა ლონდონელები 2016/17 წლების სეზონისთვის სხვა სპეციალისტის მოწვევას გეგმავენ.

ევროპული პრესა „ჩელსის“ პეპ გვარდიოლას სახელს უკავშირებდა, თუმცა ესპანელმა რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგის სეზონიდან ის „ქალაქელებს“ უთავკაცებს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ იტყობინება, რომან აბრამოვიჩი „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის ოთხწლიანი ხელშეკრულების თაობაზე შეუთანხმდა. წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი კლუბს ზაფხულში ჩაიბარებს, მისი ყოველწლიური ხელფასი კი 5,3 მილიონ ფუნტს შეადგენს.

მოურინიოს გათავისუფლებაში დიდი როლი შევჩენკომ ითამაშა – „Calciomercato“

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემის „Calciomercato“-ს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისფულებაში დიდი როლი გუნდის ექს-ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ ითამაშა.

წყაროს ცნობით, უკრაინელს რომან აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობა აქვს და მას ნებისმიერ დროს კლუბში რომელიმე თანამდებობის დაკავება შეუძლია. რომანო ასევე იმის შესახებ წერს, რომ შევჩენკომ, შესაძლოა, რამდენიმე „ჩელსის“ ფეხბურთელს მოურინიოს გაშვებასთან დაკავშირებით შეტყობინება გაუზაგვანა, რის შესახებაც თავად პორტუგალიელმა არც კი იცის.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა სათქმელია, რომ შევჩენკო აბრამოვიჩთან ერთად აქამდეც უანხავთ.

აბრამოვიჩი მოურინიოს მხარს უჭერს

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს კვლავ დიდ ნდობას უცხადებს. ამის შესახებ „The Times“-ი წერს.

წყაროს ცნობით, სეზონის ძალია ცუდი სტარტის მიუხედავად, აბრამოვიჩი პორტუგალიელ სპეცილიასტს მაინც ენდობა და მის გაშვებაზე ჯერ არ დაფიქრებულა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ „ჩელსი“ ოთხი ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.

აბრამოვიჩი „ზენიტის“ ლიდერის შესაძენად სანქტ-პეტერბურგში ჩავა

„ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი სანქ-პეტერბურგში ჩავა, სადაც ადგილობრივი „ზენიტის“ ხელმძღვანელობასთან ნახევარმცველ აქსელ ვიტსელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით მოლაპარაკება სდაიწყებს.

ბოლო დროს ვიტსელს „მილანს“ უკავშირებენ, თუმცა მხარეები სატრანსფერო ფასზე ეჯრაც არ შეთანხმებულან.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი რუსულ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. თავის დროზე სანქტ-პეტერბურგელებმა მისი ტრანსფერის სანაცვლოს 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.

დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.

37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.

დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.

“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.

ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.

როგორ გამოიყურებოდა ევროპული ფეხბურთი 10 წლის წინ

10 წლის წინ – როდესაც არველაძე “რეინჯერსისთვის” იტანდა, იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსისთვის”, კეზმანი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად, რიბერი ჯერ კიდევ “მეცში” იყო, ნაკლებად ცნობილი ადრიანო და სხვები…

2004 წლის შემოდგომა – საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი “პორტომ” ლიგის ფინალში “მონაკოს” სძლია, რაშიც დიდი წვრილი ჯოზე მოურინიოს მიუძღვის. დამერწმუნებით უცნაური წელი იყო.

წარმოგიდგენთ ფოტოისტორიას :

რუდ ვან ნისტელროი განაგრძობს მისთვის ყველაზე მარჯვედ შესასრულებელ საქმეს – გოლის გატანას. ფოტოში “ლიონის” კარში გატანილ ბურთს აღნიშავს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ამასობაში ამსტერდამის “აიაქსიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და დაიწყო “მოგზაურობა” იტალიურ გრანდებში.

ვარსკვლავებით გაჭედილი “გალაქტიკა”- მადრიდის რეალში” 10 წლის წინ ისეთმა ლეგენდებმა მოიყვარეს თავი როგორებიც : რაული, რონალდო, ფიგუ, ბექჰემი და ზიდანი არიან.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროისთვის არ თამაშობდენ “რეალში”, თამაშობდნენ “ბარსელონაში” – რონალდინიო, ეტო’ო, ვან ბრონხოში.

ახალგაზრდა ფილიპ ლამი და კევინ კურანი გვხვდებიან “შტუტგარდში”. კურანი იქ უკვე დიდი ხანია რაც ასპარეზობდა ხოლო ლამი კი “ბაიერნმა” გაანათხოვრა 2 წლით.

