ჩავიმ ლატარიაში 229 ათასი ევრო მოიგო (ფოტო)

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა Doha Bank-ის მიერ წარმოებული რიგით მესამე წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

კატალონიური გრანდის ლეგენდამ კატარის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისაგან ჯილდოს სახით 229 000 ევრო მიიღო, რაც ერთ მილიონ კატარულ რიალს უდრის

შეგახსენებთ, რომ ჩავი, რომელიც ამ დროისთვის “ალ-სად კატარის” ღირსებას იცავს, არაბულ ქვეყანაში 2015 წლიდან მოღვაწეობს. დიდი ალბათობით, ის საფეხბურთო კარიერას მომავალ სეზონში დაასრულებს.

„გვარდიოლა „ბარსელონაში“ დაბრუნდება“

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის ჩავი ერნანდესის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ერთ მშვენიერ დღეს კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.

„პეპთან „ბარსელონაში“ წარმატებული პერიოდი მქონდა. ვიცი, რომ ის სწორ მომენტს აირჩევს, რათა კლუბში დაბრუნდეს“, – ციტირებს ჩავის „ალ-სადის“ ოფიციალური ვებსაიტი.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა „ბარსას“ 2008 წლიდან 2012 წლამდე თავკაცობდა.

გვარდიოლა შემდეგ ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი გახდება

ჩავიმ ნეიმარი გააკრიტიკა

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა კატალონიური კლუბის ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი გააკრიტიკა, რომელმაც ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში, თავის გამოსაჩენად, ფინტი შეასრულა, რასაც ბასკების უკმაყოფილება მოჰყვა.

„ნეიმარმა თავის ქცევას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. შესაძლოა, ბრაზილიაში ეს მისაღებია, მაგრამ ესპანეთში ასე მოქცევა არ შეიძლება. მან ამ ყველაფერზე უნდა იფიქროს. ის ექსტრაორდონარული და შრომისმოყვარე ბიჭია, მაგრამ საქემისადმი ბრაზილიური დამოკიდებულება ესანეთში უპატივცემულობას ნიშნავს“, – განაცხადა ჩავიმ.

ჩავი: „ვიდალი „ბარსელონაში“ თამაშზე დიდი ხანი ოცნებობდა“

ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა „ბარსელონაში“ ალეიშ ვიდალის გადასვლა შეაფასა.

„ეს ძალიან კარგი ტრანსფერია. ახალგაზრდა კატალონიელი სახლში დაბრუნდა. ის ენთუზიაზმით სავსეა. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ბარსელონაში“ თამაშზე დიდი ხნის განამვლობაში ოცნებობდა“, – განაცხადა ჩავიმ.

პუილი: „ჩავი მაჟორულ ნოტაზე წასვლას იმსახურებს“

„ბარსელონას“ ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთენლად ელის.

„კარგი იქნებოდა, თუ ჩავი „ბარსას“ ბერლინში მოგების შემდეგ დაემშვიდობებოდა, სადაც ევროპის ჩემპიონთა თასს აწევდა. ასეთი ფეხბურთელი კლუბიდან მაჟორულ ნოტაზე წასვლას იმსახურებს. მას ყველასთან საფეხბურთო მეოდანზე დამშვიდობების შანსი მიეცა, რაზეც მე მხოლოდ ვოცნებობდი.

2009 წელს ყველა შესაძლო ტიტული მოვიგეთ, დღეს კი ისტორიაში შესვლა კიდევ ერთხელ შეგვიძლია. ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომელთაც მოტივაცია არ აკლიათ. იმედია, „ბარსელონა“ წარმატებულ კლუბად კიდევ წლების განმავლობაში დარჩება“, – განაცხადა კარლესმა.

ჩავი: „გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს? ამის უფლება ყველას აქვს“

ჩავი: „გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს? ამის უფლება ყველას აქვს“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის თასის ფინალური მატჩის დროს ბასკური კლუბის გულშემატკივართა საქციელი შეაფასა, რომლებმაც ესპანეთის ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს.

„ჩვენთან დემოკრატიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს. არამგონია, რომ სტვენისთვის ვინმეს დაჯარიმება ღირდეს. პირველ რიგში, სჯობს, დავინტერესდეთ, თუ რატომ მოიქცნენ ასე ეს ადამიანები“, – განაცხადა ჩავიმ.