“არსენალს” ახლახანს ჰქონდა საუკეთესო სეზონი მათ ისტორიაში – პრემიერ ლიგის მოგება წაგების გარეშე. ანრის კი გაჰქონდა გოლები და ცდილობდა ამის გაკეთებაში დახმარებოდა რეიესს.

კეზმანი ითვლება ამომავალ ვარსკვლავად და ცდილობს გაიტანოს “ჩელსისთვის” მაგრამ ამაოდ.

ადებაიორი თამაშობდა “მონაკოში”, სადაც ვენგერმა დაადგა თვალი და ზუსტად 2 წელიწადში მის გუნდში, “არსენალში” წაიყვანა.

სინიშა მიხაილოვიჩი და ფრანჩესკო ტოლდო იცავენ “მტრებისგან” ინტერის კარს.

მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლე – მიროსლავ კლოზე იწყებს “ბრემენულ” კარიერას.

რუი კოშტა ძალიან კარგი იყო “მილანში” , მაგრამ იგი არა “როსონერიში” არამედ უფრო ადრე, “ფიორენტინაში” ჩამოყალიბდა დიდ ფეხბურთელად.

ოლივერ კანი და როი მაკაი “ბაიერნში”, მომდევნო გამარჯვებისკენ მიისწრფიან.

ალან შირერი აგრძელებს მის “ნიუკასლურ” კარიერაში გოლის გატანას და ამყარებს კიდეც რეკორდს პრემიერ ლიგაში. მის წინააღმდეგ რიო ფერდინანდი თამაშობს.

36 წლის პაოლო დი კანიო, ბრუნდება ინგლისიდან იტალიის სერია ა-ში, “ლაციოს” რიგებში, თუმცა მან არცისე ცოტა მატჩი ჩაატარა.

მეორე რომაულ კლუბში, ამჯერად “რომაში” კი ნელ-ნელა დაიბადა ვარსკვლავი სახელად – ანტონიო კასანო.

კრიშტიანუ რონალდუმ, პოლ სქოულზმა და მაიკლ ესიენმა მოიყარეს თავი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლიონის” წინააღმდეგ.

ანდრეი შევჩენკო კი განაგრძობს გატანას “მილანისთვის”, რამოდენიმე თვის შემდეგ კი, ის ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

ლუის გარსია ატარებს პირველ და საუკეთესო სეზონს “ლივერპულში, იგი ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც იქნა შეყვანილი.

“ჩელსიში” კი იწყება, ჯოზე მოურინიოსა და დიდიე დროგბას ერა, რომელიც ეხლაც კი გრძელდება, 10 წლის შემდეგ.

ანდრეი ვორონინი და დიმიტარ ბერბატოვი “ბაიერის” გამოკვეთილი ლიდერები ხდებიან.

რომან რიკელმეს კი სურს დაიბყროს ევროპა, ახლა არა “ბარსელონას” შემადგენლობიდან, არამედ “ვილიარეალიდან”

ნაკლებად ცნობილი ადრიანო ხვდება “ინტერში” და იწყებს ამ გუნდისთვის გატანას.

ჰოლანდიურ “ფეინოორდში” დირკ კუიტი გახდა ვარსკვლავი.

21 წლის ფრენკ რიბერი აგრძელებს ზრდას ფრანგულ “მეცში”.

შოთა არველაძემ გაიტანა “რეინჯერსითვის”. ამ დროს შოტლანდიაში, ჯერ კიდევ იყვნენ ვარსკვლავები.

ადრიან მუტუსთვის ეს დრო ძალიან ცუდი იყო კარიერულად. მას კოკაინზე ეძინა, ამისთვის იგი “ჩელსიდან” გაუშვეს, შემდეგ კი იგი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ლონდონური კლუბიდან კონპენსაციას.

ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი “მადრიდის რეალში”, ჯონათან ვუდგეითი “ნიუკასლიდან”, მართალია მან ითამაშა ძალიან ცოტა, მაგრამ ვარჯიშობდა გუტისთან ერთად.

ქერა სანტიაგო კანისარესი, რომელიც დარჩა “ვალენსიაში”, საიდანაც რაფა ბენიტესი წავიდა.

რომან აბრამოვიჩს სურდა რომ “ჩელსიში” ეთამაშა რუს ფეხბურთელს, მან თავისი სურვილი დაიყმაყოფილა და გუნდში მოიყვანა ალექსეი სმერტინი რომელმაც გუნდისთვის ღირებული ვერაფერი ქნა. მარჯვნივ კი – “ლივერპულის” ლეგენდა ჯიმი ტრაორე.