ჩავი, შესაძლოა, პსჟ-ში გადავიდეს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სეზონის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა, შესაძლოა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ვეტერანი ყატარულ „ალ-სადში“ ითამაშებს. გამოცემა „ლე პარიზენის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ჩავის იჯარით აყვანას გეგმავს.

აქედან გამომდინარე, ფრანგული კლუბი ფეხბურთელის ფინანსური „ფეირ პლეის“ ფარგლებში დამატებას შეძლებს.

მოურინიო: „ჩავი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აზრით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომელიც ამ სეზონის შემდეგ კლუბს ოფიციალურ დატოვებს, „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

„ჩავი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის „ოქროს ბურთს“ მოგებას იმსახურებს, რომელსაც უკვე ვერასდროს მიიღებს“, – აღნიშნა მოურინიომ.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა.

„ბარსელონამ“ და „იოუვენტუსმა“ ბერლინში თამაში დაისმახურეს. მათ კარგი სეზონი ჰქონდათ. როგორც გაირკვა, ისინი იმ ნახევარფინალში თავის მეტოქეებზე უკეთესები არიან“, – დაასრულა ჟოზემ.

ოფიციალურად: ჩავი “ბარსელონას” ტოვებს

ხუთშაბათს ჩავი „ბარსელონადან“ წასვლას ოფიციალურად დაადასტურებს

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“ იტყობინება, ხუთშაბათს, 21 მაისს, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც კატალონიური კლუბიდან წასვლას ოფიციალურად დაადასტურებს. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, 35 წლის შუახაზელი ყატარულ „ალ-სადში“ გადასვლას დაადასტურებს.

განვლილ კვირას ჩავი „ბარსასსთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. საკლუბო დონეზე მან 23-ე ტიტული მოიგო – ჩავი რვაჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ორჯერ ესპანეთის თასი მოიგო. ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული ჩავი ექვსჯერ აღმოჩნდა, ჩემპიონთა ლიგა კი სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ორი ევროპის სუპერთასი და ორი საკლუბო მუნდიალია.

ჩავი: „გვარდიოლამ „ბარსელონას“ სუსტი წერტილები იცის“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ჩვენ ბურთის ფლობა გაგვიჭირდება, რის შესახებაც პეპმა კარგად იცის. გვარდიოლამ ფეხბურთში რევოლუცია შექმნა, ის თამაშის სისტემის დახვეწას ცდილობს. სიმართლე რომ გითხრათ, მისი სხვა კლუბში ხილვა ცოტა უცნაურია“, – განაცხადა ჩავიმ.

ჩავი: „თუ მესისთან ერთად თამაში ვერ გამოგივათ, ფეხბურთში არაფერი გესაქმებათ“

„ბარსელონას“ ვეტერანის ჩავის აზრით, ნებისმიერ ნორმალურ ფეხბურთელს ლიონელ მესისთან ერთ გუნდში თამაშის უნარი უნდა გააჩნდეს.

„თუ მესისთან საერთო ენის პოვნას ვერ შეძლებთ, ფეხბურთი თქვენთვის არაა“, – აღნიშნა ჩავიმ.

გარდა ამისა, გამოცდილმა შუახაზელმა აღნიშნა, რომ მის კარიერაზე დიდი გავლენა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ლუის არაგონესმა იქონია, რომელიც შარშან გარდაიცვალა: „მე ბევრ მწვრთნელთან ვმუშაობდი, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე არაგონესმა მოახდინა“.

ჩავი: “მესი ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო კარგად ითამაშებდა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კატალონიური გუნდის ლიდერი ლიონელ მესი ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა საკუითარ შესაძლებლობებს.

“ვფიქრობ, მესი ინგლისში კიდევ უფრო კარგად ითამაშებდა, რადგან იქ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ დაცვას. ინგლისური კლუბები თამაშობენ პრონციპით “ერთი ერთის წინააღმდეგ”, რაც მცველების მხრიდან უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. პრემიერლიგაში მესი უფრო მეტ თავისუფალ ზონას მოძებნიდა, ვიდრე პრიმერადივიზიონში”, – აღნიშნა ჩავიმ.